Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაავტომობილო ტრანსპორტის შესახებმუხლი 5⁹

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

მუხლი 5⁹. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი და საქართველოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის გაცვლილი სანებართვო დოკუმენტები

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 27 მაი. 2026
თემები:ტრანსპორტიტრანსსასაზღვრო ხელშეკრულებებისაერთაშორისო კონტრაქტები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.საერთაშორისო ორგანიზაციების (ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენცია (ECMT), შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC), ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი (TRACECA) და სხვა ორგანიზაცია საავტომობილო სფეროში, რომლის წევრიც არის საქართველო) მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ან/და პარტნიორი ქვეყნის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული, ავტოსატრანსპორტო გადაყვანის/გადაზიდვის განსახორციელებლად განკუთვნილი სანებართვო დოკუმენტის ბლანკი, რომელსაც სააგენტო გადამზიდველზე დადგენილი წესით გასცემს, გადამზიდველს უფლებას აძლევს, საერთაშორისო ავტოსატრანსპორტო გადაყვანა/გადაზიდვა შესაბამისი პირობების დაცვით განახორციელოს პარტნიორი ქვეყნის ტერიტორიაზე. ამ სანებართვო დოკუმენტს სააგენტო გასცემს მხოლოდ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის ან/და საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მფლობელ გადამზიდველზე.

2.საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განსახორციელებლად განკუთვნილ სანებართვო დოკუმენტის ბლანკს ან/და ავტორიზაციის ბლანკს საქართველო და პარტნიორი ქვეყნები ერთმანეთს შევსებული სახით აწვდიან.

3.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტის გაცემისა და მის გაცემაზე უარის თქმის წესი და პირობები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის სამართლებრივი აქტით. ეს წესი და ყოველი ასეთი პირობა უნდა ემსახურებოდეს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, გარემოს, საკუთრების უფლების, სხვა ძირითადი უფლების, საზოგადოებრივი წესრიგის, სხვა საჯარო ინტერესის, კანონის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დაცვას ან/და შესაბამისი ავტოსატრანსპორტო გადაყვანის/გადაზიდვის მომსახურების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფას და ამ ლეგიტიმური მიზნის (მიზნების) მისაღწევად გამოსადეგი და აუცილებელი საშუალება უნდა იყოს. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გაცემაზე უარის თქმა შეიძლება გასაცემი დოკუმენტების შეზღუდული რაოდენობის გამო.

4.საერთაშორისო ორგანიზაციების (ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენცია (ECMT), შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC), ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი (TRACECA) და სხვა ორგანიზაცია, რომლის წევრიც არის საქართველო) მიერ პარტნიორი ქვეყნისთვის გამოყოფილი ან/და საქართველოს მიერ პარტნიორი ქვეყნისთვის გადაცემული, ავტოსატრანსპორტო გადაყვანის/გადაზიდვის განსახორციელებლად განკუთვნილი სანებართვო დოკუმენტის ბლანკი ან/და ავტორიზაციის ბლანკი, რომელსაც პარტნიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანო იმავე ქვეყნის გადამზიდველზე დადგენილი წესით გასცემს, გადამზიდველს უფლებას აძლევს, საერთაშორისო ავტოსატრანსპორტო გადაყვანა/გადაზიდვა შესაბამისი პირობების დაცვით განახორციელოს საქართველოს ტერიტორიაზე.

5.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის მოქმედების ვადა, ამ დოკუმენტის შევსების, შეჩერების, შეცვლისა და გაუქმების პირობები განისაზღვრება შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ან/და პარტნიორ ქვეყანასთან შეთანხმებით. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტის შეჩერების, შეცვლისა და გაუქმების წესი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის სამართლებრივი აქტით. ეს წესი უნდა ემსახურებოდეს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, გარემოს, საკუთრების უფლების, სხვა ძირითადი უფლების, საზოგადოებრივი წესრიგის, სხვა საჯარო ინტერესის, კანონის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დაცვას ან/და შესაბამისი ავტოსატრანსპორტო გადაყვანის/გადაზიდვის მომსახურების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფას და ამ ლეგიტიმური მიზნის (მიზნების) მისაღწევად გამოსადეგი და აუცილებელი საშუალება უნდა იყოს.

6.საერთაშორისო ავტოსატრანსპორტო გადაყვანისას/გადაზიდვისას ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო დოკუმენტისა და მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობას ამოწმებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

7.საბაჟო კონტროლის ზონებში ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო დოკუმენტისა და მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობას აკონტროლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3795 – ვებგვერდი, 20.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №40 · ძალაშია 1 მარ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 აპრ. 1995 – 1 მარ. 2024 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 მარ. 2024· გამოქვეყნდა 20 დეკ. 2023
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 5⁸შემდეგი მუხლი 6

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებები29 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საგზაო ტრანსპორტის ნებართვებისერვისის გვერდი
  • საერთაშორისო ნასყიდობის ხელშეკრულება (CISG)სერვისის გვერდი
  • სავაჭრო ხელშეკრულებები ევროკავშირთან (DCFTA)სერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
კესო ხუბუა

კესო ხუბუა

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 27 მაი. 2026 · №42

  • 1 ცვლილება · ბოლო 20 დეკ. 2023
  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

  • 5³საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის/საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის განხორციელების წესი, შესაბამისი ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები და სანებართვო პირობები
  • 5¹საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის სახეები
  • 6საგარეო-ეკონომიკური საქმიანობა

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 19ნებართვის სახეები და ნებართვის გამცემი ორგანოები

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

  • 26¹⁶საერთაშორისო ვაჭრობა იმ სახელმწიფოსთან, რომელიც არ არის კონვენციის წევრი

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

  • 18სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული ზოგიერთი სამართლებრივი და ორგანიზაციული რეგულაცია

საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ

  • 4 (დანართი 1)ზოგადი მოთხოვნები წარსადგენი დოკუმენტების მიმართ

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 4საქართველოში შემოსვლა

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 52საერთაშორისო ფრენა
  • 66სატრანსპორტო საბუთები

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 119ტვირთის უფლებამოსილი მიმღები

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 92საზღვარგარეთ გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26¹⁶19185³5¹652669244 (და…1195⁹
მნიშვნელობით ახლოსსამეწარმეო საქმიანობის…საავტომობილო ტრანსპორტ…საქართველოს „წითელი ნუ…საგზაო მოძრაობის უსაფრ…საქართველოში ბინადრობი…უცხოელთა და მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 27 მაი. 2026 · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026