Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაავტომობილო ტრანსპორტის შესახებმუხლი 5¹

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

მუხლი 5¹. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის სახეები

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 27 მაი. 2026
თემები:ტრანსპორტიკომერციული ავიაციადაბინძურების კონტროლისპორტსმენის წარმომადგენლობარეკლამა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ნებართვის გაცემას ექვემდებარება საქმიანობის შემდეგი სახეები: ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა; ბ) საქართველოს დედაქალაქში ან სხვა თვითმმართველ ქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M 1 კატეგორია) გადაყვანა; გ) საავტომობილო სამგზავრო გადაყვანა; დ) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა; ე) საქართველოს ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ განხორციელებული ერთჯერადი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა (დადგენილი კვოტის ზევით).

2.დაუშვებელია ნებართვის გაცემაზე უარის თქმა გასაცემი ნებართვების შეზღუდული რაოდენობის მოტივით, გარდა შემდეგი ნებართვებისა: ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვისა; ბ) საქართველოს დედაქალაქში ან სხვა თვითმმართველ ქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M 1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვისა.

3.საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა გადამზიდველს უფლებას აძლევს, განახორციელოს საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა.

4.საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა გადამზიდველს უფლებას აძლევს, დადგენილი წესით განახორციელოს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა.

5.საქართველოს ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ განხორციელებული ერთჯერადი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა (დადგენილი კვოტის ზევით) უცხო ქვეყნის გადამზიდველს უფლებას აძლევს, ერთჯერადად განახორციელოს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიაზე დატვირთვის უფლებით. საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3141 - სსმ I, №32, 22.12.2003წ., მუხ.235 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.267 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3178 - სსმ I, №17, 30.05.2006წ., მუხ.123 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4594 - სსმ I, №11, 10.04.2007წ., მუხ.98 საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის კანონი №3737 - სსმ I, №56, 20.10.2010წ., მუხ.361 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4215 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2263 – ვებგვერდი, 24.05.2018წ. საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6290 – ვებგვერდი, 19.06.2020წ. საქართველოს 2021 წლის 29 დეკემბრის კანონი №1267 – ვებგვერდი, 06.01.2022წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3795 – ვებგვერდი, 20.12.2023წ. საქართველოს 2026 წლის 27 მაისის კანონი №1586 – ვებგვერდი, 29.05.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №42 · ძალაშია 29 მაი. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 11

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 29 მაი. 2026
  2. 1 მარ. 2024· გამოქვეყნდა 20 დეკ. 2023
  3. 6 იან. 2022
  4. 29 ივლ. 2020
  5. 19 ივნ. 2020
  6. 24 მაი. 2018
  7. 15 აპრ. 2011· გამოქვეყნდა 10 მარ. 2011

    5¹ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ეხება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილ საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანას, „რეგულარულის“ მითითების გარეშე.

  8. 20 ოქტ. 2010

    მე-2 პუნქტის გამონაკლისი ჩამონათვალად ჩამოყალიბდა: „ა“ ქვეპუნქტად დარჩა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტად დაემატა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა.

  9. 10 აპრ. 2007

    5¹ მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულია — კომისიის უფლებამოსილი პირების მიერ სასაზღვრო გადასასვლელებზე „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვის გაცემის შესაძლებლობა აღარ არსებობს.

  10. 1 აგვ. 2005· გამოქვეყნდა 18 ივლ. 2005

    ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობები ცხრა სახეობიდან ოთხამდე შემცირდა, ხოლო ზოგადი წესი ახლა არის საქმიანობის თავისუფალი განხორციელება.

  11. 22 დეკ. 2003

    დაემატა 5¹ მუხლი, რომელიც ადგენს ნებართვის საფუძველზე განხორციელებად საქმიანობათა ჩამონათვალს და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გამონაკლისს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 5²

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ავტომობილის ტრანსპორტის რეგულაციასერვისის გვერდი
  • გადაზიდვის დავასერვისის გვერდი
  • გარე რეკლამის განთავსების ნებართვასერვისის გვერდი
  • ლოჯისტიკის ლიცენზირებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 27 მაი. 2026 · №42

  • 11 ცვლილება · ბოლო 29 მაი. 2026
  • ციტირებულია 4 მუხლი
  • 13 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 5²მუხლი 5³მუხლი 5⁶მუხლი 5⁷

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

  • 5³საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის/საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის განხორციელების წესი, შესაბამისი ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები და სანებართვო პირობები
  • 4საავტომობილო ტრანსპორტის მართვა
  • 5²ნებართვების გამცემი ორგანოები

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 17საქმიანობა, რომელიც დასაშვებია მხოლოდ უფლებამოსილი ორგანოსაგან (უწყებისაგან) ნებართვის, დაშვების, თანხმობის მიღების შემდეგ ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმებით
  • 46მგზავრთა გადაყვანა

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 26⁵საქართველოს დედაქალაქში ან სხვა თვითმმართველ ქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M 1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემის წესი
  • 26²მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის წესი

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 59საავიაციო საქმიანობის ნებართვა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 135⁴საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M 1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების დარღვევით ან შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელება
  • 139³ტრანსპორტის სფეროში ლიცენზირების/ნებართვის გაცემის ან/და სერტიფიცირების/შესაბამისობის დეკლარაციის წესების დარღვევა

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ

  • 4საქმიანობის
  • 5საქმიანობის ნუსხა, რომელზეც ნებართვის გაცემის უფლებამოსილება გადაეცემა ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს ან უწყებას

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26⁵26²135⁴139³5²5³5⁶5⁷4594517465¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაავტომობილო ტრანსპორტ…საგზაო მოძრაობის შესახ…ლიცენზიებისა და ნებართ…საქართველოს საჰაერო კო…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს აღმასრულებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 27 მაი. 2026 · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026