Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებმუხლი 51

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

მუხლი 51. გარდამავალი დებულებანი

რედაქცია №25 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით სათანადო ორგანიზაციული და სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.

2.საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებისას უზრუნველყოს მასში ამ კანონიდან გამომდინარე ცვლილების ასახვა, ხოლო „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.

3.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურა საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინოს ამ მუხლის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. საქართველოს მთავრობა ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს წარდგენიდან 5 დღისა, განიხილოს სამსახურის უფროსის კანდიდატურა და საქართველოს პარლამენტისთვის მისი წარდგენის შესახებ განკარგულების მიღების შემთხვევაში წარუდგინოს კანდიდატურა საქართველოს პარლამენტს. სამსახურის უფროსს საქართველოს პარლამენტი ნიშნავს ამ კანონით და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. თუ საქართველოს პარლამენტმა ვერ დანიშნა სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის დანიშვნის ამ პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა გამეორდება. 2015 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს პარლამენტის მიერ დანიშნული სამსახურის უფროსი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება 2015 წლის 1 აგვისტოდან. თუ სამსახურის უფროსი 2015 წლის 1 აგვისტომდე ვერ დაინიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს სამსახურის უფროსის და მისი მოადგილეების მოვალეობის დროებით შემსრულებლები. სამსახურის უფროსის მოვალეობის დროებით შემსრულებელს და სამსახურის უფროსის მოადგილეებს უფლებამოსილება უწყდებათ საქართველოს პარლამენტის მიერ სამსახურის უფროსის დანიშვნისთანავე.

4.საქართველოს მთავრობამ: ა) 2015 წლის 1 აგვისტომდე დაამტკიცოს: ა.ა) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულება; ა.ბ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასის (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესი; ა.გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის წესი; ბ) 2016 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს: ბ.ა) სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში ინფორმაციის გაცვლის წესი; ბ.ბ) სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების ნუსხა.

5.სამსახურის უფროსმა: ა) 2015 წლის 1 სექტემბრამდე დაამტკიცოს: ა.ა) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის წესი; ა.ბ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფიცის ტექსტი; ა.გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი; ა.დ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესი; ა.ე) წვევამდელის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიღების და მის მიერ სამსახურის გავლის წესი; ა.ვ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესი; ბ) 2016 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს: ბ.ა) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა; ბ.ბ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამკერდე ნიშნის, მედალიონისა და მედლის ნიმუშები და მოსამსახურის დაჯილდოების წესი; ბ.გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა განკარგულებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების წესი; ბ.დ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხა.

6.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2015 წლის 1 სექტემბრამდე შექმნას შესაბამისი კომისია (კომისიები), რომელიც (რომლებიც) უზრუნველყოფს (უზრუნველყოფენ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გადაცემული/მიღებული ქონების (მათ შორის, უძრავი ქონება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სხვა ქონება) და სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალა და სხვა დოკუმენტაცია) აღრიცხვა-ინვენტარიზაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

7.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ 2015 წელს გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებში 2015 წლის 1 აგვისტოდან შემსყიდველად განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

8.სათანადო სამართლებრივი აქტების გამოცემამდე/მიღებამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა რეგულირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის მარეგულირებელი შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.

9.საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2015 წლის 1 აგვისტომდე განსაზღვროს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 დეკ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 50შემდეგი მუხლი 52

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №25

  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 7სამსახურის უფროსის არჩევა

თავისუფლების ქარტია

  • 14გარდამავალი დებულებანი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 167საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ საჯარო ანგარიში
  • 189საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის არჩევა
  • 212საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლება

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ

  • 27გარდამავალი დებულებანი

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 28გარდამავალი დებულებანი

„ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

  • 2გარდამავალი დებულებანი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 33გარდამავალი დებულებანი

შემოსავლების სამსახურის შესახებ

  • 15გარდამავალი დებულებანი

შრომითი მიგრაციის შესახებ

  • 17გარდამავალი დებულებები

სოციალური მუშაობის შესახებ

  • 64გარდამავალი დებულებანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
151427177283364216718921251
მნიშვნელობით ახლოსთავისუფლების ქარტიასაქართველოს პარლამენტი…ეროვნული უსაფრთხოების …ბუღალტრული აღრიცხვის,ა…საქართველოს სახელმწიფო…ეროვნული უშიშროების სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №25 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026