ზოგადი განათლების შესახებ

მუხლი 49. სახელმწიფო კონტროლი

რედაქცია №118 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

გურანდა გრიგოლიასალომე ოსეფაშვილი

1.სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ სამინისტრო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო კონტროლის სხვა ორგანოები, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სფეროში უფლებამოსილი სამინისტროები – საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2.სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების ზედამხედველობას.

3.საჯარო სკოლა მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე სამინისტროს წარუდგენს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს საქართველოს კანონმდებლობის შესრულებისა და სასწავლო პროცესის შესახებ. ანგარიშის წარდგენის ფორმებსა და ვადებს ადგენს სამინისტრო.

4.ამ კანონით გათვალისწინებული კონტროლის განხორციელების მიზნით სამინისტრო გამოითხოვს მასალებსა და ინფორმაციას ან ადგილზე შეისწავლის სკოლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებას.

5.სკოლამ სამინისტროს მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში.

6.ამ კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში სამინისტრო, ხოლო აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში − შესაბამისი სამინისტრო უფლებამოსილია აღნიშნულ საჯარო სკოლას მისცეს წერილობითი გაფრთხილება ან/და საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართოს შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით დირექტორისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო დირექტორისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს სამინისტროს წარდგინებაში მითითებულ ვადაში, ხოლო აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში − შესაბამისი სამინისტროს წარდგინებაში მითითებულ ვადაში. 6​ 1 . სამეურვეო საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვადამდე არ შეუწყვეტს უფლებამოსილებას სკოლის დირექტორს. სამინისტრო უფლებამოსილია არ დაეთანხმოს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება სკოლის დირექტორს. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ წარდგინებას დაინტერესებული მხარე სასამართლოში ასაჩივრებს დირექტორისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად.

6².ამ მუხლის მე-6, 6 1 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით გამოცემული სამინისტროს სამართლებრივი აქტები, ხოლო აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში − შესაბამისი სამინისტროს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში და მათი გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტების მოქმედების შეჩერებას.

7.სამინისტრო, ხოლო აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში − შესაბამისი სამინისტრო უფლებამოსილია: ა) დაითხოვოს სამეურვეო საბჭო, თუ საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს საქმიანობის გამო დაირღვევა საქართველოს კანონმდებლობა; ბ) ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს, თუ საჯარო სკოლა დირექტორის საქმიანობის გამო 1 წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს; გ) ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის საქმიანობის გამო 1 წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს; დ) დაითხოვოს სამეურვეო საბჭო ან/და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას. 7​​ 1 . დირექტორისთვის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისთვის ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სამინისტრო, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში − შესაბამისი სამინისტრო უფლებამოსილია დანიშნოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ამ შემთხვევაში მოქმედებს ამ კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესი.

8.( ამოღებულია - 17.03.2006, №2793 ) .

9.ამ მუხლის მე-6, 6 1 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესებით, აგრეთვე დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისას სკოლის სამეურვეო საბჭოს/სამინისტროს მიერ დირექტორისთვის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში უფლებამოსილებაშეწყვეტილ პირს 3 წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, დაიკავოს საჯარო სკოლის დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დირექტორის მოადგილის თანამდებობა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა თანამდებობა საჯარო სკოლის დირექციაში. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65 საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85 საქართველოს 2011 წლის 2 2 თებერვლის კანონი №4204 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2014 წლის 28 ნოემბრის კანონი №2822 - ვებგვერდი, 15.12.2014წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1227 - ვებგვერდი, 28.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3025 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5777 – ვებგვერდი, 23.03.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 22

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-761-720-20152015-12-1522სამოქალაქო
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    როგორ უნდა შეფასდეს შიდა აუდიტის დასკვნა და სასამართლოში დაკითხული მოწმეების ჩვენებები სამსახურიდან გათავისუფლების დავაში?

    დასაქმებული ითხოვდა გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ გათავისუფლების საფუძვლად მითითებული გარემოებები სათანადო მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, ხოლო უკანონოდ მოპოვებულ ფარულ ჩანაწერს იურიდიული ძალა არ ჰქონდა. სასამართლომ ახალი გადაწყვეტილებით ბათილად ცნო გათავისუფლების ბრძანება, მაგრამ თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. იძულებითი განაცდურის მოთხოვნა სასამართლომ ხელახლა განსახილველად დააბრუნა, რადგან მისი ოდენობის დასადგენად დამატებითი გამოკვლევა იყო საჭირო.

  • №ას-200-187-20142015-05-1834სამოქალაქო
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რომელი სამართალწარმოების წესით მოწმდება მინისტრის მიერ საჯარო სკოლის დირექტორის გათავისუფლების შესახებ გამოცემული ბრძანების კანონიერება?

    საჯარო სკოლის დირექტორი ითხოვდა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ მინისტრის ბრძანების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას; სააპელაციო განხილვისას მან სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნა შეამცირა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მინისტრის მიერ საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ბრძანების კანონიერება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა შემოწმებულიყო. სასამართლომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სააპელაციო გადაწყვეტილება გააუქმა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას დაუბრუნა, რათა მას ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისთვის გადაცემის საკითხი გადაწყვიტოს.

  • №ბს-203-203(გ-18)2018-11-1518ადმინისტრაციული
    კრებულიგანსჯადობა / პროცესუალური (T3)

    საჯარო სკოლის დირექტორთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

    დავა ეხება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საჯარო სკოლის დირექტორთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას, თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა, რის შემდეგაც სააპელაციო სასამართლოს პალატებს შორის წარმოიშვა დავა განსჯადობის შესახებ. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ზოგადი განათლების შესახებ კანონი სკოლის დირექტორსა და სამინისტროს შორის შრომითი დავის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვას პირდაპირ ადგენს. საქმე განსჯადობით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას დაექვემდებარა.

  • №ბს-204-204(გ-18)2018-10-1818ადმინისტრაციული
    კრებულიგანსჯადობა / პროცესუალური (T3)

    საჯარო სკოლის დირექტორის გათავისუფლების ბრძანების ბათილობა, თანამდებობაზე აღდგენა, განაცდური ხელფასი და დავის განსჯადობა

    დავა შეეხებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ საჯარო სკოლის დირექტორის გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენასა და განაცდური ხელფასის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო სკოლის დირექტორსა და სამინისტროს შორის შრომითი დავის სამოქალაქო წესით განხილვას კანონი პირდაპირ ადგენს და სადავო აქტში ზოგადი განათლების შესახებ კანონის მითითება ამ განსჯადობას ვერ ცვლის. სასამართლომ ეს მოთხოვნები განსჯადობით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას დაუქვემდებარა. სკოლის გაფრთხილების შესახებ სხვა ბრძანების ბათილობის მოთხოვნაზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მანამდე იყო მიღებული და ეს მოთხოვნა უზენაესი სასამართლოს განსჯადობის გადაწყვეტილების საგანი არ ყოფილა.

  • №ბს-1217-1184(გ-10)2010-11-0916ადმინისტრაციული
    კრებულიგანსჯადობა / პროცესუალური (T3)

    საჯარო სკოლისა და სამინისტროს აქტების ბათილობა, სამუშაოზე მიღება და ანაზღაურება; სამინისტროს აქტების ნაწილში სასამართლოთა შორის განსჯადობის დავა

    დავა ეხებოდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საჯარო სკოლის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში გამოცემული ბრძანებისა და შიდა აუდიტის დასკვნის გასაჩივრებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული განსჯადობისთვის მნიშვნელოვანია როგორც დავის საგანი, ისე ადმინისტრაციული სამართლით მოწესრიგებული ურთიერთობიდან მისი წარმოშობა. სკოლის შრომითი დავების სამოქალაქო წესით განხილვის წესი არ გავრცელდა სამინისტროს სახელმწიფო კონტროლის აქტებზე. სასამართლომ ბრძანებისა და დასკვნის ბათილობის მოთხოვნები განსჯადობით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას დაუქვემდებარა.

  • №ას-568-20232025-03-2525სამოქალაქო
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ვის ეკისრება დასაქმებულის გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის მტკიცება?

    საჯარო სკოლის დირექტორი ითხოვდა მისი გათავისუფლების შესახებ წარდგინებისა და ბრძანების ბათილად ცნობას, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ დირექტორის მიერ ზედამხედველობის ვალდებულების დარღვევა დადგენილი იყო, მაგრამ დამსაქმებელმა გათავისუფლების აუცილებლობა და პროპორციულობა ვერ დაამტკიცა. სასამართლომ სსსკ 411-ის საფუძველზე მიიღო ახალი გადაწყვეტილება და სადავო წარდგინება და ბრძანება ბათილად ცნო. დანარჩენ ნაწილში სააპელაციო გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა; დირექტორის თანამდებობაზე ოთხი თვითა და სამი დღით აღდგენის გადაწყვეტილება უკვე შესული იყო კანონიერ ძალაში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №88 · ძალაშია 18 მარ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
627119¹10⁵3542295713275 (და…293349
მითითებამნიშვნელობით ახლოსზოგადი განათლების შესა…პროფესიული განათლების …საჯარო სამართლის იურიდ…მეცნიერების, ტექნოლოგი…შემოსავლების სამსახური…ტრანსპორტის სფეროს მარ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №118 · ბოლოს შემოწმდა