1.ნაგავსაყრელზე ადგილზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგებიდან ან უახლოესი მეტეოროლოგიური სადგურიდან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, როდესაც წყლის ბალანსი წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას ნაგავსაყრელის გამონაჟონის მოცულობების დასადგენად, საჭირო გაზომვების სიხშირე განისაზღვრება ამ მუხლის შესაბამისად: ა) ნალექების რაოდენობა – ოპერირებისა და დახურვის შემდგომ მოვლის ეტაპზე – ყოველდღიურად; ბ) ტემპერატურა (მინიმალური, მაქსიმალური) – ოპერირებისა და დახურვის შემდგომ მოვლის ეტაპზე – ყოველდღიურად; გ) ქარის მიმართულება და სიჩქარე – ოპერირების ეტაპზე – ყოველდღიურად, დახურვის შემდგომ მოვლის ეტაპზე – არ არის სავალდებულო; დ) ტენიანობა – ოპერირებისა და დახურვის შემდგომ მოვლის ეტაპზე – ყოველდღიურად.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად შეგროვებული ინფორმაცია მოთხოვნის შემთხვევაში უნდა მიეწოდოს სამინისტროს.

