Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 86

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 86. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის საქმიანობის გამჭვირვალობა

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი აქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას მის მიერ შეთავაზებული მომსახურებისა და შესაბამისი პირობების შესახებ ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტზე ეფექტიანი დაშვებისთვის საჭირო ტექნიკურ ინფორმაციასთან ერთად.

2.ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი მომსახურების გაწევის მიზნით რეგულარულად და მომხმარებლისთვის მარტივად ხელმისაწვდომი და სტანდარტული ფორმით აქვეყნებს და მუდმივად აახლებს ინფორმაციას ბუნებრივი გაზის საცავის სახელშეკრულებო სიმძლავრისა და ხელმისაწვდომი სიმძლავრის მოცულობების შესახებ.

3.ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას აქვეყნებს გასაგები, რაოდენობრივად აღქმადი, მარტივად ხელმისაწვდომი და არადისკრიმინაციული გზით.

4.ბუნებრივი გაზის საცავის თითოეული ობიექტისთვის (მათ შორის, იმ ობიექტისთვის, რომელზედაც არ ვრცელდება მესამე პირის დაშვების ვალდებულება), ხოლო სისტემით მოსარგებლეებისთვის დაშვების შესაბამისი მეთოდის შეთავაზების შემთხვევაში – აგრეთვე ობიექტთა ჯგუფისთვის, ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი აქვეყნებს ინფორმაციას ამ ობიექტებში არსებული გაზის მოცულობის, შემომავალი და გამავალი ნაკადებისა და ხელმისაწვდომი სიმძლავრის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია ასევე უნდა მიეწოდოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორს, რომელიც აქვეყნებს მას აგრეგირებული სახით. ინფორმაცია ახლდება დღეში ერთხელ მაინც.

5.თუ ბუნებრივი გაზის საცავის მოწყობილობით სარგებლობს მხოლოდ ერთი პირი, იგი უფლებამოსილია მიმართოს კომისიას ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის დასაბუთებული მოთხოვნით. სისტემით მოსარგებლის მოთხოვნის განხილვისას კომისია მხედველობაში იღებს დაბალანსების საჭიროებას, ერთი მხრივ, ბუნებრივი გაზის შიდა, კონკურენტული ბაზრის შექმნის მიზანსა და, მეორე მხრივ, კომერციული საიდუმლოს კანონისმიერი დაცვის ინტერესს შორის, თუ შესაბამისი კომერციული საიდუმლოს გამჟღავნებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სისტემით მოსარგებლის საერთო კომერციულ სტრატეგიაზე. თუ კომისია მიიჩნევს, რომ სისტემით მოსარგებლის მოთხოვნა საფუძვლიანია, დასაშვებია ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის გათავისუფლება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებისგან 1 წლამდე ვადით.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტის გამოყენებით არ უნდა შეიზღუდოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის ინფორმაციის შეტყობინებისა და მის მიერ ინფორმაციის გამოქვეყნების ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ვალდებულებები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აგრეგირებული მონაცემები ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის იმ მონაცემების იდენტურია, რომლებთან დაკავშირებითაც კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება გამოქვეყნების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ.

7.ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი გამჭვირვალე, ობიექტური და არადისკრიმინაციული ტარიფების დადგენისა და ინფრასტრუქტურის ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით აქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტზე მესამე პირის რეგულირებული დაშვების პირობებში მოქმედი ტარიფების დადგენის, შესაბამისი მეთოდოლოგიისა და სტრუქტურის შესახებ. თავი XXI. ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტის ოპერირება და მართვა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი აქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას მის მიერ შეთავაზებული მომსახურებისა და შესაბამისი პირობების შესახებ ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტზე ეფექტიანი დაშვებისთვის საჭირო ტექნიკურ ინფორმაციასთან ერთად. 2. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი მომსახურების გაწევის მიზნით რეგულარულად და მომხმარებლისთვის მარტივად ხელმისაწვდომი და სტანდარტული ფორმით აქვეყნებს და მუდმივად აახლებს ინფორმაციას ბუნებრივი გაზის საცავის სახელშეკრულებო სიმძლავრისა და ხელმისაწვდომი სიმძლავრის მოცულობების შესახებ. 3. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას აქვეყნებს გასაგები, რაოდენობრივად აღქმადი, მარტივად ხელმისაწვდომი და არადისკრიმინაციული გზით. 4. ბუნებრივი გაზის საცავის თითოეული ობიექტისთვის (მათ შორის, იმ ობიექტისთვის, რომელზედაც არ ვრცელდება მესამე პირის დაშვების ვალდებულება), ხოლო სისტემით მოსარგებლეებისთვის დაშვების შესაბამისი მეთოდის შეთავაზების შემთხვევაში – აგრეთვე ობიექტთა ჯგუფისთვის, ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი აქვეყნებს ინფორმაციას ამ ობიექტებში არსებული გაზის მოცულობის, შემომავალი და გამავალი ნაკადებისა და ხელმისაწვდომი სიმძლავრის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია ასევე უნდა მიეწოდოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორს, რომელიც აქვეყნებს მას აგრეგირებული სახით. ინფორმაცია ახლდება დღეში ერთხელ მაინც. 5. თუ ბუნებრივი გაზის საცავის მოწყობილობით სარგებლობს მხოლოდ ერთი პირი, იგი უფლებამოსილია მიმართოს კომისიას ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის დასაბუთებული მოთხოვნით. სისტემით მოსარგებლის მოთხოვნის განხილვისას კომისია მხედველობაში იღებს დაბალანსების საჭიროებას, ერთი მხრივ, ბუნებრივი გაზის შიდა, კონკურენტული ბაზრის შექმნის მიზანსა და, მეორე მხრივ, კომერციული საიდუმლოს კანონისმიერი დაცვის ინტერესს შორის, თუ შესაბამისი კომერციული საიდუმლოს გამჟღავნებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სისტემით მოსარგებლის საერთო კომერციულ სტრატეგიაზე. თუ კომისია მიიჩნევს, რომ სისტემით მოსარგებლის მოთხოვნა საფუძვლიანია, დასაშვებია ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის გათავისუფლება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებისგან 1 წლამდე ვადით. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის გამოყენებით არ უნდა შეიზღუდოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის ინფორმაციის შეტყობინებისა და მის მიერ ინფორმაციის გამოქვეყნების ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ვალდებულებები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აგრეგირებული მონაცემები ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის იმ მონაცემების იდენტურია, რომლებთან დაკავშირებითაც კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება გამოქვეყნების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ. 7. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი გამჭვირვალე, ობიექტური და არადისკრიმინაციული ტარიფების დადგენისა და ინფრასტრუქტურის ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით აქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტზე მესამე პირის რეგულირებული დაშვების პირობებში მოქმედი ტარიფების დადგენის, შესაბამისი მეთოდოლოგიისა და სტრუქტურის შესახებ. თავი XXI. ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტის ოპერირება და მართვა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 85შემდეგი მუხლი 87

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №15

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 85

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 85ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის ფუნქციები
  • 88ბუნებრივი გაზის საცავის მოწყობილობაზე მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებული მომსახურება
  • 93გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის საქმიანობის გამჭვირვალობა

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 33ღია (საჯარო) ინფორმაცია
  • 28გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის განაწილება ან გატარება
  • 35ინფორმაციის გამოცხადება და მიმწოდებლის ვალდებულებები

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25¹²სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვება
  • 24ინვესტორის უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა
  • 8⁸ანგარიშვალდებულება და სანქციები

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 31ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 16ღია (საჯარო) ინფორმაცია

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 35 (დანართი 1)ნაგავსაყრელის ოპერატორის ვალდებულებები ოპერირებისა და ტექნიკური მომსახურების კუთხით

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25¹²248⁸311633283535 (დ…85889386
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ნავთობისა და გაზის შეს…ელექტრონული კომუნიკაცი…სასმელი წყლის მიწოდები…ნაგავსაყრელის მოწყობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026