წყლის შესახებ

მუხლი 57. წყლის სასაქონლო პროდუქციისათვის კატეგორიების მინიჭება

რედაქცია №27კონსოლიდირებული · 30 ივნ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.წარმოებული (ჩამოსხმული) წყლისათვის ნატურალური მინერალური წყლის კატეგორიის მინიჭებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნების დაცვა: ა) საბადოს ეკოლოგიური დაცულობა; ბ) საბადოში წყლის ქიმიური შედგენილობის, ტემპერატურისა და დებიტის სტაბილურობა; გ) წყლის წარმოება (ჩამოსხმა) ხდებოდეს ერთი საბადოდან; დ) წყლის საბადოს მარაგი დამტკიცებული იყოს „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად; ე) წყლის საბადოსა და წყლის ჩამომსხმელ საწარმოს შორის წყლის ტრანსპორტირება ხდებოდეს მხოლოდ მათი დამაკავშირებელი მილსადენის საშუალებით; ვ) წყლის დამუშავების დროს ისეთი ტექნოლოგიის გამოყენება, რომელიც არ გამოიწვევს მისი ბუნებრივი მიკრობიოლოგიური და ქიმიური შედგენილობის ცვლილებას; ზ) წყლის ხარისხის შესაბამისობა ბუნებრივი მინერალური წყლების სახელმწიფო სტანდარტით დადგენილ ნორმებთან.

2.ნატურალური მინერალური წყლის კატეგორიის მისანიჭებლად წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს: ა) საბადოს ჰიდროგეოლოგიურ აღწერას; ბ) წყლის მიკრობიოლოგიური, ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლების აღწერას და მათ შესაბამისობას ნატურალური მინერალური წყლების სახელმწიფო სტანდარტით დადგენილ ნორმებთან; გ) წყლის კლინიკური და ფარმაკოლოგიური მახასიათებლების აღწერას (საჭიროების შემთხვევაში); დ) საბადოს ეკოლოგიური დაცულობის აღწერას; ე) საბადოში წყლის ქიმიური და მიკრობიოლოგიური შედგენილობის, ტემპერატურის და დებიტის სტაბილურობის დამადასტურებელ ორი წლის ინფორმაციას მაინც; ვ) საწარმოში წყლის მიწოდებისა და წყლის დამუშავების ტექნოლოგიის აღწერას; ზ) საბადოს გეოგრაფიულ მდებარეობას და მის სრულ დასახელებას; თ) წყლის საბადოს მარაგის დამტკიცების ოქმს.

3.სამკურნალო მინერალური წყლის კატეგორიის მინიჭების წესი და პროცედურა განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ხოლო მისი წარმოების, გამოყენების და მისით ვაჭრობის წესები – ამ კანონითა და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით.

4.წარმოებული (ჩამოსხმული) წყლისათვის წყაროს წყლის კატეგორიის მინიჭებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა, გარდა „ბ" და „დ" ქვეპუნქტებით განსაზღვრულისა.

5.ყაროს წყლის კატეგორიის მისანიჭებლად წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრულ ინფორმაციას, გარდა „ე" და „თ" ქვეპუნქტებით განსაზღვრულისა.

6.წარმოებული(ჩამოსხმული) სუფრის წყალი უნდა აკმაყოფილებდეს სასმელი წყლის სახელმწიფო სტანდარტით დადგენილ ნორმებს. ამ კატეგორიის მისანიჭებლად წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს: ა) წყლის ობიექტის კომპლექსურ დახასიათებას და მის სრულ დასახელებას; ბ) წყლის მიკრობიოლოგიური, ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლების აღწერას და მათ შესაბამისობას სასმელი წყლის სახელმწიფო სტანდარტით დადგენილ ნორმებთან; გ) საწარმოში წყლის მიწოდებისა და დამუშავების ტექნოლოგიის აღწერას.

7.საწარმოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე წყლის სასაქონლო პროდუქციას კატეგორიას ანიჭებს, რეგისტრაციაში ატარებს და მინიჭებული კატეგორიის დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს სამინისტრო.

8.გადაწყვეტილება წყლის სასაქონლო პროდუქციისათვის წყლის კატეგორიის მინიჭების შესახებ მიიღება განაცხადის მიღებიდან არა უმეტეს 3 თვის განმავლობაში.

9.აკრძალულია ერთი კატეგორიის წარმოებული (ჩამოსხმული) წყლის სახელწოდების გამოყენება სხვა კატეგორიის წყლისათვის.

10.(ამოღებულია). საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2569-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.452 საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1688 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3093 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №21 · ძალაშია 11 ივლ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-3 პუნქტში დებულების დამამტკიცებელი სამინისტროს სახელწოდებას დაემატა „ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა“, ხოლო წესების ჩამონათვალი ახლა იკითხება: წარმოების, გამოყენების და მისით ვაჭრობის წესები.

  2. 57-ე მუხლის მე-7 პუნქტში ამ უფლებამოსილების სუბიექტად ახლა დასახელებულია „სამინისტრო“ და არა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

  3. მე-7 პუნქტში კატეგორიის მინიჭება, რეგისტრაცია და დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევალება საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს ნაცვლად. მე-10 პუნქტი, რომელიც ამ პროცედურის დებულებით განსაზღვრას ითვალისწინებდა, ამოღებულია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4245721139 (დ…32 (დ…672330132657
მნიშვნელობით ახლოსწყლის რესურსების მართვ…წიაღის შესახებსასმელი წყლის მიწოდები…წყალმომხმარებელთა ორგა…ნაგავსაყრელის მოწყობის…განსაკუთრებული მნიშვნე…