Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაწყლის რესურსების მართვის შესახებმუხლი 32

წყლის რესურსების მართვის შესახებ

მუხლი 32. წყლის რესურსების სახელმწიფო მონიტორინგის სისტემა

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026
თემები:წყლის რესურსებიდაბინძურების კონტროლი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.წყლის რესურსების სახელმწიფო მონიტორინგის სისტემა წარმოადგენს ზედაპირული წყლის და მიწისქვეშა წყლის ობიექტების ჰიდროლოგიურ, ჰიდრომორფოლოგიურ, ჰიდროგეოლოგიურ, ქიმიურ, ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, წყლის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მახასიათებლებზე რეგულარული დაკვირვებისა და მონაცემთა ანალიზის ერთიან სისტემას, რომლის მიზანია წყლის ობიექტების მდგომარეობის, მისი გარემოსთან (ბუნებრივ და ანთროპოგენურ) ურთიერთქმედების, მდინარის აუზში მიმდინარე ბუნებრივი და ანთროპოგენური პროცესების, საშიში და კატასტროფული მოვლენების თაობაზე ინფორმაციის მიღება, რისკ-ფაქტორების ანალიზი, შეფასება და პროგნოზირება.

2.წყლის რესურსების სახელმწიფო მონიტორინგის სისტემა მოიცავს მონიტორინგის ერთიან ეროვნულ ქსელს, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ჰიდროლოგიური, ჰიდროქიმიური, ჰიდრობიოლოგიური, ჰიდრომორფოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგის პროგრამები.

3.წყლის სახელმწიფო მონიტორინგს ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომ − გარემოს ეროვნული სააგენტო), რომელიც დაინტერესებული მხარეების მოთხოვნით, უზრუნველყოფს მათთვის დაკვირვების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონაცემების მიწოდებას. გარემოს ეროვნული სააგენტო რეგულარულად ავრცელებს ჰიდროლოგიურ პროგნოზებსა და გაფრთხილებებს მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების თაობაზე; ასევე საზოგადოებას, დაინტერესებულ მხარეებს, რეგულარულად აწვდის ინფორმაციას წყლის ობიექტების დაბინძურების ხარისხის შესახებ.

4.წყლის სახელმწიფო მონიტორინგის გეგმას ყოველწლიურად შეიმუშავებს გარემოს ეროვნული სააგენტო და ამტკიცებს მინისტრი.

5.წყლის რესურსების მონიტორინგის დაგეგმვისა და განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. წყლის რესურსების სახელმწიფო მონიტორინგის სისტემა წარმოადგენს ზედაპირული წყლის და მიწისქვეშა წყლის ობიექტების ჰიდროლოგიურ, ჰიდრომორფოლოგიურ, ჰიდროგეოლოგიურ, ქიმიურ, ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, წყლის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მახასიათებლებზე რეგულარული დაკვირვებისა და მონაცემთა ანალიზის ერთიან სისტემას, რომლის მიზანია წყლის ობიექტების მდგომარეობის, მისი გარემოსთან (ბუნებრივ და ანთროპოგენურ) ურთიერთქმედების, მდინარის აუზში მიმდინარე ბუნებრივი და ანთროპოგენური პროცესების, საშიში და კატასტროფული მოვლენების თაობაზე ინფორმაციის მიღება, რისკ-ფაქტორების ანალიზი, შეფასება და პროგნოზირება. 2. წყლის რესურსების სახელმწიფო მონიტორინგის სისტემა მოიცავს მონიტორინგის ერთიან ეროვნულ ქსელს, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ჰიდროლოგიური, ჰიდროქიმიური, ჰიდრობიოლოგიური, ჰიდრომორფოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგის პროგრამები. 3. წყლის სახელმწიფო მონიტორინგს ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომ − გარემოს ეროვნული სააგენტო), რომელიც დაინტერესებული მხარეების მოთხოვნით, უზრუნველყოფს მათთვის დაკვირვების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონაცემების მიწოდებას. გარემოს ეროვნული სააგენტო რეგულარულად ავრცელებს ჰიდროლოგიურ პროგნოზებსა და გაფრთხილებებს მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების თაობაზე; ასევე საზოგადოებას, დაინტერესებულ მხარეებს, რეგულარულად აწვდის ინფორმაციას წყლის ობიექტების დაბინძურების ხარისხის შესახებ. 4. წყლის სახელმწიფო მონიტორინგის გეგმას ყოველწლიურად შეიმუშავებს გარემოს ეროვნული სააგენტო და ამტკიცებს მინისტრი. 5. წყლის რესურსების მონიტორინგის დაგეგმვისა და განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 20 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 31შემდეგი მუხლი 33

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • წყლის უფლებებისერვისის გვერდი
  • წყლის ხარისხის სტანდარტებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №5

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 31წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების სფეროში კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანოები და კონტროლის ფარგლები
  • 4ტერმინთა განმარტება
  • 6წყლის რესურსების დაცვისა და წყლის რესურსებით სარგებლობის სფეროში კომპეტენტური ორგანოები

წყლის შესახებ

  • 80წყლის სახელმწიფო მონიტორინგი (მდგომარეობაზე დაკვირების და ანალიზის სისტემა)
  • 76წყლის და მისი გამოყენების აღრიცხვის სახელმწიფო სისტემა
  • 85წყლის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 39 (დანართი 1)მიწისქვეშა წყლების დაცვა და ნაგავსაყრელის სტრუქტურა

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

  • 34საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების კომპეტენცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში
  • 23საზოგადოების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო წყლის უზრუნველყოფა

გარემოს დაცვის შესახებ

  • 57სახელმწიფო კონტროლი
  • 27გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების სისტემა
  • 13სამინისტროს კომპეტენცია გარემოს დაცვის სფეროში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
342357271380768539 (დ…314632
მნიშვნელობით ახლოსწყლის შესახებნაგავსაყრელის მოწყობის…წყლის რესურსების მართვ…საზოგადოებრივი ჯანმრთე…გარემოს დაცვის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026