Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზემუხლი 33 (დანართი 1)

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 33 (დანართი 1). ნარჩენების შემოწმება

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 6 აგვ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შესაბამისი კატეგორიის ნაგავსაყრელზე მისაღები ნარჩენების სახეობების განსაზღვრის მიზნით, ნარჩენების შემოწმება ხორციელდება სამ ეტაპად: ძირითადი მახასიათებლების დადგენა, შესაბამისობის შემოწმება და ადგილზე შემოწმება.

2.ძირითადი მახასიათებლების დადგენა: ა) ნარჩენების მფლობელი ნაგავსაყრელის ოპერატორს განსახილველად და მისაღებად წარუდგენს ნარჩენების ძირითადი მახასიათებლების ანალიზს; ბ) ძირითადი მახასიათებლების დადგენა ხდება ანალიზის საერთაშორისოდ მიღებული მეთოდოლოგიით და პროცედურებით, რომლებიც განსაზღვრავენ ნაგავსაყრელის პირობებში მოკლე და ხანგრძლივ პერიოდში საკვლევი ნარჩენების თვისებებს, გამონაჟონის ან/და ნარჩენების შემადგენლობას და მახასიათებლებს; გ) იმისათვის, რომ ნარჩენი ჩაითვალოს მისაღებად, ძირითადი მახასიათებლებით იგი უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართით განსაზღვრულ ნარჩენების მიღების შესაბამის კრიტერიუმებსა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებს.

3.შესაბამისობის შემოწმება მოიცავს გამარტივებული პროცედურებით ნარჩენების პერიოდულ შემოწმებებს ძირითად მახასიათებლებთან მათი თავსებადობის დასადგენად. ნაგავსაყრელის ოპერატორი სულ მცირე წელიწადში ერთხელ ატარებს შესაბამისობის შემოწმებას.

4.ადგილზე შემოწმება მოიცავს ნაგავსაყრელზე მისაღები ნარჩენების თითოეული ნაკადის ვიზუალურ შემოწმებას, იმის დასადასტურებლად რომ მიღებული ნარჩენები სწორედ ის ნარჩენებია, რომლებმაც გაიარეს ძირითადი მახასიათებლების დადგენისა და შესაბამისობის შემოწმების პროცედურა. პერსონალი, რომელიც ატარებს შემოწმებას, უნდა ერკვეოდეს ნარჩენების თითოეული ნაკადის იმ ხილულ ფიზიკურ მახასიათებლებში, რომლებიც ადგილზე უნდა გამოვლინდეს ნარჩენების მიღების ეტაპზე.

5.შემოწმების შედეგები და ანგარიშები ინახება ნაგავსაყრელის ოპერატორთან სულ მცირე 3 წლის განმავლობაში და წარედგინება სამინისტროს მოთხოვნის შემთხვევაში. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №324 - ვებგვერდი, 07.08.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 1 აგვ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 32 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 34 (დანართი 1)

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ნარჩენების მართვის ლიცენზირებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 6 აგვ. 2025 · №4

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 34 (დანართი 1)ნარჩენების მიღების პროცედურა
  • 31 (დანართი 1)ნარჩენების მიღება
  • 32 (დანართი 1)ნარჩენების მიღების კრიტერიუმები

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 7ნარჩენების
  • 21ნაგავსაყრელის კატეგორიები
  • 12ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმა

„მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 3 (დანართი 1)ტერმინთა განმარტება
  • 21 (დანართი 1)მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სისტემის მონიტორინგი და მართვა
  • 19 (დანართი 1)ტრანსპორტირება და გადამტვირ თავ ი სადგურები

ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ

  • 5 (დანართი 1)ნარჩენების შეგროვების  ან/და ტრანსპორტირების რეგისტრაცია

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 25ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის  პირობების შესრულების კონტროლი

კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ

  • 1ზოგადი დებულებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
72112134 (დ…31 (დ…32 (დ…5 (და…3 (და…21 (დ…19 (დ…2533 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსნაგავსაყრელის მოწყობის…ნარჩენების მართვის კოდ…მუნიციპალური ნარჩენები…ნარჩენების შეგროვების,…სამრეწველო ემისიების შ…კომპანიის ნარჩენების მ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 6 აგვ. 2025 · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026