Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამრეწველო ემისიების შესახებმუხლი 25

სამრეწველო ემისიების შესახებ

მუხლი 25. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის  პირობების შესრულების კონტროლი

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:კლიმატის პოლიტიკაგარემოზე ზემოქმედების შეფასებაESG შესაბამისობამიმდინარე შესაბამისობადაბინძურების კონტროლიკორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და მდგრადობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს დეპარტამენტი.

2.დეპარტამენტი შეიმუშავებს გარემოსდაცვითი შემოწმების ეროვნული სტრატეგიის პროექტს, რომელიც მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული სტრატეგია პერიოდულ გადახედვასა და განახლებას ექვემდებარება.

3.გარემოსდაცვითი შემოწმების ეროვნული სტრატეგია უნდა მოიცავდეს: ა) მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხების ზოგად შეფასებას; ბ) შესამოწმებელი საქმიანობების ჩამონათვალს; გ) გეგმური გარემოსდაცვითი შემოწმების პროგრამების შედგენის პროცედურებს; დ)  კონტროლის განმახორციელებელ სხვადასხვა ორგანოებს შორის თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციას (საჭიროების შემთხვევაში).

4.დეპარტამენტი გარემოსდაცვითი შემოწმების ეროვნული სტრატეგიის საფუძველზე, ყოველი კალენდარული წლის ბოლოს, შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ყოველწლიური გარემოსდაცვითი შემოწმების პროგრამას.

5.ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების შესრულების შემოწმების პერიოდულობა დაფუძნებული უნდა იყოს გარემოსდაცვითი რისკების შეფასებაზე და  ყველაზე მაღალი რისკის მქონე საქმიანობისთვის არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს, ხოლო ყველაზე დაბალი რისკის მქონე საქმიანობისთვის − 3 წელს.

6.ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების შესრულების შემოწმებისას აღნიშნული ნებართვის პირობებთან მნიშვნელოვანი შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში ამ შემოწმებიდან 6 თვის ვადაში განმეორებითი ინსპექტირება უნდა განხორციელდეს.

7.გარემოსდაცვითი რისკების შეფასება ეფუძნება სულ მცირე შემდეგ კრიტერიუმებს: ა) შესაბამისი საქმიანობის პოტენციურ და ფაქტობრივ ზემოქმედებას ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე, ემისიის დონისა და სახეობის, ადგილობრივი გარემოს თავისებურებისა და ავარიის რისკის გათვალისწინებით; ბ) ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობებთან შესაბამისობის ისტორიას.

8.გარემოსდაცვითი რისკების შეფასების მეთოდოლოგიას ამტკიცებს მინისტრი.

9.არაგეგმური ინსპექტირება ხორციელდება: ა) დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე, მათ შორის, სახელმწიფო უწყებების, მუნიციპალიტეტების, ორგანიზაციების, მოქალაქეების მიერ  მომართვების/საჩივრების (მათ შორის, სატელეფონო ცხელ ხაზზე შემოსული ინფორმაციის), შეტყობინებებისა  და სხვა წყაროდან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე; ბ)  ავარიული სიტუაციის შემთხვევაში, მათ შორის, ავარიული ემისიის წარმოშობის საფუძველზე; გ) ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების დარღვევის აღმოსაფხვრელად და კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისთვის დადგენილი პირობების შესრულების გადამოწმების მიზნით; დ) ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემამდე, მის ხელმეორედ განხილვამდე ან განახლებამდე, ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით (საჭიროების შემთხვევაში).

10.ინსპექტირების შემდეგ დეპარტამენტი ადგენს ინსპექტირების ანგარიშს, რომელშიც აისახება მოპოვებული ინფორმაცია ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობებთან შესაბამისობის თაობაზე, აგრეთვე  აღნიშნული ნებართვის პირობებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია.

11.საქმიანობის განმახორციელებელს ინსპექტირების ანგარიში  ინსპექტირების დასრულებიდან არაუგვიანეს 4 თვის ვადაში წარედგინება.

12.დეპარტამენტი უზრუნველყოფს ინსპექტირების შედეგების საჯარო ხელმისაწვდომობას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 24შემდეგი მუხლი 26

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ESG რისკის კონსულტირება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ESG შესაბამისობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გარემოსდაცვითი ნებართვებისერვისის გვერდი
  • დაბინძურების კონტროლის ნებართვებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2026 · №4

  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 24ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების შესრულების მონიტორინგი
  • 11ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემა
  • 26ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების დარღვევა

გარემოს დაცვის შესახებ

  • 35¹ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა
  • 20გარემოსდაცვითი აუდიტი

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 24ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობები, რომლებიც გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას/ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას ექვემდებარება

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 43კონტროლისა და ინსპექტირების ზოგადი წესები

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ

  • 10 (დანართი 1)კონტროლის განხორციელების მეთოდიკა და წესები

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 9 (დანართი 1)გეგმური და არაგეგმური შემოწმება
  • 5 (დანართი 1)სახელმწიფო კონტროლის მოქმედების სფერო, სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას თანამშრომლობა სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან

ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ

  • 5⁴სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი და ნებართვის გაუქმების წესი

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 44გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5⁴35¹2010 (დ…249 (და…5 (და…442411264325
მნიშვნელობით ახლოსსამრეწველო ემისიების შ…გარემოს დაცვის შესახებნარჩენების მართვის კოდ…ადამიანის ორგანოთა გად…სამხედრო და ორმაგი დან…საქართველოს გარემოს და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026 · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026