Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 92

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 92. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის ფუნქციები

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტების ეკონომიკური პირობების შესაბამისად ოპერირებას, მოვლა-პატრონობასა და განვითარებას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ღია ბაზრის დაცვა და მომსახურებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისთვის საჭირო საშუალებების ხელმისაწვდომობა გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინებით.

2.გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი ამ კანონის, გათხევადებული ბუნებრივი გაზის წესების, სალიცენზიო პირობებისა და ამ კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური წესების შესაბამისად ახორციელებს გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტებთან დაკავშირებულ საიმედო და ეფექტიან მომსახურებას, რაც შესაძლოა მოიცავდეს ბუნებრივი გაზის მიღებას, გათხევადებას, გადმოტვირთვას, გათხევადებული ბუნებრივი გაზის რეგაზიფიცირებას, აგრეთვე დაკავშირებული დამხმარე მომსახურებისა და რეგაზიფიცირების პროცესისთვის საჭირო გათხევადებული ბუნებრივი გაზის დროებით შენახვას.

3.გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი ვალდებულია: ა) არ დაუშვას სისტემით მოსარგებლეებს ან სისტემით მოსარგებლეთა სხვადასხვა კატეგორიას შორის დისკრიმინაცია, მათ შორის, დაკავშირებული საწარმოების სასარგებლოდ; ბ) მიაწოდოს ბუნებრივი გაზის სისტემის სხვა ოპერატორებს საკმარისი ინფორმაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ურთიერთდაკავშირებული სისტემების უსაფრთხო და ეფექტიანი ოპერირების შესაბამისად ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება და შენახვა; გ) მიაწოდოს სისტემით მოსარგებლეებს გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტებზე ეფექტიანი დაშვებისთვის საჭირო ინფორმაცია; დ) უზრუნველყოს ამ კანონის 93-ე მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის 5 წლის ვადით შენახვა და კომპეტენტური სახელმწიფო უწყებებისთვის, მათ შორის, კომისიისა და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთვის, აგრეთვე ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის ხელმისაწვდომობა; ე) მიიღოს გონივრული ზომები სიმძლავრესთან დაკავშირებული უფლებებით თავისუფლად ვაჭრობისა და ამგვარი ვაჭრობის გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით განხორციელების ხელშეწყობის მიზნით; ვ) შეიმუშაოს გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტით სარგებლობის ჰარმონიზებული ხელშეკრულება და პროცედურები პირველადი ბაზრისთვის, რათა ხელი შეუწყოს სიმძლავრით მეორეულ ვაჭრობასა და სისტემით მოსარგებლის მიერ სისტემის ოპერატორისთვის შეტყობინების შემთხვევაში სიმძლავრესთან დაკავშირებული, პირველად ბაზარზე მოპოვებული უფლებების გასხვისების აღიარებას. ამგვარი ჰარმონიზებული ხელშეკრულებისა და პროცედურების შემუშავების შესახებ უნდა ეცნობოს კომისიას. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3763 – ვებგვერდი, 11.12.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტების ეკონომიკური პირობების შესაბამისად ოპერირებას, მოვლა-პატრონობასა და განვითარებას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ღია ბაზრის დაცვა და მომსახურებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისთვის საჭირო საშუალებების ხელმისაწვდომობა გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინებით. 2. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი ამ კანონის, გათხევადებული ბუნებრივი გაზის წესების, სალიცენზიო პირობებისა და ამ კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური წესების შესაბამისად ახორციელებს გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტებთან დაკავშირებულ საიმედო და ეფექტიან მომსახურებას, რაც შესაძლოა მოიცავდეს ბუნებრივი გაზის მიღებას, გათხევადებას, გადმოტვირთვას, გათხევადებული ბუნებრივი გაზის რეგაზიფიცირებას, აგრეთვე დაკავშირებული დამხმარე მომსახურებისა და რეგაზიფიცირების პროცესისთვის საჭირო გათხევადებული ბუნებრივი გაზის დროებით შენახვას. 3. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი ვალდებულია: ა) არ დაუშვას სისტემით მოსარგებლეებს ან სისტემით მოსარგებლეთა სხვადასხვა კატეგორიას შორის დისკრიმინაცია, მათ შორის, დაკავშირებული საწარმოების სასარგებლოდ; ბ) მიაწოდოს ბუნებრივი გაზის სისტემის სხვა ოპერატორებს საკმარისი ინფორმაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ურთიერთდაკავშირებული სისტემების უსაფრთხო და ეფექტიანი ოპერირების შესაბამისად ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება და შენახვა; გ) მიაწოდოს სისტემით მოსარგებლეებს გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტებზე ეფექტიანი დაშვებისთვის საჭირო ინფორმაცია; დ) უზრუნველყოს ამ კანონის 93-ე მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის 5 წლის ვადით შენახვა და კომპეტენტური სახელმწიფო უწყებებისთვის, მათ შორის, კომისიისა და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთვის, აგრეთვე ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის ხელმისაწვდომობა; ე) მიიღოს გონივრული ზომები სიმძლავრესთან დაკავშირებული უფლებებით თავისუფლად ვაჭრობისა და ამგვარი ვაჭრობის გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით განხორციელების ხელშეწყობის მიზნით; ვ) შეიმუშაოს გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტით სარგებლობის ჰარმონიზებული ხელშეკრულება და პროცედურები პირველადი ბაზრისთვის, რათა ხელი შეუწყოს სიმძლავრით მეორეულ ვაჭრობასა და სისტემით მოსარგებლის მიერ სისტემის ოპერატორისთვის შეტყობინების შემთხვევაში სიმძლავრესთან დაკავშირებული, პირველად ბაზარზე მოპოვებული უფლებების გასხვისების აღიარებას. ამგვარი ჰარმონიზებული ხელშეკრულებისა და პროცედურების შემუშავების შესახებ უნდა ეცნობოს კომისიას. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3763 – ვებგვერდი, 11.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 1 იან. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 11 დეკ. 2023

    92-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: 5-წლიანი შენახვის გვერდით ხელმისაწვდომობა ახლა კომისიისა და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთვის, აგრეთვე სამდივნოსთვისაა გათვალისწინებული.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 91შემდეგი მუხლი 93

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №15

  • 1 ცვლილება · ბოლო 11 დეკ. 2023
  • 4 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 93მუხლი 97

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 93გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის საქმიანობის გამჭვირვალობა
  • 94გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობებზე მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებული მომსახურება
  • 95გათხევადებული ბუნებრივი გაზის წესები

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 26ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების დაუბრკოლებლად დაშვება
  • 28გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის განაწილება ან გატარება
  • 8მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებები და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის გაფართოება

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 35 (დანართი 1)ნაგავსაყრელის ოპერატორის ვალდებულებები ოპერირებისა და ტექნიკური მომსახურების კუთხით
  • 5 (დანართი 1)ნაგავსაყრელის ოპერატორის ზოგადი ვალდებულებები

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 24ინვესტორის უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა
  • 25¹⁰საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის უფლებები და მოვალეობები
  • 6ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 24 (დანართი 1)რეგულირების ობიექტის ზოგადი ვალდებულებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2425¹⁰62628824 (დ…35 (დ…5 (და…9397949592
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ნაგავსაყრელის მოწყობის…ნავთობისა და გაზის შეს…საქართველოს გარემოს და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა 24 ოქტ. 2026