1.ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტის ეკონომიკური პირობების შესაბამისად ოპერირებას, მოვლა-პატრონობასა და განვითარებას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ღია ბაზრის დაცვა და მომსახურებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისთვის საჭირო საშუალებების ხელმისაწვდომობა გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინებით.
2.ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი ახორციელებს ბუნებრივი გაზის შენახვასთან დაკავშირებულ საიმედო და ეფექტიან მომსახურებას ამ კანონის, ბუნებრივი გაზის საცავის წესების, სალიცენზიო პირობებისა და ამ კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური წესების შესაბამისად.
3.ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი ვალდებულია:
ა) არ დაუშვას სისტემით მოსარგებლეებს ან სისტემით მოსარგებლეთა სხვადასხვა კატეგორიას შორის დისკრიმინაცია, მათ შორის, დაკავშირებული საწარმოს სასარგებლოდ;
ბ) მიაწოდოს ბუნებრივი გაზის სისტემის სხვა ოპერატორებს საკმარისი ინფორმაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ურთიერთდაკავშირებული სისტემების უსაფრთხო და ეფექტიანი ოპერირების შესაბამისად ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება და შენახვა;
გ) მიაწოდოს სისტემით მოსარგებლეებს ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტზე ეფექტიანი დაშვებისთვის საჭირო ინფორმაცია;
დ) უზრუნველყოს ამ კანონის 86-ე მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის 5 წლის ვადით შენახვა და კომპეტენტური სახელმწიფო უწყებებისთვის, მათ შორის, კომისიისა და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთვის, აგრეთვე ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის ხელმისაწვდომობა;
ე) მიიღოს გონივრული ზომები სიმძლავრესთან დაკავშირებული უფლებებით თავისუფლად ვაჭრობისა და ამგვარი ვაჭრობის გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით განხორციელების ხელშეწყობის მიზნით;
ვ) შეიმუშაოს ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტებით სარგებლობის ჰარმონიზებული ხელშეკრულებები და პროცედურები პირველადი ბაზრისთვის, რათა ხელი შეუწყოს სიმძლავრით მეორეულ ვაჭრობასა და სისტემით მოსარგებლის მიერ სისტემის ოპერატორისთვის შეტყობინების შემთხვევაში სიმძლავრესთან დაკავშირებული პირველადი უფლებების გასხვისების აღიარებას. აღნიშნული ჰარმონიზებული ხელშეკრულებებისა და პროცედურების შემუშავების შესახებ უნდა ეცნობოს კომისიას.
საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3763 – ვებგვერდი, 11.12.2023წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტის ეკონომიკური პირობების შესაბამისად ოპერირებას, მოვლა-პატრონობასა და განვითარებას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ღია ბაზრის დაცვა და მომსახურებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისთვის საჭირო საშუალებების ხელმისაწვდომობა გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინებით.2. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი ახორციელებს ბუნებრივი გაზის შენახვასთან დაკავშირებულ საიმედო და ეფექტიან მომსახურებას ამ კანონის, ბუნებრივი გაზის საცავის წესების, სალიცენზიო პირობებისა და ამ კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური წესების შესაბამისად.3. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი ვალდებულია:ა) არ დაუშვას სისტემით მოსარგებლეებს ან სისტემით მოსარგებლეთა სხვადასხვა კატეგორიას შორის დისკრიმინაცია, მათ შორის, დაკავშირებული საწარმოს სასარგებლოდ;ბ) მიაწოდოს ბუნებრივი გაზის სისტემის სხვა ოპერატორებს საკმარისი ინფორმაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ურთიერთდაკავშირებული სისტემების უსაფრთხო და ეფექტიანი ოპერირების შესაბამისად ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება და შენახვა;გ) მიაწოდოს სისტემით მოსარგებლეებს ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტზე ეფექტიანი დაშვებისთვის საჭირო ინფორმაცია;დ) უზრუნველყოს ამ კანონის 86-ე მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის 5 წლის ვადით შენახვა და კომპეტენტური სახელმწიფო უწყებებისთვის, მათ შორის, კომისიისა და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთვის, აგრეთვე ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის ხელმისაწვდომობა;ე) მიიღოს გონივრული ზომები სიმძლავრესთან დაკავშირებული უფლებებით თავისუფლად ვაჭრობისა და ამგვარი ვაჭრობის გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით განხორციელების ხელშეწყობის მიზნით;ვ) შეიმუშაოს ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტებით სარგებლობის ჰარმონიზებული ხელშეკრულებები და პროცედურები პირველადი ბაზრისთვის, რათა ხელი შეუწყოს სიმძლავრით მეორეულ ვაჭრობასა და სისტემით მოსარგებლის მიერ სისტემის ოპერატორისთვის შეტყობინების შემთხვევაში სიმძლავრესთან დაკავშირებული პირველადი უფლებების გასხვისების აღიარებას. აღნიშნული ჰარმონიზებული ხელშეკრულებებისა და პროცედურების შემუშავების შესახებ უნდა ეცნობოს კომისიას.საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3763 – ვებგვერდი, 11.12.2023წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №9 · ძალაშია 1 იან. 2024-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 11 დეკ. 2023
85-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: 5-წლიანი შენახვის გვერდით ხელმისაწვდომობა ახლა კომისიისა და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთვის, აგრეთვე სამდივნოსთვისაა გათვალისწინებული.
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ნავთობისა და გაზის შეს…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ნაგავსაყრელის მოწყობის…პროდუქტის უსაფრთხოების…საქართველოს გარემოს და…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა