Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაელექტრონული კომუნიკაციების შესახებმუხლი 19¹

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

მუხლი 19¹. ავტორიზაციის შეჩერება და გაუქმება

რედაქცია №50 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:მიმდინარე შესაბამისობასკოლის ლიცენზირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია: ა) ავტორიზებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მის მიერ მითითებული ვადით; ბ) საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად: ბ.ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას; ბ.ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას; ბ.გ) არ იხდის რეგულირების საფასურს; გ) საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და მის მიმართ ამ დარღვევისათვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა.

2.ავტორიზაციის შეჩერება ნიშნავს ავტორიზებული საქმიანობის აკრძალვას მის განახლებამდე.

3.ავტორიზაცია შეჩერდება: ა) ავტორიზებული პირის მიერ მითითებული ვადით; ბ) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე; გ) დარღვევის აღმოფხვრამდე.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიღებიდან 7 დღის ვადაში წერილობით, მოტივისა და საფუძვლის მითითებით ეცნობება ავტორიზებულ პირს.

5.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზებული პირის მიერ საქმიანობის განახლება ხდება კომისიის მიერ მისი ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომისია ავტორიზებულ პირს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში ატარებს შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

6.ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზებული პირის მიერ საქმიანობის განახლება ხდება ავტორიზებული პირის მიერ დარღვევის აღმოფხვრის დადასტურებიდან 7 დღის ვადაში კომისიის მიერ მისი ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან.

7.ავტორიზაცია გაუქმდება: ა) ავტორიზებული პირის განცხადების საფუძველზე. ამ შემთხვევაში ავტორიზებულ პირს კომისიის წინაშე ყველა კანონისმიერი ვალდებულება უნდა ჰქონდეს შესრულებული; ბ) ავტორიზებული პირის გარდაცვალებისას ან ლიკვიდაციისას.

8.ავტორიზაციის გაუქმება არ აბრკოლებს პირს, ხელახლა გაიაროს ავტორიზაცია კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4526 - ვებგვერდი, 02.05.2011წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3693 - ვებგვერდი, 15.06.2015წ. თავი IV. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23 · ძალაშია 17 ივნ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 ივნ. 2005 – 16 მაი. 2011 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 17 ივნ. 2015· გამოქვეყნდა 15 ივნ. 2015

    19¹ მუხლი ახლებურად ჩამოყალიბდა: პირველ პუნქტს დაემატა „გ“ ქვეპუნქტი დარღვევისას შეჩერების შესახებ, მე-2 და მე-3 პუნქტებში განისაზღვრა შეჩერების შინაარსი და ვადა, ხოლო დამატებულ მე-4–მე-8 პუნქტებში — შეტყობინების, განახლებისა და გაუქმების წესი.

  2. 16 მაი. 2011· გამოქვეყნდა 2 მაი. 2011

    დაემატა 19¹ მუხლი, რომელიც განსაზღვრავს ავტორიზაციის შეჩერების საფუძვლებს (პირის მოთხოვნა ან ერთწლიანი უმოქმედობა), შეჩერებისას საქმიანობის განახლების შეტყობინების ვალდებულებას, გაუქმების აკრძალვას პირის საკუთარი მოთხოვნის გარდა და ხელახალი ავტორიზაციის შესაძლებლობას.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 19შემდეგი მუხლი 20

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საშუალო სკოლის ლიცენზირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ლიცენზიებისა და ნებართვების ვადის გაგრძელებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №50

  • 2 ცვლილება · ბოლო 15 ივნ. 2015
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 18ერთიანი ავტორიზაციის წესი

მაუწყებლობის შესახებ

  • 38²ავტორიზაცია/ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, გაუქმება
  • 73ლიცენზიის მოქმედების შეჩერება
  • 36²ავტორიზაციის ორგანიზება

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

  • 15ავტორიზაციის პირობების შემოწმება და ავტორიზაციის გაუქმება
  • 16ავტორიზაციაზე უარის თქმის, ავტორიზაციის გაუქმების ან ავტორიზაციის ვადის გასვლის სამართლებრივი შედეგები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 16ლიცენზიაში ცვლილების შეტანა და ლიცენზიის გაუქმება
  • 161ავტორიზაცია

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 56⁴„ავტორიზაციაზე უარის თქმის, ავტორიზაციის გაუქმების ან ავტორიზაციის ვადის გასვლის სამართლებრივი შედეგები“;

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 15ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და განახლება

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

  • 9ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და განახლება, ლიცენზიის გაუქმება

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 111ავტორიზაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1591856⁴38²7336²15161111616119¹
მნიშვნელობით ახლოსმაუწყებლობის შესახებელექტრონული კომუნიკაცი…განათლების ხარისხის გა…ენერგეტიკისა და წყალმო…უმაღლესი განათლების შე…სამეწარმეო საქმიანობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №50 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026