Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაელექტრონული კომუნიკაციების შესახებმუხლი 20

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

მუხლი 20. კონკურენციის რეგულირების მიზნები და კომისიის ამოცანები

რედაქცია №50 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:DAO-ს ოპერაციები და საზოგადოებრივი მართვატელეკომუნიკაციებიმაუწყებლობაპლატფორმის შესაბამისობაგამომცემლობასაგანმანათლებლო ტექნოლოგიები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის რეგულირების მიზნებია: ა) ავტორიზებული პირების საქმიანობისას თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა და ეფექტიანი კონკურენციის წახალისება; ბ) ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებსა და საშუალებებში ინვესტიციების წახალისება და ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშეწყობა; გ) რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილება; დ) ავტორიზებული პირების საქმიანობის მარეგულირებელ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული რისკების მართვის გამჭვირვალე სტრუქტურის უზრუნველყოფა; ე) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების საქმიანობის, შერწყმისა და წილის შეძენის დროს გამჭვირვალე, ობიექტური და ეფექტიანი მარეგულირებელი რეჟიმის არსებობა.

2.კომისიის ამოცანებია: ა) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბება; ბ) ავტორიზებული პირების დისკრიმინაციის დაუშვებლობა და მათი თანასწორუფლებიანობა; მსურველი ავტორიზებული პირების მოთხოვნით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან არადისკრიმინაციული დაშვება ან/და ურთიერთჩართვა; გ) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისას ბოლო მომხმარებლების დისკრიმინაციის დაუშვებლობა, მათი უფლებების დაცვა, მიწოდებული მომსახურების სახეებზე სუბსიდირების დაუშვებლობა საერთო სარგებლობის ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებთან და ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებასთან თანაბარი ხელმისაწვდომობა; დ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალუფლების მქონე ავტორიზებულ პირთა მიერ იმ სპეციფიკური ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და კონტროლი, რომლებიც მათ შეიძლება დაეკისროს ეფექტიანი კონკურენციის უზრუნველსაყოფად; ე) ამოწურვადი რესურსით სარგებლობისას გამჭვირვალე, თანასწორუფლებიანი და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების უზრუნველყოფა.

3.კონკურენციის რეგულირების მიზნების მიღწევისას და საკუთარი ამოცანების შესრულებისას კომისია ხელმძღვანელობს ამ კანონითა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7131 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

რედაქციების შედარება

1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის რეგულირების მიზნებია: ა) ავტორიზებული პირების საქმიანობისას თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა და ეფექტიანი კონკურენციის წახალისება; ბ) ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებსა და საშუალებებში ინვესტიციების წახალისება და ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშეწყობა; გ) რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილება; დ) ავტორიზებული პირების საქმიანობის მარეგულირებელ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული რისკების მართვის გამჭვირვალე სტრუქტურის უზრუნველყოფა; ე) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების საქმიანობის, შერწყმისა და წილის შეძენის დროს გამჭვირვალე, ობიექტური და ეფექტიანი მარეგულირებელი რეჟიმის არსებობა. 2. კომისიის ამოცანებია: ა) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბება; ბ) ავტორიზებული პირების დისკრიმინაციის დაუშვებლობა და მათი თანასწორუფლებიანობა; მსურველი ავტორიზებული პირების მოთხოვნით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან არადისკრიმინაციული დაშვება ან/და ურთიერთჩართვა; გ) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისას ბოლო მომხმარებლების დისკრიმინაციის დაუშვებლობა, მათი უფლებების დაცვა, მიწოდებული მომსახურების სახეებზე სუბსიდირების დაუშვებლობა საერთო სარგებლობის ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებთან და ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებასთან თანაბარი ხელმისაწვდომობა; დ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალუფლების მქონე ავტორიზებულ პირთა მიერ იმ სპეციფიკური ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და კონტროლი, რომლებიც მათ შეიძლება დაეკისროს ეფექტიანი კონკურენციის უზრუნველსაყოფად; ე) ამოწურვადი რესურსით სარგებლობისას გამჭვირვალე, თანასწორუფლებიანი და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების უზრუნველყოფა. 3. კონკურენციის რეგულირების მიზნების მიღწევისას და საკუთარი ამოცანების შესრულებისას კომისია ხელმძღვანელობს ამ კანონითა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7131 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 21 სექ. 2020
  2. 22 აპრ. 2016
წინა მუხლი 19¹შემდეგი მუხლი 21

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ელექტრონული კომერციის შესაბამისობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მარკეტპლეისის პლატფორმის შესაბამისობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინტერნეტის რეგულაციები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №50

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2020-09-21
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 21კონკურენციის წინასწარი რეგულირება, მომსახურების ბაზრის კვლევისა და ანალიზის პრინციპები
  • 28კომისიის მიერ კონკურენციის უზრუნველყოფის უფლებამოსილებები
  • 11კომისიის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო და მიზანი

კონკურენციის შესახებ

  • 2კანონის მიზანი
  • 16უფლებამოსილი ორგანო და მისი ორგანიზება

მაუწყებლობის შესახებ

  • 5კომისია

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 117კონკურენცია ენერგეტიკულ ბაზარზე
  • 2კანონის ამოცანები
  • 29კომისიის ფუნქციები

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 1კანონის მიზნები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 17კონტროლი (შემოწმება)

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1212811521617117229120
მნიშვნელობით ახლოსელექტრონული კომუნიკაცი…ელექტრონული კომერციის …კონკურენციის შესახებმაუწყებლობის შესახებენერგეტიკისა და წყალმო…ეროვნული მარეგულირებელ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026