Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 111

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 111. ავტორიზაცია

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული ავტორიზაცია აუცილებელია შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავების, დროებით შემოტანის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურების გამოყენებისთვის.

2.საბაჟო ორგანომ დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე შეიძლება გასცეს ავტორიზაცია უკუქცევითი ძალით, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა: ა) დადასტურებულია შესაბამისი საბაჟო პროცედურის ეკონომიკური საჭიროება; ბ) განცხადება არ უკავშირდება საბაჟო ორგანოს მოტყუების მცდელობას; გ) დაინტერესებული პირის საბუღალტრო ჩანაწერებით დასტურდება: გ.ა) შესაბამის საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულება; გ.ბ) შესაბამის პერიოდში საქონლის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა, როდესაც ეს შესაძლებელია; გ.გ) ამ ჩანაწერებით შესაბამისი პროცედურის კონტროლის შესაძლებლობა; დ) შესაძლებელია საქონელთან დაკავშირებით განხორციელდეს ყველა საჭირო ფორმალობა, მათ შორის, საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა, თუ ეს აუცილებელია; ე) განცხადების მიღებამდე 3 წლის განმავლობაში განმცხადებელზე არ არის გაცემული ავტორიზაცია უკუქცევითი ძალით; ვ) არ მოითხოვება ეკონომიკური პირობების შესწავლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განმცხადებელი ითხოვს იმავე სახის ოპერაციასა და საქონელზე მანამდე გაცემული ავტორიზაციის ვადის გაგრძელებას; ზ) იმავე სახის ოპერაციასა და საქონელზე მანამდე გაცემული ავტორიზაციის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებული განცხადება წარდგენილია პირველადი ავტორიზაციის გაცემიდან 3 წლის ვადაში.

3.საბაჟო ორგანომ შეიძლება უკუქცევითი ძალით გასცეს ავტორიზაცია იმ საქონელზე, რომელიც მოქცეული იყო საბაჟო პროცედურაში, მაგრამ რომელიც ამ ავტორიზაციის გაცემასთან დაკავშირებული დაინტერესებული პირის განცხადების მიღების მომენტში ხელმისაწვდომი აღარ არის.

4.თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ავტორიზაცია გაიცემა პირზე, რომელიც აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას: ა) იგი არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დაფუძნებული პირი; ბ) იგი ადასტურებს ოპერაციების სათანადოდ განხორციელების შესაძლებლობას. მიიჩნევა, რომ საბაჟო გამარტივებასთან დაკავშირებული ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი აკმაყოფილებს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობას, თუ მის მიერ განსახორციელებელი ოპერაციები მითითებულია ამ კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაცემულ ავტორიზაციაში; გ) იგი წარმოადგენს ამ კოდექსის 55-ე მუხლით გათვალისწინებულ გარანტიას, თუ საქონლის სპეციალურ პროცედურაში მოქცევა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას; დ) დროებით შემოტანის ან შიდა გადამუშავების პროცედურის შემთხვევაში იგი დადგენილი წესით იყენებს საქონელს ან ორგანიზებას უწევს მის გამოყენებას ანდა ახორციელებს საქონლის გადამუშავების ოპერაციას ან ორგანიზებას უწევს მის განხორციელებას.

5.თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ავტორიზაცია გაიცემა, თუ ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული პირობების გარდა სრულდება აგრეთვე შემდეგი პირობები: ა) საბაჟო ორგანოს ექნება შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს განახორციელოს საბაჟო ზედამხედველობა ეკონომიკურ საჭიროებასთან შეუსაბამო ადმინისტრაციული ფორმალობის გარეშე; ბ) შიდა გადამუშავების ან გარე გადამუშავების პროცედურასთან დაკავშირებული ავტორიზაციის გაცემა ადგილობრივი მეწარმის ინტერესებზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს.

6.მიიჩნევა, რომ ავტორიზაციის გაცემა ადგილობრივი მეწარმის ინტერესებზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება ან თუ ეკონომიკური პირობები შესრულებულად ჩაითვლება.

7.შემთხვევები, როდესაც ავტორიზაციის გაცემისთვის აუცილებელია ადგილობრივი მეწარმის ინტერესებზე მისი გაცემის გავლენის შესწავლა, და შესაბამისი კომპეტენტური უწყება, რომლის დასკვნაც აუცილებელია ავტორიზაციის გაცემისთვის, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

8.საბაჟო ორგანოს მიერ ავტორიზაციის გაცემის წესი და პირობები და ამ პირობების შესრულებისგან გათავისუფლების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

წინა მუხლი 110შემდეგი მუხლი 112

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №10

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 25მუხლი 55

მიუთითებენ მასზე

მუხლი 213

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 94დეკლარანტის ჩანაწერებში მონაცემების ასახვა
  • 141მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურის გამოყენება
  • 17განცხადების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების გამოყენება

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 19¹ავტორიზაციის შეჩერება და გაუქმება
  • 18ერთიანი ავტორიზაციის წესი

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 62ექსპორტისა და იმპორტის ავტორიზაცია
  • 63ექსპორტისა და იმპორტის ავტორიზაციის კრიტერიუმები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 161ავტორიზაცია

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 56¹ავტორი ზაციის შინაარსი

მაუწყებლობის შესახებ

  • 38²ავტორიზაცია/ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, გაუქმება

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

  • 15დაწესებულების ავტორიზაციის პირობები

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

  • 15ავტორიზაციის პირობების შემოწმება და ავტორიზაციის გაუქმება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19¹1856¹38²1515255521394141171616263111
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…ელექტრონული კომუნიკაცი…რადიაციული დაცვის, ბირ…ენერგეტიკისა და წყალმო…უმაღლესი განათლების შე…მაუწყებლობის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025