Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაელექტრონული კომუნიკაციების შესახებმუხლი 47¹

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

მუხლი 47¹. რადიოსახმობების, ამოცნობის ნიშნებისა და რადიოსიხშირეების მინიჭება

რედაქცია №50 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:ტელეკომუნიკაციებითვითმფრინავის რეგისტრაციატელეკომუნიკაციებინივთების ინტერნეტი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.რადიოსამოყვარულო სამსახურისათვის რადიოსიხშირული ზოლები გამოყოფილია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად. კომისია ახორციელებს რადიომოყვარულისთვის რადიოსახმობის მინიჭებას ამ რადიოსიხშირულ ზოლებში რადიოსამოყვარულო კავშირის განსახორციელებლად.

2.საზღვაო მოძრავი და საზღვაო რადიონავიგაციის სამსახურისათვის რადიოსიხშირული ზოლები გამოყოფილია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად. კომისიამ საზღვაო ხომალდებს უნდა მიანიჭოს რადიოსახმობი და ამოცნობის ნიშნები. ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად გამოყოფილი რადიოსიხშირული ზოლები უბედურებაში მოხვედრილი საზღვაო ხომალდის მიერ სამაშველო საერთაშორისო სიგნალის გადასაცემად გამოიყენება ამავე რადიორეგლამენტის II ტომის I ნაწილის №13 დანართით განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად და კომისიის მიერ მინიჭებას არ საჭიროებს.

3.არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი იხდის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს.

4.კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზებული საქმიანობის განხორციელებისათვის დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით გამოსაყენებლად ესაჭიროება რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მის მიერ კომისიისთვის წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, აგრეთვე რადიოსიხშირით/რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების მისთვის სასურველ ვადას, რომელიც 15 წელს არ უნდა აღემატებოდეს, მიანიჭოს რადიოსიხშირე/რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე, კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით. ამ შემთხვევაში ავტორიზებული პირი იხდის აღნიშნული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს კომისია „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“. საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №67 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.89 საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4526 - ვებგვერდი, 02.05.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5546– ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2632 - ვებგვერდი, 12.08.2014წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1929 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №28 · ძალაშია 1 მარ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 18 აგვ. 2014 – 26 აგვ. 2014 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 მარ. 2018· გამოქვეყნდა 11 იან. 2018
  2. 26 აგვ. 2014· გამოქვეყნდა 12 აგვ. 2014

    47¹ მუხლს დაემატა მე-4 პუნქტი, რომლითაც დამხმარე არაკომერციული რადიოსარელეო საჭიროებისთვის რადიოსიხშირე 10 წლით ენიჭება აუქციონის გარეშე, აუქციონის საწყისი საფასურის გადახდით.

  3. 16 მაი. 2011· გამოქვეყნდა 2 მაი. 2011

    მე-3 პუნქტში არაავტორიზებული პირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური რადიოსიხშირეებისა და ნუმერაციის 1 წლით მინიჭება ახლა მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით, ნებართვით ხდება; პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს და იღებს სანებართვო მოწმობას.

  4. 28 ივლ. 2008· გამოქვეყნდა 14 ივლ. 2008

    47¹ მუხლს დაემატა მე-3 პუნქტი დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირეებისა და ნუმერაციის 1-წლიანი დროებითი მინიჭების შესახებ და მე-4 პუნქტი რადიოსარელეო ქსელისთვის 10-წლიანი, აუქციონის გარეშე მინიჭების შესახებ.

  5. 18 იან. 2006

    ახალი 47¹ მუხლი აწესრიგებს რადიოსამოყვარულო და საზღვაო სამსახურებისთვის ზოლების გამოყოფას და კომისიის მიერ რადიოსახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭებას.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 47შემდეგი მუხლი 47²

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • თანამგზავრული კომუნიკაციებისერვისის გვერდი
  • რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიასერვისის გვერდი
  • სატელეკომუნიკაციო ანძის (კოშკის) იჯარასერვისის გვერდი
  • საჰაერო ხომალდის რეგისტრაციასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №50

  • 5 ცვლილება · ბოლო 11 იან. 2018
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 13 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 47²მუხლი 49

მიუთითებენ მასზე

მუხლი 47³მუხლი 64

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 52¹ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის წესი
  • 50ლიცენზიის მიღების საფუძველი
  • 47³რადიოსიხშირეების შეცვლა, მთლიანად ან ნაწილობრივ დათმობა

მაუწყებლობის შესახებ

  • 17საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელემაუწყებლობა და რადიოსიხშირეები
  • 75რადიოსიხშირეებით სარგებლობა
  • 40საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა

საზღვაო კოდექსი

  • 44³
  • 40
  • 44¹

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 50საავიაციო რადიოკავშირის და ფრაზეოლოგიის გამოყენება ფრენისა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების გაწევის დროს

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 59საშეღავათო ნებართვა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 144¹მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
144¹47³47²496452¹5044³4044¹177540505947¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსელექტრონული კომუნიკაცი…მაუწყებლობის შესახებსაზღვაო კოდექსისაქართველოს საჰაერო კო…მეზღვაურთა განათლებისა…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №50 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026