ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

მუხლი 8⁵. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ვადები

რედაქცია №50 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია უფლებამოსილია: ა) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტიდან არაუმეტეს 4 წლისა შეინახოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი შემდეგი მონაცემები: მომხმარებლის ვინაობა, საკონტაქტო ინფორმაცია, დამონტაჟებული საკომუნიკაციო აღჭურვილობის ადგილმდებარეობის თაობაზე არსებული ინფორმაცია, მომსახურების მიწოდების მიზნით მინიჭებული სააბონენტო ნომერი და მომხმარებელთან დადებულ ხელშეკრულებაში მითითებული სხვა მონაცემები; ბ) კომუნიკაციის განხორციელებიდან არაუმეტეს 4 წლისა შეინახოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი შემდეგი მონაცემები: ბ.ა) მომხმარებლის კომუნიკაციის აღჭურვილობის ან შესაძლო აღჭურვილობის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები; ბ.ბ) კომუნიკაციის წყაროს კვალის დადგენისა და იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები; ბ.გ) კომუნიკაციის ადრესატის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები; ბ.დ) კომუნიკაციის თარიღის, დროისა და ხანგრძლივობის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები; ბ.ე) კომუნიკაციის სახის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები; ბ.ვ) მობილური კომუნიკაციის აღჭურვილობის ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები; გ) კომუნიკაციის განხორციელებიდან არაუმეტეს 4 წლისა შეინახოს ანგარიშისა და გადასახადების (მათ შორის, მომსახურების საფასურის) შესახებ ინფორმაცია.

2.ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ვადების ამოწურვისთანავე უზრუნველყოს ამ მონაცემების წაშლა ან განადგურება. მონაცემთა ავტომატური განადგურების ტექნიკური აღსრულების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 30 დღეს. საქართველოს 2023 წლის 14 ივნისის კანონი №3148 – ვებგვერდი, 03.07.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია უფლებამოსილია: ა) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტიდან არაუმეტეს 4 წლისა შეინახოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი შემდეგი მონაცემები: მომხმარებლის ვინაობა, საკონტაქტო ინფორმაცია, დამონტაჟებული საკომუნიკაციო აღჭურვილობის ადგილმდებარეობის თაობაზე არსებული ინფორმაცია, მომსახურების მიწოდების მიზნით მინიჭებული სააბონენტო ნომერი და მომხმარებელთან დადებულ ხელშეკრულებაში მითითებული სხვა მონაცემები; ბ) კომუნიკაციის განხორციელებიდან არაუმეტეს 4 წლისა შეინახოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი შემდეგი მონაცემები: ბ.ა) მომხმარებლის კომუნიკაციის აღჭურვილობის ან შესაძლო აღჭურვილობის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები; ბ.ბ) კომუნიკაციის წყაროს კვალის დადგენისა და იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები; ბ.გ) კომუნიკაციის ადრესატის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები; ბ.დ) კომუნიკაციის თარიღის, დროისა და ხანგრძლივობის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები; ბ.ე) კომუნიკაციის სახის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები; ბ.ვ) მობილური კომუნიკაციის აღჭურვილობის ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები; გ) კომუნიკაციის განხორციელებიდან არაუმეტეს 4 წლისა შეინახოს ანგარიშისა და გადასახადების (მათ შორის, მომსახურების საფასურის) შესახებ ინფორმაცია. 2. ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ვადების ამოწურვისთანავე უზრუნველყოს ამ მონაცემების წაშლა ან განადგურება. მონაცემთა ავტომატური განადგურების ტექნიკური აღსრულების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 30 დღეს. საქართველოს 2023 წლის 14 ივნისის კანონი №3148 – ვებგვერდი, 03.07.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №46 · ძალაშია 1 მარ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 ივნ. 2005 – 1 მარ. 2024 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 3 ივლ. 2023

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8³62633¹13615111731271073588⁵
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საჯარო სამართლის იურიდ…ელექტრონული კომუნიკაცი…ფულის გათეთრებისა და ტ…ელექტრონული კომერციის …ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №50 · ბოლოს შემოწმდა