Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებმუხლი 15

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

მუხლი 15. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მონაცემთა ცენტრალურ ბანკში შენახვა და გაცემა

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:მონაცემთა დამუშავება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.სააგენტო უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები შეინახოს არაუმეტეს 12 თვის ვადით.

2.ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ერთხელ, 3 თვით, საქართველოს გენერალური პროკურორის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან სამსახურის უფროსის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლის განჩინებით.

3.ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადა შეიძლება გაგრძელდეს, თუ: ა) გამოცხადებულია საგანგებო ან საომარი მდგომარეობა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შეგროვება მნიშვნელოვანია ამ მდგომარეობის აღმოსაფხვრელად ან მასთან დაკავშირებული დანაშაულის გამოსაძიებლად; ბ) არსებობს „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერორისტული საქმიანობის რეალური რისკი; გ) საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს ან ტერიტორიულ მთლიანობას ექმნება რეალური და მყისიერი საფრთხე ან უახლოეს მომავალში მკაფიოდ იდენტიფიცირებადი საფრთხე; დ) გარკვეულ ვითარებაში კონკრეტული დანაშაულის გამოძიება (კერძოდ, პასუხისმგებელ პირთა დადგენა) ან/და პრევენცია მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შეგროვებითაა შესაძლებელი.

4.ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საფუძვლის დასადასტურებლად საკმარისი მტკიცებულებებია წარდგენილი. მოსამართლე უნდა დარწმუნდეს, რომ არსებობს საკმარისი ინფორმაცია/მტკიცებულებები ამ ფაქტებისა და რისკების დასადასტურებლად.

5.ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადის გასაგრძელებლად საქართველოს გენერალური პროკურორის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან სამსახურის უფროსის შესაბამისი შუამდგომლობა წარედგინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს. იგი ამ შუამდგომლობას განიხილავს მისი მიღებიდან 48 საათის ვადაში. შუამდგომლობა ზეპირი მოსმენით, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილება.

6.ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილი შუამდგომლობა, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, დასაბუთებული უნდა იყოს და უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ვადის გაგრძელების დასაბუთებას (შესაბამისი საფუძვლისა და კონკრეტული ინფორმაციის/მტკიცებულებების მითითებით); ბ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ზუსტ ფარგლებს (ამ მონაცემების კონკრეტული სახის ან შესაბამის პირთა ჯგუფის გათვალისწინებით. აღნიშნული ჯგუფი უნდა იყოს მკაფიოდ იდენტიფიცირებადი როგორც ტექნიკურად, ისე შინაარსობრივად); გ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ზუსტ ვადას.

7.ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლე ამოწმებს შესაბამისი მოთხოვნის პროპორციულობას, ანუ რამდენად აუცილებელია აღნიშნული ვადის გაგრძელება შუამდგომლობაში მითითებული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.

8.საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს უფლება აქვს, გასცეს თანხმობა ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ვადის გაგრძელებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესრულებულია ამ მუხლის მოთხოვნები. თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საფუძველი, წარმოდგენილი ინფორმაცია/მტკიცებულებები არ ადასტურებს შესაბამის მოთხოვნას, შუამდგომლობა წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ ან შუამდგომლობის წარდგენის ფორმალური მოთხოვნები შესრულებული არ არის, შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდება. დაუშვებელია აღნიშნული ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობის ხელახლა, იმავე საფუძვლით წარდგენა, თუ მოსამართლემ მის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა.

9.საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს უფლება აქვს, გასცეს თანხმობა ინფორმაციის შენახვის ვადის შუამდგომლობაში მოთხოვნილი ან უფრო მცირე ვადით გაგრძელების შესახებ. მოსამართლე უფლებამოსილია გასცეს თანხმობა ინფორმაციის შუამდგომლობით განსაზღვრულ ან უფრო მცირე ფარგლებში შენახვის ვადის გაგრძელების შესახებ (ინფორმაციის კონკრეტული სახის ან შესაბამის პირთა ჯგუფის გათვალისწინებით. აღნიშნული ჯგუფი უნდა იყოს მკაფიოდ იდენტიფიცირებადი როგორც ტექნიკურად, ისე შინაარსობრივად).

10.ამ მუხლით განსაზღვრული მონაცემების შენახვის ვადის გაგრძელება ვრცელდება მხოლოდ მოპოვებულ ინფორმაციაზე და არ ეხება მოსაპოვებელ ინფორმაციას.

11.ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უფლებამოსილი ორგანოსგან გამოთხოვა, გარდა ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლითა და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 14 7 მუხლით დადგენილი წესით.

12.სააგენტო ქმნის ელექტრონულ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში განხორციელებული შეტყობინების ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მომხმარებლის შესახებ მონაცემების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ისთვის ავტომატურად მიწოდებას. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3800 - ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5618 – ვებგვერდი, 24.12.2019წ.

რედაქციების შედარება

1. სააგენტო უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები შეინახოს არაუმეტეს 12 თვის ვადით. 2. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ერთხელ, 3 თვით, საქართველოს გენერალური პროკურორის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან სამსახურის უფროსის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლის განჩინებით. 3. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადა შეიძლება გაგრძელდეს, თუ: ა) გამოცხადებულია საგანგებო ან საომარი მდგომარეობა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შეგროვება მნიშვნელოვანია ამ მდგომარეობის აღმოსაფხვრელად ან მასთან დაკავშირებული დანაშაულის გამოსაძიებლად; ბ) არსებობს „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერორისტული საქმიანობის რეალური რისკი; გ) საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს ან ტერიტორიულ მთლიანობას ექმნება რეალური და მყისიერი საფრთხე ან უახლოეს მომავალში მკაფიოდ იდენტიფიცირებადი საფრთხე; დ) გარკვეულ ვითარებაში კონკრეტული დანაშაულის გამოძიება (კერძოდ, პასუხისმგებელ პირთა დადგენა) ან/და პრევენცია მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შეგროვებითაა შესაძლებელი. 4. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საფუძვლის დასადასტურებლად საკმარისი მტკიცებულებებია წარდგენილი. მოსამართლე უნდა დარწმუნდეს, რომ არსებობს საკმარისი ინფორმაცია/მტკიცებულებები ამ ფაქტებისა და რისკების დასადასტურებლად. 5. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადის გასაგრძელებლად საქართველოს გენერალური პროკურორის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან სამსახურის უფროსის შესაბამისი შუამდგომლობა წარედგინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს. იგი ამ შუამდგომლობას განიხილავს მისი მიღებიდან 48 საათის ვადაში. შუამდგომლობა ზეპირი მოსმენით, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილება. 6. ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილი შუამდგომლობა, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, დასაბუთებული უნდა იყოს და უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ვადის გაგრძელების დასაბუთებას (შესაბამისი საფუძვლისა და კონკრეტული ინფორმაციის/მტკიცებულებების მითითებით); ბ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ზუსტ ფარგლებს (ამ მონაცემების კონკრეტული სახის ან შესაბამის პირთა ჯგუფის გათვალისწინებით. აღნიშნული ჯგუფი უნდა იყოს მკაფიოდ იდენტიფიცირებადი როგორც ტექნიკურად, ისე შინაარსობრივად); გ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ზუსტ ვადას. 7. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლე ამოწმებს შესაბამისი მოთხოვნის პროპორციულობას, ანუ რამდენად აუცილებელია აღნიშნული ვადის გაგრძელება შუამდგომლობაში მითითებული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. 8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს უფლება აქვს, გასცეს თანხმობა ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ვადის გაგრძელებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესრულებულია ამ მუხლის მოთხოვნები. თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საფუძველი, წარმოდგენილი ინფორმაცია/მტკიცებულებები არ ადასტურებს შესაბამის მოთხოვნას, შუამდგომლობა წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ ან შუამდგომლობის წარდგენის ფორმალური მოთხოვნები შესრულებული არ არის, შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდება. დაუშვებელია აღნიშნული ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობის ხელახლა, იმავე საფუძვლით წარდგენა, თუ მოსამართლემ მის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა. 9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს უფლება აქვს, გასცეს თანხმობა ინფორმაციის შენახვის ვადის შუამდგომლობაში მოთხოვნილი ან უფრო მცირე ვადით გაგრძელების შესახებ. მოსამართლე უფლებამოსილია გასცეს თანხმობა ინფორმაციის შუამდგომლობით განსაზღვრულ ან უფრო მცირე ფარგლებში შენახვის ვადის გაგრძელების შესახებ (ინფორმაციის კონკრეტული სახის ან შესაბამის პირთა ჯგუფის გათვალისწინებით. აღნიშნული ჯგუფი უნდა იყოს მკაფიოდ იდენტიფიცირებადი როგორც ტექნიკურად, ისე შინაარსობრივად). 10. ამ მუხლით განსაზღვრული მონაცემების შენახვის ვადის გაგრძელება ვრცელდება მხოლოდ მოპოვებულ ინფორმაციაზე და არ ეხება მოსაპოვებელ ინფორმაციას. 11. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უფლებამოსილი ორგანოსგან გამოთხოვა, გარდა ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლითა და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 14 7 მუხლით დადგენილი წესით. 12. სააგენტო ქმნის ელექტრონულ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში განხორციელებული შეტყობინების ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მომხმარებლის შესახებ მონაცემების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი –  „112“-ისთვის ავტომატურად მიწოდებას. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3800 - ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5618 – ვებგვერდი, 24.12.2019წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 31 დეკ. 2019· გამოქვეყნდა 24 დეკ. 2019
  2. 13 დეკ. 2018
წინა მუხლი 14შემდეგი მუხლი 16

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მონაცემთა შენახვის პოლიტიკა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №10

3
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2019-12-24
2
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

კონტრდაზვერვითი სა… 14⁷საქართველოს სისხლი… 136საქართველოს სისხლი… 136

მიუთითებენ მასზე

ელექტრონული კომუნი… 8³მუხლი 33მუხლი 34

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 11მონაცემთა ცენტრალური ბანკი
  • 17კონტროლი (შემოწმება)
  • 12სააგენტოს ექსკლუზიური კომპეტენცია

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 8⁵ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ვადები
  • 8³უფლებამოსილი ორგანოს მიერ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირება
  • 64გარდამავალი დებულებანი

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

  • 14⁷უფლებამოსილი ორგანოსგან ინფორმაციის გამოთხოვა

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 27ინფორმაციის შენახვის წესი და ვადები

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

  • 27ელექტრონული კომუნიკაციისა და ინფორმაციის სისტემა
  • 10სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადა

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 43ინფორმაციის შენახვა და კონფიდენციალურობა

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

  • 35მონაცემების უსაფრთხო დამუშავება და შენახვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14⁷8³8⁵6413613643273334111712273515
მითითებამნიშვნელობით ახლოსკონტრდაზვერვითი საქმია…ელექტრონული კომუნიკაცი…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საჯარო სამართლის იურიდ…ფულის გათეთრებისა და ტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025