“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"

მუხლი 15

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 18 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიან საინფორმაციო ბანკში ელექტრონულ ფორმატში ჩანაწერების შენახვის ვადები განისაზღვრება: ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 45 1 , 55-ე, 86-ე, 89 3 , 100 1 , 100 2 , 116-ე, 116 1 , 116 3 , 121-ე, 121 1 , 123-ე, 150-ე, 153 3 , 153 6 , 155 2 , 156-ე, 157-ე, 166-ე, 166 1 , 167-ე, 171-ე, 171 3 , 172-ე, 173-ე, 173 15 , 174 1 , 174 15 , 175 2 , 177-ე, 177 1 , 178-ე, 180-ე, 180 1 , 181-ე, 181 1 , 181 2 , 181 3 , 181 4 , 181 5 , 182-ე, 182 1 , 182 2 , 183-ე, 197 1 , 197 2 , 197 3 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები აქტიური სახით ინახება 8 წლის განმავლობაში, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის რომელიმე უფლების 8 წელზე მეტი ვადით შეჩერების/ჩამორთმევის/შეზღუდვის შემთხვევაში – უფლების შეჩერების/ჩამორთმევის/იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ვადით. აღნიშნული ვადების გასვლის შემდგომ მონაცემები დაარქივებული სახით ინახება 20 წლის ვადით; ბ) გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამართალდარღვევებისა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული ყველა სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, აქტიური სახით ინახება 4 წლის განმავლობაში, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის რომელიმე უფლების 4 წელზე მეტი ვადით შეჩერების/ჩამორთმევის შემთხვევაში – უფლების შეჩერების/ჩამორთმევის ვადით. აღნიშნული ვადების გასვლის შემდგომ მონაცემები დაარქივებული სახით ინახება მინიმუმ 10 წლის ვადით. ამასთან, აღნიშნული მონაცემების დაარქივებული სახით შენახვის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 20 წელს; გ) გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ მონაცემები ინახება დეპერსონალიზებული ფორმით.

1¹.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაარქივებული სახით შენახვის 10-წლიანი მინიმალური ვადის გასვლის შემდეგ მონაცემთა სუბიექტი/მისი წარმომადგენელი უფლებამოსილია სამინისტროს მიმართოს აღნიშნული მონაცემის დეპერსონალიზაციის მოთხოვნით. აღნიშნული მოთხოვნის არარსებობის შემთხვევაში მონაცემები დაარქივებული სახით ინახება 20 წლის ვადით. 1 ​2 . ამ მუხლის 1 ​1 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა სუბიექტის/მისი წარმომადგენლის მოთხოვნას სამინისტრო განიხილავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რა დროსაც მხედველობაში მიიღება პირის პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი, ქმედების ჩადენის ხერხი, სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის რისკი და სხვა გარემოებები.

2.შეტყობინების ბარათი საინფორმაციო ცენტრში შემოსვლის და ელექტრონულ ფორმატში გადატანის შემდეგ თავსდება კარტოთეკაში, სადაც ინახება ერთი წლის განმავლობაში. ერთი წლის შემდეგ ბარათი ამოღებულ უნდა იქნეს კარტოთეკიდან და გადატანილ იქნეს საინფორმაციო ცენტრის საარქივო ინფორმაციის საცავში, სადაც ინახება ერთი წლის განმავლობაში, რის შემდეგაც იგი ნადგურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება №1/2/622   ­– ვებგვერდი , 14.02.2017 წ . საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №156 - ვებგვერდი, 06.11.2020წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 12 მარტის ბრძანება №10  - ვებგვერდი, 13.03.2024წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 18 ივნისის ბრძანება №45 - ვებგვერდი , 19.06.2024 წ .

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
262273270514247155 (და…27263015
მნიშვნელობით ახლოს“საქართველოს შინაგან ს…საქართველოს ადმინისტრა…ფულის გათეთრებისა და ტ…საქართველოს გარემოს და…საჯარო სამართლის იურიდ…გარემოსდაცვითი პასუხის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა