Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამომხმარებლო კოოპერაციის შესახებმუხლი 9

სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ

მუხლი 9. სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების   საქმიანობის დამოუკიდებლობა და თავისუფლება

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 2 აგვ. 2021
თემები:DAO-ს ფორმირება და გაშვებაDAO მართვაDAO-ს ოპერაციები და საზოგადოებრივი მართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.სამომხმარებლო კოოპერაციის ორგანიზაციები და საწარმოები თავიანთ საქმიანობაში დამოუკიდებელი და თავისუფალი არიან. დაუშვებელია მათ საქმიანობაში ადმინისტრაციული ჩარევა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2.სამომხმარებლო კოოპერაციის ორგანიზაციებმა და საწარმოებმა კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება მონაწილეობა მიიღონ სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და კავშირების დაფუძნებასა და საქმიანობაში.

3.სამომხმარებლო კოოპერაციის ორგანიზაციებისა და საწარმოების შემოსავლები იქმნება ეკონომიკური და სხვა საქმიანობით, ფასიანი ქაღალდების გაყიდვით და სხვა შემოსავლებით.

4.სამომხმარებლო კოოპერაციის ორგანიზაციებისა და საწარმოების ვალდებულებები ბიუჯეტის წინაშე და შესაძლო შეღავათები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით.

5.სამომხმარებლო კოოპერაციის საქმიანობის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ქვეყნის ხელისუფლების მხარდაჭერა სოციალური პოლიტიკის განხორციელებაში.

6.სავალდებულო გადასახადის გადახდის შემდეგ დარჩენილ მოგებას სამომხმარებლო კოოპერატივში ანაწილებს მეპაიეთა საერთო (წარმომადგენელთა) კრება, ხოლო სამომხმარებლო კოოპერატივთა კავშირში– წარმომადგენელთა (საბჭოს) კრება.

7.სამომხმარებლო კოოპერატივები და მათი კავშირები დამოუკიდებლად ან ხელშეკრულების საფუძველზე აწესებენ თავისუფალ ფასებს საწარმოო–ტექნიკური დანიშნულების პროდუქციაზე, ნედლეულზე, სახალხო მოხმარების საქონელზე, სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, მათ მიერ გამოშვებულ და შესყიდულ საქონელზე, გაწეულ მომსახურებაზე. აღნიშნული არ ვრცელდება იმ პროდუქციაზე, საქონელსა და მომსახურებაზე, რომელთა ფასებსა და ტარიფებს არეგულირებს სახელმწიფო.

8.შრომითი ურთიერთობები სამომხმარებლო კოოპერატივებსა და მათ კავშირებში რეგულირდება შრომის კანონმდებლობით, კოოპერატივებისა და კავშირების წესდებებით.

9.სამომხმარებლო კოოპერატივები და მათი კავშირები თავიანთი ამოცანების განსახორციელებლად დამოუკიდებლად ქირაობენ მუშაკებს და განსაზღვრავენ შრომის ანაზღაურების წესსა და ოდენობას კანონმდებლობის შესაბამისად.

10.სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირი სახელმწიფო საგანმანათლებლო მეთოდოლოგიის გათვალისწინებით ამზადებს საჭირო კადრებს.

11.სამომხმარებლო კოოპერაციის ორგანიზაციის არჩევით ორგანოებში მომსახურე პირებს დისციპლინურ სასჯელს, თანამდებობიდან გათავისუფლების ჩათვლით, ადებს ის ორგანო, რომელმაც იგი აირჩია, და ის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირი, რომლის წევრიცაა აღნიშნული ორგანიზაცია, კანონმდებლობის შესაბამისად.

წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 10

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • DAO-ს მმართველობა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • DAO-ს სათემო მოდერაცია და წინადადებების მართვასერვისის გვერდი
  • DAO-ს სამართლებრივი შეფუთვის (legal wrapper) არჩევასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

Vakhtang Baramashvili

Vakhtang Baramashvili

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2021-08-02 · №1

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ

  • 10სამომხმარებლო კოოპერაციის შიდაკოოპერაციული, საერთაშორისო კავშირები და საგარეო–ეკონომიკური საქმიანობა
  • 11სამომხმარებლო კოოპერაციის უფლებათა გარანტიები
  • 7სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების საკუთრება

მეწარმეთა შესახებ

  • 226კოოპერატივის ცნება
  • 240საერთო კრების მუშაობაში მონაწილეობა

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ

  • 5სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის ძირითადი პრინციპები
  • 13²სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა უფლებები და მოვალეობები
  • 6სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის სფეროები

პროფესიული კავშირების შესახებ

  • 10მუშაკთა შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისა და ინტერესების დაცვისა და წარმომადგენლობის უფლება

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 12საჯარო შესყიდვის მონაწილეთა ზოგადი უფლება-მოვალეობები
  • 19ეკონომიკურ ოპერატორთან ურთიერთობის ზოგადი პირობები
  • 63სხვა ეკონომიკური ოპერატორის შესაძლებლობებზე დაყრდნობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10117513²6102262401219639
მნიშვნელობით ახლოსსამომხმარებლო კოოპერაც…მეწარმეთა შესახებსასოფლო-სამეურნეო კოოპ…პროფესიული კავშირების …საჯარო შესყიდვების შეს…

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო