1.პროფესიული კავშირი, პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია) იცავს და წარმოადგენს პროფკავშირის წევრთა შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებსა და ინტერესებს.
2.პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი ორგანოების მიერ შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების წინასწარ განხილვაში, შეიმუშაოს ალტერნატიული წინადადებები.
3.პროფესიული კავშირი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს წარუდგენს წინადადებებს ცხოვრების დონის ძირითადი კრიტერიუმებისა და კომპენსაციების განსაზღვრის შესახებ.
4.პროფესიული კავშირი იცავს პროფკავშირის წევრთა უფლებებს, თავისუფლად გამოიყენონ შრომითი შესაძლებლობები, აირჩიონ პროფესია, მიიღონ შრომის სამართლიანი ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ოდენობით მაინც.
5.დამსაქმებლები, დამსაქმებელთა გაერთიანებები (კავშირები, ასოციაციები) შესაბამისი პროფესიული კავშირის მონაწილეობით, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად აწესებენ შრომის ნორმებს, შრომის ანაზღაურების სისტემებს, მატერიალური წახალისების ფორმებს, სატარიფო განაკვეთებისა და სარგოების ოდენობებს, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე აისახება კოლექტიურ ხელშეკრულებასა და დარგობრივ (სატარიფო) შეთანხმებაში.
6.პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) შეუძლია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს მის მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, აგრეთვე დამსაქმებლების, დამსაქმებელთა გაერთიანებების (კავშირების, ასოციაციების) და სხვა საზოგადოებრივი გაერთიანებების წინაშე დასმული საკითხების და მათთვის წარდგენილი წინადადებების განხილვაში.
7.პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) ხელმძღვანელი ორგანოები მუშაკთა შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ და სამართლებრივ უფლებებთან და ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ კოლექტიური ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით) გათვალისწინებული პირობების დაცვით.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6870- ვებგვერდი, 28.07.2020წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პროფესიული კავშირი, პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია) იცავს და წარმოადგენს პროფკავშირის წევრთა შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებსა და ინტერესებს.2. პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი ორგანოების მიერ შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების წინასწარ განხილვაში, შეიმუშაოს ალტერნატიული წინადადებები.3. პროფესიული კავშირი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს წარუდგენს წინადადებებს ცხოვრების დონის ძირითადი კრიტერიუმებისა და კომპენსაციების განსაზღვრის შესახებ.4. პროფესიული კავშირი იცავს პროფკავშირის წევრთა უფლებებს, თავისუფლად გამოიყენონ შრომითი შესაძლებლობები, აირჩიონ პროფესია, მიიღონ შრომის სამართლიანი ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ოდენობით მაინც.5. დამსაქმებლები, დამსაქმებელთა გაერთიანებები (კავშირები, ასოციაციები) შესაბამისი პროფესიული კავშირის მონაწილეობით, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად აწესებენ შრომის ნორმებს, შრომის ანაზღაურების სისტემებს, მატერიალური წახალისების ფორმებს, სატარიფო განაკვეთებისა და სარგოების ოდენობებს, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე აისახება კოლექტიურ ხელშეკრულებასა და დარგობრივ (სატარიფო) შეთანხმებაში.6.პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) შეუძლია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს მის მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, აგრეთვე დამსაქმებლების, დამსაქმებელთა გაერთიანებების (კავშირების, ასოციაციების) და სხვა საზოგადოებრივი გაერთიანებების წინაშე დასმული საკითხების და მათთვის წარდგენილი წინადადებების განხილვაში.7. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) ხელმძღვანელი ორგანოები მუშაკთა შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ და სამართლებრივ უფლებებთან და ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ კოლექტიური ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით) გათვალისწინებული პირობების დაცვით.საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6870- ვებგვერდი, 28.07.2020წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №1 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 28 ივლ. 2020ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.
ლიანა ზაგაშვილი
ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი
მნიშვნელობით ახლოსპროფესიული კავშირების …საქართველოს კონსტიტუცი…საჯარო სამსახურის შესა…შრომის უსაფრთხოების შე…პროფესიული განათლების …საქართველოს შრომის კოდ…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა