Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო შესყიდვების შესახებმუხლი 19

საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 19. ეკონომიკურ ოპერატორთან ურთიერთობის ზოგადი პირობები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილი არ არის, უარი თქვას ეკონომიკური ოპერატორის წინადადებაზე იმ საფუძვლით, რომ მას არ აქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმა, მაგრამ შეუძლია საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა თავისი ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად. შემსყიდველ ორგანიზაციას ასევე უფლება არ აქვს, შეზღუდოს საჯარო შესყიდვაში მონაწილეობა საქართველოს ტერიტორიაზე ან მის ნაწილზე მითითებით.

2.შემსყიდველმა ორგანიზაციამ ეკონომიკურ ოპერატორს შეიძლება მოსთხოვოს მხოლოდ ისეთი ინფორმაცია ან დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია, შესყიდვის პირობების შესაბამისად, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადების მიზნით შერჩევა-შეფასების განსახორციელებლად.

3.განაცხადი/წინადადება შეიძლება წარადგინოს როგორც ეკონომიკურმა ოპერატორმა, ისე ეკონომიკურ ოპერატორთა ჯგუფმა. შემსყიდველ ორგანიზაციას არ შეუძლია ეკონომიკურ ოპერატორთა ჯგუფს განაცხადის/წინადადების წარდგენის წინაპირობად კონკრეტული სამართლებრივი ფორმით ორგანიზება განუსაზღვროს. ამასთანავე, ეს ჯგუფი უნდა აკმაყოფილებდეს სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. გამარჯვების შემთხვევაში ეკონომიკურ ოპერატორთა ჯგუფს სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით შეიძლება მოეთხოვოს კონკრეტული სამართლებრივი ფორმით ორგანიზება, თუ ეს შესყიდვის ხელშეკრულების ჯეროვნად შესასრულებლად აუცილებელია, რაც შესყიდვის პირობებში უნდა დასაბუთდეს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით ეკონომიკურ ოპერატორთა ჯგუფის დისკვალიფიკაციას.

4.თუ ეკონომიკური ოპერატორი, მისი თანამშრომელი ან განაცხადში/წინადადებაში მითითებული პირი მონაწილეობდა საჯარო შესყიდვის რომელიმე წინამორბედ ეტაპზე ან შესყიდვის პირობების შემუშავებაში, ეკონომიკურ ოპერატორს უფლება არ აქვს, მონაწილეობა მიიღოს საჯარო შესყიდვის შემდგომ ეტაპებზე, თუ ამ შესყიდვის პირობებით ეკონომიკურ ოპერატორს სხვა ეკონომიკურ ოპერატორებთან შედარებით უპირატესობა ენიჭება, რითაც კონკურენცია იზღუდება.

5.შემსყიდველი ორგანიზაცია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგენისთანავე იღებს სათანადო ზომებს, რათა იმავე პუნქტით განსაზღვრული ეკონომიკური ოპერატორის საჯარო შესყიდვაში მონაწილეობით კონკურენცია არ შეიზღუდოს. ეს ზომები გულისხმობს ამ ეკონომიკური ოპერატორის საჯარო შესყიდვის პროცედურის მომზადებაში მონაწილეობიდან გამომდინარე ინფორმაციის სხვა ეკონომიკურ ოპერატორებთან გაცვლას, აგრეთვე განაცხადის/წინადადების მიღებისთვის ადეკვატური ვადის დადგენას. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური ოპერატორი საჯარო შესყიდვის პროცედურიდან დისკვალიფიცირებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანასწორი მოპყრობის პრინციპის უზრუნველყოფის სხვა საშუალება არ არსებობს.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემსყიდველმა ორგანიზაციამ ეკონომიკურ ოპერატორს დისკვალიფიკაციამდე უნდა მისცეს საშუალება, წარადგინოს მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მას იმავე პუნქტით განსაზღვრულ საჯარო შესყიდვის პროცედურაში არ აქვს უპირატესობა, რომლის ქონაც თანასწორი მოპყრობის პრინციპზე გავლენას მოახდენდა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 11 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 18შემდეგი მუხლი 20

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №16

  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 13მუხლი 54მუხლი 58

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 12საჯარო შესყიდვის მონაწილეთა ზოგადი უფლება-მოვალეობები
  • 56ინფორმაციის/განმარტების მოთხოვნისა და მიღების უფლება
  • 63სხვა ეკონომიკური ოპერატორის შესაძლებლობებზე დაყრდნობა

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 13მოთხოვნები ეკონომიკური ოპერატორის მიმართ
  • 10³სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვება
  • 7შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13⁵ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულებები
  • 13⁶შემზღუდავი ღონისძიებები

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 23სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შეწყვეტა

კონკურენციის შესახებ

  • 18სააგენტოს უფლებამოსილებები

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 43²საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 5კომერციული შეტყობინება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
43²1310³72313⁵13⁶18135458125663519
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…პროდუქტის უსაფრთხოების…სახელმწიფო შესყიდვების…კონკურენციის შესახებსაქართველოს სარკინიგზო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026