Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებმუხლი 3

საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ

მუხლი 3. ტერმინების განმარტება

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 15 ივლ. 2020
თემები:საერთაშორისო საზღვაო

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საძიებო-სამაშველო კოორდინატორი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომ − სააგენტო), რომელიც საძიებო-სამაშველო რაიონში ხელმძღვანელობს ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციას, საძიებო და სამაშველო სამუშაოებს; ბ) საძიებო-სამაშველო რაიონი – საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და ტერიტორიული ზღვის რაიონი, რომლის საზღვრებშიც ხორციელდება საძიებო-სამაშველო ოპერაციები; გ) საძიებო-სამაშველო ერთეული – სათანადოდ მომზადებული პერსონალით დაკომპლექტებული და შესაბამისი მოწყობილობებით აღჭურვილი გემი, რომლითაც შესაძლებელია საძიებო-სამაშველო ოპერაციების განხორციელება; დ) საზღვაო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი (შემდგომ – სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი) – სააგენტოს  სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელია საძიებო-სამაშველო რაიონში ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციისა და საძიებო-სამაშველო ოპერაციების განხორციელების ორგანიზებისა და კოორდინაციისათვის; ე) საძიებო-სამაშველო მოქმედებათა კოორდინატორი – საძიებო-სამაშველო ოპერაციების ხელმძღვანელი; ვ) ადგილზე მოქმედების კოორდინატორი – სააგენტოს შესაბამისი სამსახური, საძიებო-სამაშველო ერთეულის კაპიტანი, საზღვაო გემის ან საფრენი აპარატის კაპიტანი, რომელიც კოორდინაციას უწევს საძიებო-სამაშველო ოპერაციებს; ზ) ავარიული სტადია – გაურკვევლობის, განგაშის ან განსაცდელის სტადიის აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინი; თ) გაურკვევლობის სტადია – გემის ან ადამიანების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შექმნილი გაურკვეველი სიტუაცია, რომელიც წარმოიშობა განსაზღვრულ დროს ნავსადგურში გემის მიუსვლელობით ან გემის ადგილსამყოფლის თუ უსაფრთხო ნავიგაციის შესახებ ინფორმაციის მიუღებლობით; ი) განგაშის სტადია – სიტუაცია, როდესაც საშიშროება ემუქრება გემის ან ადამიანების უსაფრთხოებას, რადგან გაურკვევლობის სტადიის დაფიქსირების შემდეგ ვერ მოხერხდა გემთან დაკავშირება ან ინფორმაციის სხვა წყაროებიდან მიღება, ან როდესაც მიღებული ინფორმაციით გემის საექსპლუატაციო საიმედობა არ არის იმდენად დარღვეული, რომ გამოიწვიოს განსაცდელის სტადია; კ) განსაცდელის სტადია – სიტუაცია, როდესაც დანამდვილებითაა ცნობილი, რომ გემს ან ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ის საჭიროებს შველას, რადგან: კ.ა) მიღებულია ინფორმაცია, რომ გემს ან ადამიანების სიცოცხლეს სერიოზული და გარდუვალი საფრთხე ემუქრება; კ.ბ) განგაშის სტადიის დაფიქსირების შემდეგ ვერ მოხერხდა ვერც გემთან დაკავშირება და ვერც ინფორმაციის სხვა წყაროებიდან მიღება, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ შესაძლებელია გემი იმყოფებოდეს განსაცდელში; კ.გ) მიღებული ინფორმაციით, გემის საექსპლუატაციო საიმედობა იმდენადაა დარღვეული, რომ განსაცდელის სტადია გარდუვალია; ლ) შველა – განსაცდელში მყოფი ადამიანების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა და მათთვის სხვა სახის დახმარების გაწევა; მ) გარემოსათვის ზიანის მიყენება – სანაპირო და შიდა წყლებში ან მათ მიმდებარე რაიონებში ადამიანის ჯანმრთელობისათვის, საზღვაო ფლორის, ფაუნისა და რესურსებისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება, რაც გამოწვეულია დაბინძურებით, ხანძრით, აფეთქებით ან სხვა მსგავსი ინციდენტით; ნ) ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების გამომწვევი ინციდენტი – შემთხვევა ან ერთნაირი მიზეზით გამოწვეული შემთხვევები, რომლებსაც მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურება, რაც საფრთხეს შეუქმნის ერთი ან რამდენიმე ქვეყნის ინტერესებში შემავალ ზღვის გარემოს თუ სანაპირო ზოლს და მოითხოვს გადაუდებელ მოქმედებას ან საგანგებო ზომების მიღებას; ო) საზღვაო დანადგარი – ნებისმიერი სახის სტაციონარული ან მცურავი დანადგარი თუ ნაგებობა, რომელიც გამოიყენება აირისა და ნავთობის დაზვერვისას, მოპოვებისას და წარმოებისას, აგრეთვე ნავთობისა და მავნე ნივთიერებების ჩატვირთვა-გადმოტვირთვისას; პ) ნავთობის დამუშავებასთან დაკავშირებული საზღვაო ნავსადგურები და ობიექტები – ნავთობტერმინალები, მილსადენები, საზღვაო ნავსადგურები და სხვა ობიექტები, რომლებიც გამოიყენება ნავთობის დამუშავებისას და ქმნიან ნავთობით დაბინძურების საშიშროებას; ჟ) სახელმძღვანელო დოკუმენტები – საქართველოს კანონმდებლობა, საძიებო-სამაშველო ოპერაციების და ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციის გეგმები; რ) საერთაშორისო სტანდარტები – საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) შესაბამისი კონვენციები, სახელმძღვანელო საერთაშორისო საზღვაო და საჰაერო ძიებისა და შველის შესახებ. საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4604 - სსმ I, №11, 10.04.2007წ., მუხ. 108 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №71 - სსმ I, №12, 14.07.2008წ., მუხ. 93 საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №853 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ. 278 საქართველოს 2010 წლის ოქტომბრის კანონი №3752 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.392 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4218 - ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2398 - ვებგვერდი, 16.05.2014წ. თავი II  საზღვაო-სამაშველო სამსახურის ორგანიზაციული სტრუქტურა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 16 მაი. 2014-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 16 მაი. 2014
  2. 15 აპრ. 2011· გამოქვეყნდა 10 მარ. 2011
  3. 5 ნოე. 2010
  4. 1 თებ. 2009· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2008
  5. 20 აგვ. 2008· გამოქვეყნდა 14 ივლ. 2008
  6. 10 აპრ. 2007
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ივლ. 2020 · №10

  • 6 ცვლილება · ბოლო 16 მაი. 2014
  • 8 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ

  • 7საძიებო-სამაშველო მოქმედებათა კოორდინატორი
  • 5სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი
  • 4საძიებო-სამაშველო კოორდინატორი

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 1ტერმინთა განმარტება

ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

  • 1კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება:

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 20¹საძებნ-სამაშველო მომსახურება

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13²ტერმინთა განმარტება

საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

შრომის ინსპექციის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

საზღვაო კოდექსი

  • 15

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
75411520¹13²123323
მნიშვნელობით ახლოსსაზღვაო-სამაშველო სამს…მეზღვაურთა შრომის შესა…მეთევზე-მეზღვაურთა გან…ტრანსპორტის სფეროს მარ…საქართველოს საჰაერო კო…სამოქალაქო უსაფრთხოები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ივლ. 2020 · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026