საზღვაო კოდექსი

მუხლი 39

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოში რეგისტრირებულ გემს უნდა ჰქონდეს შემდეგი ძირითადი საბუთები: ა) რეგისტრაციის მოწმობა; ბ) გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობის წევრებით დაკომპლექტების დოკუმენტი (გემის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების მოწმობა); გ) გემის ჟურნალი; დ) სამანქანო ჟურნალი (მექანიკური ძრავის მქონე გემის შემთხვევაში); ე) გემის რადიოსადგურის ჟურნალი (საჭიროების შემთხვევაში); ვ) გემის სანიტარიული მოწმობა; ზ) გემის რადიოსადგურის მოწმობა და სხვა საბუთები რადიოკავშირის რეგლამენტის თანახმად; თ) გემის ეკიპაჟის წევრთა სია; ი) სხვა საბუთები (მოწმობები და ა. შ.), რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

2.ამ მუხლში აღნიშნული ჟურნალები იწარმოება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით. შევსებული ჟურნალები გემზე 3 წლის განმავლობაში ინახება.

3.ამ მუხლში აღნიშნული ძირითადი საბუთების მატერიალური ან ელექტრონული ვერსიები გემზე უნდა ინახებოდეს. გემისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ელექტრონული მოწმობის, მათ შორის, აღნიშნული მოწმობის პერიოდული დამოწმების, აგრეთვე მისი წარმომავლობის, კანონიერი ძალის (ვალიდაციის) და ნამდვილობის დადასტურების მკაფიო და მარტივი ინსტრუქცია მოწმობაში არსებული ინფორმაციის დასადასტურებლად.

4.სპეციალური მომსახურების და სპორტულ გემებს შეიძლება არ ჰქონდეთ სატონაჟო მოწმობა. სპეციალური მომსახურების გემის წყალწყვა შეიძლება განისაზღვროს გამარტივებული წესით, რაც დასტურდება შესაბამისი მოწმობის გაცემით.

5.პატარა გემი არ არის ვალდებული, ჰქონდეს სამანქანო ან სანიტარიული ჟურნალი, თუ გემთმფლობელის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

6.საქართველოს გემებს, რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო ნაოსნობაში, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საბუთების გარდა, უნდა ჰქონდეთ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სხვა სავალდებულო მოწმობები.

7.ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებებიდან გამონაკლისის დაშვება სააგენტოს შეუძლია მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91 საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3072 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №38 · ძალაშია 1 ივლ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 აპრ. 2026
  2. · გამოქვეყნდა 13 ივნ. 2023
  3. · გამოქვეყნდა 14 ივლ. 2008

    39-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულია: მასში ჩამოყალიბებული საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებული საბუთების ქონის მოთხოვნა საზღვარგარეთ სანაოსნოდ გამსვლელი გემისათვის აღარ არის ამ პუნქტში.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საზღვაო კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
114⁴32403544¹265657921 (დ…228639
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსისაქართველოს ადმინისტრა…მეზღვაურთა შრომის შესა…მეზღვაურთა განათლებისა…საქართველოს საჰაერო კო…სახელმწიფო საზღვრის რე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა