1.რეესტრში რეგისტრირდება გემი, რომელზედაც ტექნიკური ზედამხედველობა ხორციელდება ამ კოდექსის II 1 თავის შესაბამისად.
2.პატარა გემი, რომლის ასაკიც არ აღემატება 3 (სამ) წელს, არ არის ვალდებული, გაიაროს ტექნიკური ზედამხედველობა ყოველწლიურად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3.შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემების ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაცია, რომლის აღიარების წესი და პირობები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით. საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1923-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.233 საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3750-სსმI, №62,05.11.2010წ., მუხ.390 საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6171 – ვებგვერდი, 25.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1543 – ვებგვერდი, 30.04.2026წ.


