Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაზღვაო კოდექსიმუხლი 375

საზღვაო კოდექსი

მუხლი 375

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:საზღვაო უსაფრთხოებასაზღვაო გადაზიდვების სამართალისატრანსპორტო საშუალებების შეფასება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839

ეს კოდექსი ამოქმედდეს 1997 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს საზღვაო კოდექსის დანართი საქართველოს საზღვაო კოდექსში გამოყენებული საზღვაო ტერმინები საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91 საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022წ.

1.გემი – ადამიანების გადასაყვანი და ტვირთის გადასაზიდი მცურავი სატრანსპორტო საშუალება .

2.ბარჟა – მცურავი სატვირთო სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ბუქსირით მოძრაობს (კარჭაპი).

3.ბუქსირი (ბუქსირმზიდი) – საბაგირე გემი.

4.საბუქსირე – გემი ან სხვა მცურავი ობიექტი, რომელიც ბუქსირის (ბუქსირმზიდის) მეშვეობით დაცურავს (მოძრაობს).

5.კრუიზი – საზღვაო მოგზაურობა.

6.ფრახტი – გემით ტვირთის გადაზიდვის ქირა.

7.დაფრახტვა – გემის გარკვეული ვადით დაქირავება.

8.დამფრახტავი – გემის დამქირავებელი.

9.გამფრახტავი – გემის გამქირავებელი.

10.ჩარტერი – გემთმფლობელსა და გემის დამქირავებელს შორის დადებული ხელშეკრულება გემის დაფრახტვის შესახებ.

11.ბერბოუტ - ჩარტერი – გემის უეკიპაჟოდ დაქირავება.

12.ტაიმ - ჩარტერი – გემის ეკიპაჟით დაქირავება გარკვეული დროით.

13.სარეისო ჩარტერი − დაფრახტვა გემით განსაზღვრული რაოდენობის ტვირთის წინასწარ შეთანხმებულ ნავსადგურებს შორის გადაზიდვის მიზნით.

14.გემის იპოთეკა – გემის იპოთეკით დატვირთვა ამ კოდექსის შესაბამისად.

15.ოპერატორი: ა) თანამდებობის პირი, რომელიც იღებს და უშუალო შემსრულებელს აცნობს დისპეტჩერის განკარგულებას; ბ) ბერბოუტ - ჩარტერის დროს გემთმფლობელი ან დამფრახტავი ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც ოფიციალურად ეკისრება მფლობელის ან დამფრახტავის პასუხისმგებლობა.

16.სატრანსპორტო ტერმინალის ოპერატორი – პირი, რომელიც თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ვალდებულია საკუთარ განკარგულებაში მიიღოს ტვირთი, რომელიც საერთაშორისო გადაზიდვის ობიექტია. სატრანსპორტო ტერმინალის ოპერატორად არ ჩაითვლება პირი, რომელიც, ტვირთის გადაზიდვის საერთაშორისო კონვენციის თანახმად, გადამზიდველია.

17.სტალიური დრო – ზუსტად განსაზღვრული სუფთა დრო, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს გემის დატვირთვა ან გადმოტვირთვა.

18.კონტრსტალიური დრო – დამატებითი დრო გემის სატვირთო სამუშაოების დამთავრებისათვის განსაზღვრული დროის ამოწურვის შემდეგ.

19.დისპაჩი – პრემია, რომელსაც გემთმფლობელი უხდის ტვირთის პატრონს გემის ვადაზე ადრე დატვირთვისათვის ან გადმოტვირთვისათვის.

20.დემერეჯი – შეთანხმებული თანხის ოდენობა, რომელსაც ჩარტერერი უხდის გემთმფლობელს გემის მოცდენისათვის კონტრსტალიური დროის მიხედვით.

21.დისპაში – ავარიის შემთხვევაში იმ ზარალის გაანგარიშება, რომელიც მიადგა ტვირთსა და გემს.

22.ნავსადგურის კაპიტანი – საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსი, რომელიც პასუხისმგებელია ნავსადგურში ნაოსნობის უსაფრთხოებისთვის.

23.სალოცმანო სამსახური – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სალოცმანო მომსახურებას სერტიფიცირებული ლოცმანის მეშვეობით, სააგენტოს მიერ დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად.

24.ლოცმანი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სერტიფიცირებული ფიზიკური პირი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს საზღვაო ნავსადგურების მისასვლელებთან გემის გაცილებას.

25.კონოსამენტი – დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება ტვირთის გადამზიდავსა და მიმღებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა და რომელშიც აღნიშნულია ტვირთის ყველა რეკვიზიტი (საზღვაო ზედნადები).

26.საორდერო კონოსამენტი – კონოსამენტი, რომელშიც მითითებული არ არის ტვირთის მიმღები და აღნიშნულია მხოლოდ ის პირი, რომლის ბრძანებითაც შეიძლება გაიცეს ტვირთი.

27.კაბოტაჟი – სანაპირო ნაოსნობა ერთი სახელმწიფოს ნავსადგურებს შორის.

28.სადისბურსმენტო ანგარიში – დოკუმენტი, რომლითაც ხდება გემთმფლობელსა და სანავსადგურე ერთეულს შორის ანგარიშსწორება.

29.სურვეირული მომსახურება – ცარიელი და დატვირთული გემების აზომვა, მათი ტექნიკური მდგომარეობის ექსპერტიზა, აგრეთვე ტვირთის რაოდენობის, მისი დანაკლისისა და დაზიანების შემოწმება და ა. შ..

30.დროშის სახელმწიფო კონტროლი – იმ სახელმწიფოს მიერ ეკიპაჟისა და კომპანიის კონტროლი, რომლის დროშითაც დაცურავს გემი.

31.ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლი – სახელმწიფოს კონტროლი მის ნავსადგურში შესულ გემებზე.

32.საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრი – საქართველოში რეგისტრირებული გემების მონაცემთა ბაზა.

33.საკლასიფიკაციო საზოგადოება – ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაცია, რომლის წესების შესაბამისად და რომლის ზედამხედველობითაც ხორციელდება გემების დაპროექტება, მშენებლობა და ა. შ..

34.პირდაპირი შერეული გადაზიდვა – ტვირთის სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვა.

35.პირდაპირი საწყლოსნო გადაზიდვა – გაგზავნის და დანიშნულების ადგილებს შორის ტვირთის დატვირთვის გარეშე საერთაშორისო გადაზიდვა წყლისა და საზღვაო გზების მეშვეობით (მაგალითად, ჰამბურგიდან ფოთამდე ან ბათუმამდე მდინარეებით – ელბითა და დუნაით − და შავი ზღვით).

36.BIMCO – ბალტიის საერთაშორისო საზღვაო კონფერენცია – საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც: აერთიანებს გემთმფლობელებს, ბროკერებსა და გემის აგენტებს; ქმნის და ამტკიცებს საზღვაო გადაზიდვების უნიფიცირებულ ფორმებს, კონოსამენტებს და სხვა საზღვაო კომერციულ დოკუმენტებს. BIMCO აღიარებულია მსოფლიოს ყველა არბიტრაჟის მიერ. საზღვაო - კომერციული შეთანხმების შედგენისას აუცილებელია მისი დოკუმენტებით ხელმძღვანელობა.

37.გემის ზღვაოსნობაუნარიანობა – გემის ზღვაოსნობის თვისებათა ერთობლიობა, რომლითაც უზრუნველყოფილია მისი შეუფერხებელი და უსაფრთხო ცურვა.

38.სათანადო მზრუნველობა – გემის ზღვაოსნობაუნარიანობის უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება განისაზღვროს, როგორც გადამზიდავის კომპეტენტური და გონივრული ძალისხმევა ჰააგის წესების მე -3 პუნქტის პირველი ქვეპუნქტის „a“, „b“ და „c“ ნაწილებით გათვალისწინებული აუცილებელი პირობების შესასრულებლად.

39.ზღვაში ჩაძირული ქონება – ზღვაში ან ზღვის ნაპირზე აღმოჩენილი დაკარგული, უპატრონო, მიგდებული ქონება, კერძოდ, ნაპირზე გამორიყული ტვირთი, ზღვის ზედაპირზე მოტივტივე დაღუპული გემის ნამსხვრევები, გემი, ქონება, რომელიც გემით ან მისი მეშვეობით გადაიზიდებოდა, და სხვა. ზღვაში ჩაძირულ ქონებად არ მიიჩნევა ის ქონება, რომელიც საქართველოს სანავსადგურე ერთეულში სატვირთო ოპერაციებისა და სანავსადგურე ინფრასტრუქტურის სარემონტო სამუშაოების განხორციელებისას შემთხვევით ჩაიძირა სანავსადგურე ერთეულის აკვატორიაში. საქართველოს პრეზიდენტი        ედუარდ შევარდნაძე თბილისი, 1997 წლის 15 მაისი №715-II ს

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №35 · ძალაშია 24 მაი. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 374⁶

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საკრუიზო გემის დაზიანებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ჩარტერ-პარტის ხელშეკრულებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საზღვაო და სამდინარო ხომალდების შეფასებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №42

  • 31 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საზღვაო კოდექსი

  • 1
  • 12
  • 44¹

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება
  • 1კანონის მოქმედების სფერო

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 2კოდექსში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

  • 6კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება
  • 9საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში და რეიდებზე უცხო ქვეყნის იმ გემის შესვლა, რომელიც გამოიყენება კომერციული ან საქველმოქმედო მიზნით

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 6 (დანართი 2)საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში ზომამცირე გემით სარგებლობისა და ცურვის წესები
  • 23 (დანართი 1)

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 53საბაჟო ფორმალობების განხორციელება, საპასპორტო და სხვა წესების გამოყენება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26911244¹5336 (და…23 (დ…21375
მნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსიმეზღვაურთა შრომის შესა…მეზღვაურთა განათლებისა…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს საზღვაო სი…სახელმწიფო საზღვრის რე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026