Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საზღვაო სივრცის შესახებმუხლი 6

საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

მუხლი 6. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

რედაქცია №25 კონსოლიდირებული · 13 დეკ. 2023
თემები:პორტის ოპერაციებისაერთაშორისო საზღვაოდაბინძურების კონტროლიდაბინძურების კონტროლიგემის რეგისტრაციატრანსსასაზღვრო ხელშეკრულებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) დელიმიტაცია – დაინტერესებულ სახელმწიფოთა შორის ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ან კონტინენტური შელფის გამყოფი ხაზის დადგენა შეთანხმების საფუძველზე; ბ) გემის დროშის სახელმწიფო – სახელმწიფო, რომლის დროშითაც დაცურავს გემი და რომლის გემების სახელმწიფო რეესტრშიც არის ეს გემი რეგისტრირებული; გ ) ზღვაოსანთა უწყება – სპეციალური საინფორმაციო ბიულეტენი ზღვებსა და ოკეანეებში სანავიგაციო მდგომარეობისა და ცურვის რეჟიმში მომხდარი ცვლილებების შესახებ, რომელსაც გამოსცემს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ; დ) ზღვის გარემოს დაბინძურება – ზღვის გარემოში, მათ შორის, ესტუარში ნივთიერებათა ან ენერგიის პირდაპირ ან არაპირდაპირ შეტანა, რასაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ცოცხალ რესურსებს, საფრთხე შეუქმნას ზღვაში სიცოცხლის არსებობას და ადამიანის ჯანმრთელობას, ხელი შეუშალოს ზღვაზე საქმიანობას, თევზჭერასა და ზღვის მართლზომიერ გამოყენებას, გამოიწვიოს გამოსაყენებელი წყლის ხარისხისა და დასვენების პირობების გაუარესება; ე) სამხედრო ხომალდი – საქართველოს თავდაცვის ძალების ან უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების სანაოსნო საშუალება, რომელსაც აქვს სამხედრო ხომალდის განმასხვავებელი ნიშნები, რომელსაც მეთაურობს ამ ქვეყნის საზღვაო ოფიცერთა სიაში ან სხვა ეკვივალენტურ დოკუმენტში რეგისტრირებული სამხედრო სამსახურის ოფიცერი და რომელსაც ჰყავს სამხედრო დისციპლინისადმი დაქვემდებარებული ეკიპაჟი; ვ) საწყისი ხაზები – სანაპირო ზოლი ზღვის მაქსიმალური უკუქცევის დროს ან სწორი ხაზები, რომლებიც აერთებენ ზღვაში ნაპირის ყველაზე დაშორებულ წერტილებს, ღუზაზე სადგომი რეიდების, ჰიდროტექნიკური და სხვა მუდმივი სანავსადგურო ნაგებობების ჩათვლით; ზ) ჩამარხვა – ნარჩენების ან სხვა მასალების გემებიდან, საფრენი აპარატებიდან, ბაქნებიდან და ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციებიდან განზრახ მოცილება, აგრეთვე გემების, საფრენი აპარატების, ბაქნების ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციების განზრახ განადგურება; ჩამარხვად არ ითვლება ისეთი ნარჩენების ან სხვა მასალების მოცილება, რომლებიც გემების, საფრენი აპარატების, ბაქნების ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციების და მათი მოწყობილობების ნორმალური ექსპლუატაციის შედეგია, გარდა იმ ნარჩენების ან სხვა მასალებისა, რომლებიც სპეციალურად არის ტრანსპორტირებული გემებით, საფრენი აპარატებით, ბაქნებით ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციებით მათი მოცილების მიზნით ან რომლებსაც მოზიდავენ ასეთ გემებთან. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №783 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.251 საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5336 - ვებგვერდი, 05.12.2011წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3604 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

რედაქციების შედარება

კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) დელიმიტაცია – დაინტერესებულ სახელმწიფოთა შორის ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ან კონტინენტური შელფის გამყოფი ხაზის დადგენა შეთანხმების საფუძველზე; ბ) გემის დროშის სახელმწიფო – სახელმწიფო, რომლის დროშითაც დაცურავს გემი და რომლის გემების სახელმწიფო რეესტრშიც არის ეს გემი რეგისტრირებული; გ ) ზღვაოსანთა უწყება – სპეციალური საინფორმაციო ბიულეტენი ზღვებსა და ოკეანეებში სანავიგაციო მდგომარეობისა და ცურვის რეჟიმში მომხდარი ცვლილებების შესახებ, რომელსაც გამოსცემს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ; დ) ზღვის გარემოს დაბინძურება – ზღვის გარემოში, მათ შორის, ესტუარში ნივთიერებათა ან ენერგიის პირდაპირ ან არაპირდაპირ შეტანა, რასაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ცოცხალ რესურსებს, საფრთხე შეუქმნას ზღვაში სიცოცხლის არსებობას და ადამიანის ჯანმრთელობას, ხელი შეუშალოს ზღვაზე საქმიანობას, თევზჭერასა და ზღვის მართლზომიერ გამოყენებას, გამოიწვიოს გამოსაყენებელი წყლის ხარისხისა და დასვენების პირობების გაუარესება; ე) სამხედრო ხომალდი – საქართველოს თავდაცვის ძალების ან უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების სანაოსნო საშუალება, რომელსაც აქვს სამხედრო ხომალდის განმასხვავებელი ნიშნები, რომელსაც მეთაურობს ამ ქვეყნის საზღვაო ოფიცერთა სიაში ან სხვა ეკვივალენტურ დოკუმენტში რეგისტრირებული სამხედრო სამსახურის ოფიცერი და რომელსაც ჰყავს სამხედრო დისციპლინისადმიდისციპლინას დაქვემდებარებული ეკიპაჟი; ვ) საწყისი ხაზები – სანაპირო ზოლი ზღვის მაქსიმალური უკუქცევის დროს ან სწორი ხაზები, რომლებიც აერთებენ ზღვაში ნაპირის ყველაზე დაშორებულ წერტილებს, ღუზაზე სადგომი რეიდების, ჰიდროტექნიკური და სხვა მუდმივი სანავსადგურო ნაგებობების ჩათვლით; ზ) ჩამარხვა – ნარჩენების ან სხვა მასალების გემებიდან, საფრენი აპარატებიდან, ბაქნებიდან და ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციებიდან განზრახ მოცილება, აგრეთვე გემების, საფრენი აპარატების, ბაქნების ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციების განზრახ განადგურება; ჩამარხვად არ ითვლება ისეთი ნარჩენების ან სხვა მასალების მოცილება, რომლებიც გემების, საფრენი აპარატების, ბაქნების ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციების და მათი მოწყობილობების ნორმალური ექსპლუატაციის შედეგია, გარდა იმ ნარჩენების ან სხვა მასალებისა, რომლებიც სპეციალურად არის ტრანსპორტირებული გემებით, საფრენი აპარატებით, ბაქნებით ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციებით მათი მოცილების მიზნით ან რომლებსაც მოზიდავენ ასეთ გემებთან. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №783 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.251 საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5336 - ვებგვერდი, 05.12.2011წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3604 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 21 ნოე. 2018
  2. 5 დეკ. 2011
  3. 29 დეკ. 2008
წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 7

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გემების კონტრაქტები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საზღვაო სამართალი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საზღვაო სამართალი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საზღვაო და სამდინარო ხომალდების შეფასებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-12-13 · №25

0
ციტირებულია მუხლი
3
ცვლილება
ბოლო 2018-11-21
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება
  • 1კანონის მოქმედების სფერო

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 2ტერმინების განმარტება

მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 1ტერმინთა განმარტება

ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

  • 1კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება:

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

საზღვაო კოდექსი

  • 44(ამოღებულია)

საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ

  • 3ტერმინების განმარტება
  • 2კანონის რეგულირების სფერო

თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 1ტერმინების განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21321442312126
მნიშვნელობით ახლოსმეზღვაურთა შრომის შესა…მეზღვაურთა განათლებისა…საქართველოს სახელმწიფო…მეთევზე-მეზღვაურთა გან…ტრანსპორტის სფეროს მარ…სამრეწველო ემისიების შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 13 დეკ. 2023