საზღვაო კოდექსი

მუხლი 44³

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სააგენტოს უფლება აქვს, გემის შემმოწმებელს ან აღიარებულ ორგანიზაციას სრულად ან შეზღუდულად გადასცეს უფლებამოსილება, რათა მან განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ინსპექტირება და შემოწმება, სატვირთო მარკის მონიშვნა, ტევადობის გაზომვა, გემის მშენებლობისა და შეკეთების მონიტორინგი, საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისი მოწმობის გაცემა და განახლება, საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნების შესრულებისაგან გათავისუფლების შესახებ მოწმობის გაცემა და განახლება, ამ კოდექსის 44 12 მუხლთან შესაბამისობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემა.

2.სააგენტო ადასტურებს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად გაცემულ ყველა მოწმობას, რომლებშიც აღნიშნულია გამონაკლისები საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, მიუხედავად იმისა, ისინი მუდმივია თუ დროებითი, აგრეთვე ასეთ მოწმობებში შეტანილ ყველა ცვლილებას.

3.სატვირთო გემის რადიოსადგურის მოწმობის სპეციფიკიდან გამომდინარე, კერძო ორგანიზაციას, რომელიც აღიარებულია სააგენტოს მიერ, აქვს სათანადო პრაქტიკა და ჰყავს კვალიფიციური პერსონალი, შეიძლება მიენიჭოს რადიოსაკომუნიკაციო უსაფრთხოების დამოუკიდებლად შეფასების უფლებამოსილება.

4.ამ მუხლის მე -3 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილების მისაღებად კერძო ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს ამ კოდექსით განსაზღვრულ და სააგენტოს მიერ დადგენილ და გამოქვეყნებულ მოთხოვნებს. კერძო ორგანიზაციის აღიარება და მისთვის მოვალეობათა გადაცემა ხორციელდება სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

5.სააგენტოს უფლება აქვს, გააუქმოს იმ კერძო ორგანიზაციის აღიარება, რომელიც აღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე -4 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან რომლის მიერ შესრულებული სამუშაო არადამაკმაყოფილებლად ფასდება. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №31 · ძალაშია 18 იან. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 14 ივნ. 1997 – 19 ივნ. 2012 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საზღვაო კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
63⁶288⁸4044⁷44¹³62633827444³
მნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსიმეზღვაურთა შრომის შესა…მეზღვაურთა განათლებისა…საქართველოს სარკინიგზო…საჯარო სამართლის იურიდ…მეთევზე-მეზღვაურთა გან…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა