საზღვაო კოდექსი

მუხლი 48

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გემის კაპიტნის ბრძანება მისი კომპეტენციის ფარგლებში ზედმიწევნით უნდა შეასრულოს გემზე მყოფმა ყველა პირმა. თუ გემზე მყოფი რომელიმე პირი კაპიტნის ბრძანებას არ შეასრულებს, კაპიტანი ვალდებულია მის მიმართ შესაბამისი ზომები მიიღოს.

2.გემის კაპიტნის უფლებამოსილება მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) იმ უფლებას, რომ მან უარი თქვას გემის სანაოსნოდ გაყვანაზე, როდესაც გემი უსაფრთხოდ არ მიაჩნია, გემზე ასვლაზე უარი განუცხადოს ნებისმიერ პირს, გარდა სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი პირისა, რომელიც ასრულებს მოვალეობას „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ“ 1974 წლის საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად, ასევე უარი თქვას ნებისმიერი სახის ტვირთის დატვირთვაზე.

3.თუ გემის კაპიტანი პროფესიული განსჯის საფუძველზე მიიჩნევს, რომ არსებობს კონფლიქტი გემის მიმართ წაყენებულ საზღვაო უშიშროების მოთხოვნასა და საზღვაო უსაფრთხოების მოთხოვნას შორის, იგი უპირატესობას ანიჭებს საზღვაო უსაფრთხოების მოთხოვნას, საჭიროების შემთხვევაში იღებს დროებით ზომებს საზღვაო უშიშროებისთვის და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სააგენტოს. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №39 · ძალაშია 1 ოქტ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 13 ივნ. 2023

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საზღვაო კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
24114⁸615482315618 (დ…19 (დ…12 (დ…42448
მნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსისახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს ადმინისტრა…მეზღვაურთა განათლებისა…მეზღვაურთა შრომის შესა…საქართველოს საზღვაო სი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა