მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

მუხლი 15. შეღავათის დაშვება

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 20 სექ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მეთევზე-მეზღვაურის სიკვდილის, ავადმყოფობის ან/და დაშავების შემთხვევაში, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი გარემოების წარმოქმნისას სააგენტოს შეუძლია მისი მოვალეობის შესრულების უფლება მისცეს სათანადო სერტიფიკატის არმქონე მეზღვაურს განსაზღვრული ვადით, თუ მისი კომპეტენცია დასაკავებელი თანამდებობისათვის გათვალისწინებულ რანგზე ერთი რანგით ნაკლებია.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების საფუძველზე მუშაობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.

3.შკიპერისა და თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსის თანამდებობების დაკავების უფლებას სააგენტო სათანადო კომპეტენციის არმქონე მეზღვაურს აძლევს მხოლოდ შკიპერისა და თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსის სიკვდილის, ავადმყოფობის ან/და დაშავების შემთხვევაში, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი გარემოების წარმოქმნისას, არა უმეტეს 1 თვის ვადით.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას რადიოსპეციალისტისა და რადიოტელეფონისტის თანამდებობების დასაკავებლად სააგენტო ანიჭებს მხოლოდ რადიოკავშირის რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

5.გემთმფლობელი ვალდებულია სათანადო კომპეტენციის სერტიფიკატის არმქონე მეთევზე-მეზღვაური უმოკლეს ვადაში შეცვალოს სათანადო კომპეტენციის სერტიფიკატის მქონე სპეციალისტით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მეთევზე-მეზღვაურის სიკვდილის, ავადმყოფობის ან/და დაშავების შემთხვევაში, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი გარემოების წარმოქმნისას სააგენტოს შეუძლია მისი მოვალეობის შესრულების უფლება მისცეს სათანადო სერტიფიკატის არმქონე მეზღვაურს განსაზღვრული ვადით, თუ მისი კომპეტენცია დასაკავებელი თანამდებობისათვის გათვალისწინებულ რანგზე ერთი რანგით ნაკლებია. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების საფუძველზე მუშაობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს. 3. შკიპერისა და თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსის თანამდებობების დაკავების უფლებას სააგენტო სათანადო კომპეტენციის არმქონე მეზღვაურს აძლევს მხოლოდ შკიპერისა და თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსის სიკვდილის, ავადმყოფობის ან/და დაშავების შემთხვევაში, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი გარემოების წარმოქმნისას, არა უმეტეს 1 თვის ვადით. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას რადიოსპეციალისტისა და რადიოტელეფონისტის თანამდებობების დასაკავებლად სააგენტო ანიჭებს მხოლოდ რადიოკავშირის რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 5. გემთმფლობელი ვალდებულია სათანადო კომპეტენციის სერტიფიკატის არმქონე მეთევზე-მეზღვაური უმოკლეს ვადაში შეცვალოს სათანადო კომპეტენციის სერტიფიკატის მქონე სპეციალისტით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 9 ოქტ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11¹⁷4744³59971138341551115
მნიშვნელობით ახლოსმეზღვაურთა განათლებისა…მეთევზე-მეზღვაურთა გან…საზღვაო კოდექსიმეზღვაურთა შრომის შესა…დანაშაულის პრევენციის,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა