საჯარო სამსახურის შესახებ

მუხლი 87. დისციპლინური წარმოების პრინციპები

რედაქცია №75 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სალომე ოსეფაშვილისალომე კობერიძე

1.დისციპლინური წარმოება ემყარება კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპებს. არავის არ შეიძლება დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა ამ კანონით დადგენილი საფუძვლისა და წესის დაცვის გარეშე.

2.არავის არ შეიძლება განმეორებით დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა ერთი და იმავე დისციპლინური გადაცდომისათვის.

3.მოხელე არ შეიძლება მონაწილეობდეს დისციპლინურ წარმოებაში, თუ მას აქვს პირადი ინტერესი ან/და თუ არსებობს სხვა გარემოება, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს საქმის გადაწყვეტაზე.

4.დისციპლინური წარმოება კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვით უნდა მიმდინარეობდეს.

5.პირი არ ჩაითვლება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირად მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულიდაუშვებლობა (T5)

    საჯარო მოხელის სახელფასო დავალიანებისა და დაგვიანებით გადახდისათვის თანხის ანაზღაურება

    დავა ეხებოდა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საჯარო მოხელისათვის სახელფასო დავალიანების და მისი გადახდის დაგვიანებისათვის თანხის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მოხელის ანაზღაურების უფლების შეზღუდვა მხოლოდ კანონით განსაზღვრული წინაპირობებით არის შესაძლებელი, ხოლო დისციპლინური წარმოების დაწყება თავისთავად არ ადასტურებს გადაცდომას. სასამართლომ მიუთითა, რომ ხელფასის სრულად დაკავება კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ არის. მერის საკასაციო საჩივარი 1400 ლარის სახელფასო დავალიანების დაკისრების ნაწილში დაუშვებლად იქნა მიჩნეული და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა; დაგვიანებისათვის თანხის დაკისრების ნაწილზე უზენაესი სასამართლოს შედეგი მოწოდებულ სარეზოლუციო ნაწილში მითითებული არ არის.

  • საკასაციო არსებითი (T2)

    საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შესახებ განკარგულების, კონკურსის დებულებისა და შედეგების ბათილობა

    დავა შეეხებოდა ონის რაიონის გამგებლის განკარგულების, საკონკურსო დებულებისა და კონკურსის შედეგების ბათილობას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს საკრებულო ნიშნავს. გამგებლის მიერ გამოცემული განკარგულება არაუფლებამოსილი ორგანოს აქტად იქნა მიჩნეული. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო განჩინება უცვლელად დარჩა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 11 ნოე. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14³⁴11²¹75⁴9188100133143741162187
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსისაჯარო სამსახურის შესა…დანაშაულის პრევენციის,…ადვოკატთა დისციპლინური…პენიტენციური კოდექსისაერთო სასამართლოების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №75 · ბოლოს შემოწმდა