ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ

მუხლი 22. ვეტერანების საზოგადოებრივი გაერთიანებები

რედაქცია №30 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ვეტერანების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში, ავტონომიურ რესპუბლკებში, ქალაქებში, რაიონებში, საწარმოებში, ორგანიზაციებში, დაწესებულებებში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იქმნება ვეტერანების შესაბამისი საზოგადოებრივი გაერთიანებები, რომლებიც თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ხელს უწყობენ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში ვეტერანების სოციალურ-საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ გადაწყვეტილებათა მიღებას, სახელმწიფო ორგანოებში და საზოგადოე ბრივ გაერთიანებებში წარმოადგენენ და იცავენ ვეტერანების ინტერესებს.

2.საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ხელს უწყობენ ვეტერანების საზოგადოებრივი გაერთიანებების საქმიანობას, ეხმარებიან ფინანსურად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნორმალური ფუნქციონირებისთვის გამოუყოფენ კეთილმოწყობილ სამუშაო ადგილებს, მოწყობილობას, ინვენტარსა და ქონებას.

3.(ამოღებულია).

4.(ამოღებულია). საქართველოს 199 7 წლის 16  ოქტომბრი ს კანონი №962 - პარლამენტის უწყებანი № 44 , 11.11.1997 წ., გვ.69 საქართველო ს 2005 წლის 2 3 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I , №56 28.12 . 200 5 წ., მუხ.400 საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3647 - სსმ I, №44 27.11.2006 წ., მუხ.295 საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6884 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №28 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტში გაერთიანებების ხელშეწყობის ვალდებულების სუბიექტებიდან ამოღებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები; მეორე ცვლილება მართლწერითია.

  2. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტში გაერთიანებების მხარდამჭერ ორგანოებად დარჩა სახელმწიფო ხელისუფლება და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ხოლო „მოქმედი კანონმდებლობა“ შეიცვალა „საქართველოს კანონმდებლობით“.

  3. · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2005

    22-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულია.

  4. 22-ე მუხლში ვეტერანი პენსიონერების საწარმოების შესახებ ნორმა მე-4 პუნქტად გამოიყო; შენატანები ახლა ცენტრალურ ბიუჯეტში ირიცხება, ხოლო სახსრების განაწილების წესს მინისტრთა კაბინეტის ნაცვლად პრეზიდენტი შეიმუშავებს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12222419162011412122
მნიშვნელობით ახლოსომისა და თავდაცვის ძალ…მოხალისეობის შესახებპროფესიული კავშირების …საქართველოს ოკუპირებულ…სახელმწიფო პენსიის შეს…საგანგებო მდგომარეობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №30 · ბოლოს შემოწმდა