ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა : ა ) შემოქმედი მუშაკი – ფიზიკური პირი , რომლის ინტელექტუალურ - შემოქმედებითი საქმიანობის შედეგია ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოები ან მათი ინტერპრეტაცია ; ბ) ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოები − შემოქმედი მუშაკის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგი, რომელიც განსაზღვრულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით; გ) შემოქმედებითი კავშირი − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი − ლიტერატურისა და ხელოვნების ერთი ან რამდენიმე დარგის არანაკლებ 5 შემოქმედი მუშაკის პროფესიულ-შემოქმედებითი გაერთიანება, რომელში გაწევრებაც ნებაყოფლობითია და რომლის მიზანია ლიტერატურისა და ხელოვნების ამა თუ იმ დარგის განვითარება, ამ გაერთიანების წევრთა საერთო კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვა, სხვა არასამეწარმეო (არაკომერციული) საქმიანობის განხორციელება; დ) შემოქმედებითი კავშირის ფილიალი − შემოქმედებითი კავშირის განცალკევებული ქვედანაყოფი, რომელიც მდებარეობს კავშირის ადგილსამყოფლის გარეთ და მთლიანად ან ნაწილობრივ ასრულებს მის ფუნქციებს, მოქმედებს კავშირის მიერ დამტკიცებული წესდების საფუძველზე და არ არის იურიდიული პირი; ე ) შემოქმედებითი ჯგუფი – საერთო მიზნის მისაღწევად არანაკლებ 5 შემოქმედი მუშაკის ნებაყოფლობითი გაერთიანება , რომელიც არ არის იურიდიული პირი . ამასთან , შემოქმედებითი კავშირის წევრს უფლება აქვს გაწევრიანდეს შემოქმედებით ჯგუფშიც , თუ ეს არ ეწინააღმდეგება კავშირის წესდებას . საქართველოს 2001 წლის 12 ოქტომბრის კანონი №1107-სსმI, №30, 30.10.2001 წ., მუხ.121 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №501 5 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ
მუხლი 3. კანონში გამოყენებული ტერმინები
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · უფასო კონსულტაცია
უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1
- საკასაციო არსებითი (T2)
ხდება თუ არა სახელმწიფო ქონება შემოქმედებითი კავშირის საკუთრება მხოლოდ მის ბალანსზე აღრიცხვით?
შემოქმედებითი კავშირი მოითხოვდა მიწის ნაკვეთზე მოპასუხის საკუთრების უფლების ბათილად ცნობას და საკუთარი საკუთრების უფლების აღიარებას, ხოლო მოპასუხე შეგებებული სარჩელით ითხოვდა განადგურებული შენობის კავშირის ბალანსიდან მოხსნას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო ქონების კავშირის ბალანსზე აღრიცხვა საკუთრებას ავტომატურად არ წარმოშობს, ხოლო მიწის მიმაგრების დადგენილების ბათილად ცნობა თავისთავად არ აუქმებს რეგისტრირებულ საკუთრების უფლებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე, როგორც რეგისტრირებული მესაკუთრე, უფლებამოსილი იყო მოეთხოვა ხელშეშლის აღკვეთა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა სსსკ 410-ე მუხლის საფუძველზე.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №7 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან
ტექსტი იტვირთება…
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 30 ოქტ. 2001 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
- · გამოქვეყნდა 14 ივლ. 2011
რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია
ადვოკატი
კონსულტაცია: ₾200

სანდრო სარუხანიშვილი
იურისტი
კონსულტაცია: ₾200-დან

ნინო ლიპარტია
სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი
კონსულტაცია: უფასო

კახაბერ ცხვირავაშვილი
ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლის საქმეებზე
კონსულტაცია: უფასო

კესო ხუბუა
ადვოკატი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი
იურისტი
კონსულტაცია: ₾300

