ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

მუხლი 8

რედაქცია №10კონსოლიდირებული · 15 იან. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.წლიური სადაზღვევო შესატანის სიდიდე, რომელსაც იხდის თითოეული ავტომოტოტრანსპორტის მფლობელი, გამოიანგარიშება ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სადაზღვევო თანხიდან შემდეგი პროცენტული ოდენობით: ა) მსუბუქ ავტომანქანაზე: ძრავის მოცულობა სმ 3 1200-მდე – 0,3 პროცენტი; 1201 – 1800 – 0,4 პროცენტი; 1801 – 2200 – 0,5 პროცენტი; 2201 – 2500 – 0,6 პროცენტი; 2500-ზე მეტი – 0,7 პროცენტი; ტაქსებისა და გასაქირავებელი ავტომოტოტრანსპორტის მფლობელები შესაბამისად იხდიან სადაზღვევო შესატანის გაორმაგებულ ოდენობას; ბ) ავტობუსზე: 25-მდე ადგილით – 0,7 პროცენტი; 25 და 25-ზე მეტი ადგილით – 0,9 პროცენტი; გ) ტრამვაი-ტროლეიბუსზე – 0,7 პროცენტი; დ) სატვირთო ავტომანქანაზე: 2 ტონამდე ტვირთამწეობის – 0,9 პროცენტი; 2 ტონაზე მეტი ტვირთამწეობის – 1,2 პროცენტი; მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი – 1,1 პროცენტი; მისაბმელზე – 0,2 პროცენტი; ე) მოტოციკლზე – 0,2 პროცენტი; ვ) სხვა ავტოტრანსპორტზე – 1,2 პროცენტი.

2.ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევისას მფლობელის პირადი სტატისტიკიდან გამომდინარე მზღვეველი ვალდებულია გამოიყენოს ჯარიმა-პრემიის (ბონუს-მალუსის) სისტემა 50-200%-ის ფარგლებში.

3.ავტომოტოტრანსპორტის მფლობელისათვის, რომელიც პირველად აფორმებს ამ კანონით გათვალისწინებულ სადაზღვევო ხელშეკრულებას, გამოიყენება 100%-იანი განაკვეთი.

4.ყოველი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების შემდგომ მატულობს სადაზღვევო პრემია, სადაზღვევო შემთხვევის გარეშე დასრულებული ჯარიმა-პრემიის (ბონუს-მალუსის) სისტემის ამოქმედების შემდეგ ყოველი წლისათვის კი მცირდება.

5.მზღვეველის მიერ სრული სადაზღვევო თანხის ანაზღაურების შემთხვევაში დაზღვევა ითვლება დასრულებულად და მფლობელი ვალდებულია დააზღვიოს თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა დარჩენილი ვადისათვის ყოველ ერთ თვეზე წლიური ტარიფის 1/8-ით.

6.არასრული წლის ვადით დაზღვევა ვრცელდება მხოლოდ საქართველოში დროებითი ექსპლუატაციისათვის შემოყვანილი ავტომოტოტრანსპორტის, ტაქსებისა და გასაქირავებელი ავტომოტოტრანსპორტის მფლობელებზე, ყოველ ერთ თვეზე წლიური ტარიფის 1/8-ით.

7.სადაზღვევო ტარიფის სტრუქტურას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვე­ლოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური. საქართველოს 1999 წლის 25 ივნის ის კანონი № 2193 - სსმ I,  № 29 ( 36 ), 1 0 .0 7 .1999 წ., მუხ.1 54 საქართველოს 2000 წლის 27 სექტემბრ ის კანონი № 513 - სსმ I,  № 35 , 1 1 .

10.2000 წ., მუხ.1 01 საქართველოს 2007 წლის 11 ივლის ის კანონი № 5270 - სსმ I,  № 30 , 30 .

07.2007 წ., მუხ. 341

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 30 ივლ. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 11 ოქტ. 2000

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
127¹191¹129¹17569511733194716³57118
მითითებამნიშვნელობით ახლოსავტომოტოტრანსპორტის მფ…საქართველოს ტერიტორიაზ…საქართველოს ადმინისტრა…შრომითი მიგრაციის შესა…საზღვაო კოდექსისაგზაო მოძრაობის შესახ…