1.წვევამდელის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაწვევით სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის მოხდის წესს, აგრეთვე წვევამდელის შერჩევისა და მის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის დაფინანსების წესს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ამტკიცებენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.
2.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩარიცხულ წვევამდელს 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანებით მას მიენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში.
3.სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გაწვევით სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის მოხდის წესი განისაზღვრება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით . საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1445 - ვებგვერდი, 28.10.2013წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3948 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1926 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2041 – ვებგვერდი, 26.03.2018წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3582 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

