Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებმუხლი 10

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

მუხლი 10. სამხედრო სასწავლებელში სწავლა

რედაქცია №81კონსოლიდირებული · 21 სექ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 12.10.2023.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: თავდაცვის კოდექსი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415161718

1.სამხედრო სასწავლებელში მისაღები გამოცდების ჩაბარების შემდეგ სასწავლებელში ირიცხებიან, სამხედრო მოსამსახურეებად ითვლებიან და მსმენელებად იწოდებიან სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი, სრული ზოგადი ან/და უმაღლესი განათლების მქონე პირები: ა) რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური და იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე; ბ) რომლებიც იმყოფებიან რეზერვში; გ) რომლებიც არიან საკონტრაქტო (პროფესიული) ან კადრის სამხედრო მოსამსახურეები.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მსმენელებს (გარდა რეზერვში შესაბამისი სამხედრო წოდების მქონე პირისა) სამხედრო სასწავლებლის შესაბამისი კურსის (პროგრამის) დამთავრებამდე ენიჭებათ პირველადი სამხედრო წოდება – რიგითის წოდება, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მსმენელს სამხედრო სასწავლებელში სწავლის შეწყვეტის შემთხვევაში, თუ მან იმსახურა სამხედრო ვალდებულების მოხდისათვის ამ კანონით დადგენილი ვადით, სამხედრო ვალდებულება მოხდილად ჩაეთვლება და რიგითის წოდებით ჩაირიცხება რეზერვის შესაბამის კატეგორიაში. მსმენელი (გარდა კადრის სამხედრო მოსამსახურისა) არის საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურე.

3.ოფიცრის შესაბამისი კურსის სტუდენტს სამხედრო შეკრების გავლისას აქვს სამხედრო მოსამსახურის სტატუსი სამხედრო წოდების მინიჭების გარეშე და ამ დროს მასზე ვრცელდება სამხედრო მოსამსახურის ყველა უფლება-მოვალეობა.

4.საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ ახორციელებს დამფუძნებლისათვის საქართველოს კანონმდებლობით და მის საფუძველზე შესაბამისი აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

5.სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში „ უმაღლესი განათლების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩარიცხული სტუდენტი შეიძლება იყოს სამოქალაქო პირი , სამხედრო მოსამსახურე ან სპეციალური წოდების მქონე პირი , საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების შესაბამისად . სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს ეწოდება იუნკერი და მასზე ვრცელდება შესაბამისი უფლება - მოვალეობანი ( გარდა შრომის ანაზღაურების მიღების უფლებისა , რომელიც გაიცემა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ).

6.სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იუნკერთან დადებული კონტრაქტით შესაძლებელია შეიზღუდოს „ უმაღლესი განათლების შესახებ “ საქართველოს კანონით სტუდენტისათვის დადგენილი უფლებები . „ უმაღლესი განათლების შესახებ “ საქართველოს კანონსა და სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან ურთიერთობის მარეგულირებელ საქართველოს კანონმდებლობას შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში გამოიყენება შესაბამისად სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან ურთიერთობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობა .

7.სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის ჩარიცხვის წინაპირობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილის გარდა, შესაძლებელია იყოს აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლის 1 4 პუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტის ხელმოწერის ვალდებულება. კონტრაქტის ხელმოწერაზე უარის თქმის ან კონკურსის გაუვლელობის შემთხვევაში პირი არ ჩაირიცხება სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. აღნიშნული პირის შესახებ ეცნობება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს.

8.პირი , რომელსაც არ შესრულებია 18 წელი , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გახდეს სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იუნკერი მშობლების თანხმობით.

9.სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პერსონალი შეიძლება დაკომპლექტდეს როგორც სამხედრო მოსამსახურეებით, ისე სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებით. სამხედრო მოსამსახურეს და სპეციალური წოდების მქონე პირს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან ურთიერთობის მარეგულირებელ საქართველოს კანონმდებლობას შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში გამოიყენება შესაბამისად სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან ურთიერთობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობა.

10.სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით შესაძლებელია ჩამოყალიბდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის დადგენილი სტრუქტურისაგან განსხვავებული სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების უფლება-მოვალეობანი, აგრეთვე რექტორის თანამდებობის დაკავების განსხვავებული წესი.

11.სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წყაროებია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებანი, გრანტი და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები.

12.სამხედრო სასწავლებლის მსმენელის / სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იუნკრის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და წესი განისაზღვრება შესაბამისი სადისციპლინო წესდებით .

13.სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება შეიზღუდოს გადაწყვეტილებების, მართვის ორგანოების ანგარიშებისა და სამართლებრივი აქტების საჯაროობა. თუ აკადემიური პერსონალის ნაშრომები და კვლევები შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას, ის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაცული უნდა იქნეს გამჟღავნებისაგან.

14.სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ სამხედრო ან სპეციალური წოდების თანამდებობაზე შესაბამისად სამხედრო მოსამსახურეს ან სპეციალური წოდების მქონე პირს ნიშნავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარდგინების საფუძველზე.

15.თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლისთანავე, თუ პირი არ აირჩევა კონკურსის წესით და მას არ გაუგრძელდა დანიშვნის ვადა.

16.სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამხედრო მოსამსახურეთათვის და სპეციალური წოდების მქონე პირთათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია დაწესდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გაუთვალისწინებელი შეზღუდვები.

17.სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იუნკრის მიმართ, რომელიც არის სამხედრო მოსამსახურე ან სპეციალური წოდების მქონე პირი, მოქმედებს შესაბამისად სამხედრო მოსამსახურეთა ან სპეციალური წოდების მქონე პირთა დისციპლინური დევნის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები, რომლებსაც აქვს უპირატესობა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებების მიმართ.

18.სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იუნკერი , რომელიც არის სამხედრო მოსამსახურე ან სპეციალური წოდების მქონე პირი , ვალდებულია შეასრულოს შესაბამისად სამხედრო მოსამსახურისათვის ან სპეციალური წოდების მქონე პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები . საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83 საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4197 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ., მუხ.370 საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4702 - სსმ I, №17, 17.05.2007 წ., მუხ.134 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3015 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ., მუხ.134 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5012 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2013 წლის 6 აგვისტოს კანონი №919 - ვებგვერდი, 20.08.2013წ. საქართველოს 2014 წლის 16 აპრილის კანონი №2238 - ვებგვერდი, 28.04.2014წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №73 · ძალაშია 13 დეკ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 21 ნოე. 2018
  2. 1 ივნ. 2018· გამოქვეყნდა 26 მარ. 2018
  3. 28 აპრ. 2014
  4. 20 აგვ. 2013

    მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის ბოლო წინადადებაში ეროვნული ცენტრის დასახელებას დაემატა „შეფასებისა და“; ინფორმაცია ჩაურიცხავი პირის შესახებ ეგზავნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს.

  5. 15 ივლ. 2011

    მე-10 მუხლს დაემატა მე-4 და მომდევნო ნაწილები, რომლებიც აწესრიგებს სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას: თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილებას, მსმენელის სტატუსს, ჩარიცხვას, პერსონალს, დაფინანსებას და დისციპლინურ პასუხისმგებლობას.

  6. 4 მაი. 2010

    პირველ პუნქტში სასწავლებელში ჩარიცხულთა წრე სამ ჯგუფად (წვევამდელები, რეზერვისტები, საკონტრაქტო და კადრის მოსამსახურეები) განისაზღვრა და ისინი მსმენელებად იწოდებიან. მე-2 პუნქტში მსმენელს ენიჭება რიგითის წოდება, ხოლო ახალი მე-3 პუნქტი ოფიცრის კურსის სტუდენტის სტატუსს არეგულირებს სამხედრო შეკრებისას.

  7. 17 მაი. 2007

    მე-2 პუნქტში სიტყვა „მსმენელად“ ჩანაცვლდა მრავლობითი ფორმით „მსმენელებად“; სასწავლებელში ჩარიცხული პირების წოდება ახლა ამ ფორმითაა გამოხატული.

  8. 12 იან. 2007· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2006

    მე-10 მუხლის პირველ პუნქტში ვადის მითითებიდან ამოღებულია „ამ“, ხოლო სწავლაშეწყვეტილი კურსანტის ჩარიცხვის ადგილად დასახელებულია სამხედრო ძალების რეზერვი.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 9შემდეგი მუხლი 10¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 21 სექ. 2023 · №81

  • 8 ცვლილება · ბოლო 21 ნოე. 2018
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 25 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 2

მიუთითებენ მასზე

მუხლი 13მუხლი 46

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

თავდაცვის კოდექსი

  • 118სამხედრო სასწავლებელში ან სამინისტროს საგანმანათლებლო ერთეულში ჩარიცხული პირის სტატუსი
  • 30სამხედრო მოსამსახურის სტატუსი
  • 181სამხედრო წოდების მინიჭება იმ პირისთვის, რომელმაც სამხედრო წოდების მინიჭების სპეციალური პროგრამა ვერ დაასრულა

საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ

  • 30¹სამხედრო სამსახური გარდამავალ პერიოდში

პენიტენციური კოდექსი

  • 145სამსახურში სამხედრო სამსახურის გავლის დროებითი წესი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 204სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 23²წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გარდამავალ პერიოდში

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 8¹საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენცია სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹⁰³წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან ან/და არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 196³იმ სამხედროვალდებულის სამუშაოდ ან სასწავლებლად მიღება, რომელიც სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილი არ არის

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 66¹⁶იუსტიციის მსმენელის სტატუსი

სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ

  • 5⁵საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹⁰³5⁵196³213468¹23²20466¹⁶30¹1183018114510
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამხედრო ვალდებულებისა…თავდაცვის კოდექსისაქართველოს დაზვერვის …პენიტენციური კოდექსისაქართველოს სისხლის სა…სახელმწიფო დაცვის სპეც…