Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებმუხლი 14

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

მუხლი 14. წვევამდელის (პირველადი) სამხედრო აღრიცხვა

რედაქცია №81კონსოლიდირებული · 21 სექ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 12.10.2023.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: თავდაცვის კოდექსი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.წვევამდელის (პირველად) სამხედრო აღრიცხვას ახორციელებს მუნიციპალიტეტი/თბილისის რაიონი. წვევამდელის (პირველადი) სამხედრო აღრიცხვა ფორმდება მუნიციპალიტეტის მერის/თბილისის რაიონის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2.მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეული პირის სამხედრო აღრიცხვას ახორციელებს იმ წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე, როდესაც მას უსრულდება 17 წელი, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3.სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა შესაძლებელია 17-დან 27 წლამდე ასაკის პირებისა, რომლებიც არ იდგნენ სამხედრო აღრიცხვაზე. მუნიციპალიტეტი/თბილისის რაიონი აღნიშნული პირების სამხედრო აღრიცხვას ახორციელებს მათი გამოვლენისთანავე.

4.სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილ პირს 27 წლის ასაკამდე ეწოდება წვევამდელი, გარდა იმ პირისა, რომელმაც სამხედრო სავალდებულო სამსახური მოიხადა ან რომელსაც იგი მოხდილად ჩაეთვალა.

5.მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის უფლებამოსილი თანამდებობის პირი პირს აცნობს მისი სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, აგრეთვე მის ვალდებულებებს სამხედრო აღრიცხვასთან და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით.

6.მუნიციპალიტეტი/თბილისის რაიონი წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ მონაცემების ანგარიშს მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელიც ამ მონაცემებს შეჯერებული სახით წარუდგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს მთავრობას. საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83 საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2226 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.65 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.308 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4258 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1254 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №67 · ძალაშია 29 ივლ. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2023
  2. 29 ივლ. 2017

    პირველი პუნქტის მეორე წინადადებაში აღრიცხვის გამფორმებელი აქტის გამცემთა წრიდან ამოღებულია მუნიციპალიტეტის გამგებელი.

  3. 8 აგვ. 2014

    მე-14 მუხლში სამხედრო-სააღრიცხვო კომისია ამოიცვალა მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის უფლებამოსილებით: აღრიცხვა ფორმდება ინდივიდუალური აქტით, ხორციელდება 17 წლის ასაკის წელს, ხოლო მე-3–მე-6 პუნქტები არეგულირებს 17-27 წლის პირებს, წვევამდელის სტატუსს, ინფორმირებას და ანგარიშგებას.

  4. 10 მარ. 2011

    პირველ პუნქტში კომისიის შემადგენლობიდან ამოღებულია სამედიცინო შემოწმების ჩამტარებელი ექიმ-სპეციალისტები. მე-2 პუნქტში ამოღებულია „ა“ ქვეპუნქტი, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტი მხოლოდ სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის გადაწყვეტილებას მოიცავს.

  5. 27 ივლ. 2007

    მე-14 მუხლის პირველ პუნქტში კომისიას ამტკიცებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო; თავმჯდომარისა და მოადგილის თანამდებობები მუნიციპალიტეტის (თბილისში – რაიონის) ხელმძღვანელზე და შესაბამისი სამსახურის უფროსზეა მითითებული, ხოლო წევრთა სიაში განათლების სამინისტრო დასახელებულია როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 13შემდეგი მუხლი 15

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 21 სექ. 2023 · №81

  • 5 ცვლილება · ბოლო 12 ოქტ. 2023
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 19 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 46

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

თავდაცვის კოდექსი

  • 57წვევამდელის სამხედრო აღრიცხვა
  • 60სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებული ღონისძიებები
  • 62წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირის ასაკი

საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ

  • 30¹სამხედრო სამსახური გარდამავალ პერიოდში

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹⁰³წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან ან/და არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 23²წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გარდამავალ პერიოდში

პენიტენციური კოდექსი

  • 145სამსახურში სამხედრო სამსახურის გავლის დროებითი წესი

არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

  • 18⁴არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხები გარდამავალ პერიოდში

საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ

  • 18საქართველოდან სამხედრო მოსამსახურეების გასვლა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 197სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის (წვევამდელის) მიერ ინფორმაციის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოსთვის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობა
  • 196¹წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით პირის გამოძახების შემთხვევაში მისი გამოუცხადებლობა
  • 196⁷წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან/და საკონსულო დაწესებულებაში მისი გამოუცხადებლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹⁰³197196¹196⁷18⁴4623²30¹1857606214514
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამხედრო ვალდებულებისა…თავდაცვის კოდექსისაქართველოს დაზვერვის …საქართველოს ადმინისტრა…სახელმწიფო დაცვის სპეც…პენიტენციური კოდექსი