1.სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით პირი ვალდებულია გამოცხადდეს მუნიციპალიტეტში/თბილისის რაიონში მუნიციპალიტეტის/ თბილისის რაიონის უფლებამოსილი თანამდებობის პირის გამოძახებით.
2.სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან დათხოვნილი პირი ვალდებულია დათხოვნიდან 2 კვირის ვადაში რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ხოლო რეგისტრაციის ადგილის არქონის შემთხვევაში – ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად გამოცხადდეს შესაბამისი მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულში.
3.მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნის შემთხვევაში სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირი (წვევამდელი, რეზერვისტი) ვალდებულია 2 კვირის ვადაში წარუდგინოს მას ინფორმაცია თავისი ოჯახური მდგომარეობის, სამუშაო და საცხოვრებელი (ფაქტობრივი და რეგისტრაციის) ადგილების, თანამდებობის შეცვლის, განათლების შესახებ, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია.
4.პირი (წვევამდელი, რეზერვისტი) ვალდებულია: ა) საცხოვრებელი (ფაქტობრივი ან რეგისტრაციის) ადგილის შეცვლისას სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად 2 კვირის ვადაში გამოცხადდეს ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; ბ) საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლისას სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად 2 კვირის ვადაში გამოცხადდეს საქართველოს საელჩოში ან წარმომადგენლობაში. საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.308 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4120- სსმ I, №75, 27.12.2010 წ., მუხ.476 საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ. თავი IV. მოქალაქის მომზადება სამხედრო სამსახურისათვის
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით პირი ვალდებულია გამოცხადდეს მუნიციპალიტეტში/თბილისის რაიონში მუნიციპალიტეტის/ თბილისის რაიონის უფლებამოსილი თანამდებობის პირის გამოძახებით.2. სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან დათხოვნილი პირი ვალდებულია დათხოვნიდან 2 კვირის ვადაში რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ხოლო რეგისტრაციის ადგილის არქონის შემთხვევაში – ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად გამოცხადდეს შესაბამისი მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულში.3. მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნის შემთხვევაში სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირი (წვევამდელი, რეზერვისტი) ვალდებულია 2 კვირის ვადაში წარუდგინოს მას ინფორმაცია თავისი ოჯახური მდგომარეობის, სამუშაო და საცხოვრებელი (ფაქტობრივი და რეგისტრაციის) ადგილების, თანამდებობის შეცვლის, განათლების შესახებ, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია.4. პირი (წვევამდელი, რეზერვისტი) ვალდებულია:ა) საცხოვრებელი (ფაქტობრივი ან რეგისტრაციის) ადგილის შეცვლისას სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად 2 კვირის ვადაში გამოცხადდეს ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;ბ) საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლისას სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად 2 კვირის ვადაში გამოცხადდეს საქართველოს საელჩოში ან წარმომადგენლობაში.საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.308საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4120- სსმ I, №75, 27.12.2010 წ., მუხ.476საქართველოს 2014წლის 29ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.თავი IV. მოქალაქის მომზადება სამხედრო სამსახურისათვის
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №62 · ძალაშია 8 აგვ. 2014-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
4 მაი. 2010 – 1 ოქტ. 2010ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
მე-16 მუხლის 1-4 პუნქტები ახლებურად ჩამოყალიბდა: გამოძახებას აწარმოებს მუნიციპალიტეტის/რაიონის თანამდებობის პირი, დათხოვნილი პირის გამოცხადება რეგისტრაციის ადგილს უკავშირდება, ხოლო ინფორმაციის წარდგენისა და საცხოვრებლის შეცვლისას გამოცხადების ვალდებულებები გადანაწილდა მე-3 და მე-4 პუნქტებს შორის.
მე-2 პუნქტში რეზერვში ჩარიცხული მოქალაქე 2 კვირის ვადაში აღრიცხვაზე ასაყვანად ახლა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურში გამოცხადდება და არა სამობილიზაციო განყოფილებაში.
მე-3 პუნქტში ახალ საცხოვრებელ ადგილზე აღრიცხვაზე ასაყვანად გამოცხადება ხდება შესაბამის სამსახურში, ხოლო რეზერვისტთა სამობილიზაციო განყოფილების ცალკე მითითება ამოღებულია. მე-4 პუნქტში ცნობის მოთხოვნა და მიწოდება ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის სამსახურთან არის დაკავშირებული და ვალდებულ პირად დასახელებულია წვევამდელი და რეზერვისტი.