1.მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი ან სასამართლო სხდომის მდივანი მონაწილეობას ვერ მიიღებს სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში, თუ:
ა) იგი არ იყო თანამდებობაზე დანიშნული ან არჩეული კანონით დადგენილი წესით;
ბ) საქმე არ არის ამ პროკურორის ან გამომძიებლის ქვემდებარე ანდა ამ სასამართლოს განსჯადი;
გ) იგი მონაწილეობს ან წინათ მონაწილეობდა იმავე საქმეში, როგორც ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დამცველი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე, ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი, დამსწრე, მოწმე, ანდა ბრალდებულის, ეჭვმიტანილის, დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის ან სამოქალაქო მოპასუხის კანონიერი წარმომადგენელი;
დ) მას ამ საქმის მწარმოებელ თანამდებობის პირთან ან ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ სხვა პირებთან ნათესაური, მეგობრული ან სხვა ახლობლური ურთიერთობა აქვს;
ე) ამ ნაწილში აღნიშნულ პირებს ნათესაური ან სხვა ახლობლური ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან;
ვ) არის სხვა გარემოებები, რომლებიც ეჭვს ბადებს მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში.
2.მოსამართლე მონაწილეობას ვერ მიიღებს საქმის განხილვაში, თუ იგი წინათ მონაწილეობდა იმავე საქმის წარმოებაში, როგორც გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო სხდომის მდივანი.
3.მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოებში ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის განხილვაში, მონაწილეობას ვერ მიიღებს ამ საქმის განხილვაში.
4.პროკურორის მიერ თავისი ფუნქციების განხორციელება სამართალწარმოების არც ერთ სტადიაზე არ აბრკოლებს ამ საქმეში მის შემდგომ მონაწილეობას.
5.გამომძიებელი მონაწილეობას ვერ მიიღებს იმ საქმის წარმოებაში, რომელიც მის მიერ იქნა გამოძიებული და დაბრუნდა დამატებითი გამოძიებისათვის, თუ ამას განჩინებით (დადგენილებით) აუცილებლად მიიჩნევს სასამართლო (მოსამართლე), ან თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს პროკურორი.
6.საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში საქმის განხილვაში მოსამართლის მონაწილეობის გამომრიცხავ გარემოებას არ წარმოადგენს ადრე ამავე საქმის საკასაციო წესით განხილვაში მისი მონაწილეობა.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2001 წლის 8 ივნისის კანონი №920 - სსმ I, №18, 28.06.2001 წ., მუხ.57
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საკასაციო პალატამ განიხილა თაღლითობისა და კრედიტის უკანონო მიღებაში თანამონაწილეობის დამტკიცების, საპროცესო დარღვევისა და სამოქალაქო სარჩელის საკითხები. პალატამ მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, თუმცა ამნისტიით ერთ-ერთი დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი გაანახევრა და სარჩელზე უარის გამო სამოქალაქო სარჩელის წარმოება შეწყვიტა. საბოლოოდ მსჯავრდებულს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
თაღლითობით დიდი ოდენობით ქონების დაუფლება და მნიშვნელოვანი ზიანი
საკასაციო პალატამ განიხილა თაღლითობის კვალიფიკაცია, სამოქალაქო სარჩელის გადაწყვეტის წესი და სასჯელის სამართლიანობა. პალატამ დაასკვნა, რომ დიდი ოდენობით ქონების დაუფლება ყოველთვის არ მოიცავს მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას, ხოლო პირისათვის თანხის დაკისრება დაუშვებელი იყო მისი სამოქალაქო მოპასუხედ ცნობის გარეშე. ორივე საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მაგრამ განაჩენი თანხის დაკისრების ნაწილში გაუქმდა; ძალაში დარჩა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა და ოთხი ათასი ლარის ჯარიმა.
საკასაციო პალატამ განიხილა დამატებითი გამოძიებისთვის საქმის დაბრუნებისა და პროკურატურისათვის საქმის აცილების კანონიერება. მან ორივე კერძო საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა საქმის დამატებითი გამოძიებისთვის დაბრუნება, თუმცა განჩინებიდან ამორიცხა პროკურატურისათვის საქმის აცილების მითითება. ბრალდების არსებითად გადაწყვეტა და სასჯელის დანიშვნა ამ განჩინებით არ მომხდარა.
საქმე შეეხებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით განზრახ მკვლელობის ბრალდებით საქმის დამატებითი გამოძიებისთვის დაბრუნების საფუძვლიანობას. საკასაციო პალატამ ორივე კერძო საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და დამატებითი გამოძიების ჩატარების აუცილებლობა გაიზიარა. მან განჩინებიდან ამორიცხა მხოლოდ მითითება რაიონული პროკურატურისთვის საქმის აცილების შესახებ; სასჯელი არ დანიშნულა.
გამომძიებლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოება
საკასაციო პალატამ შეაფასა გამომძიებლისა და ბრალდებულის დამცველის ახლო ურთიერთობის გავლენა გამომძიებლის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობაზე. პალატამ გაიზიარა დასკვნა, რომ დადგენილი ურთიერთობა გამომძიებლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოება იყო და მის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები დაუშვებელი იყო. ორივე კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმე დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნებული დარჩა; სასჯელი არ დანიშნულა.
მოსამართლის განმეორებითი მონაწილეობა იმავე საქმეში
საკასაციო პალატამ განიხილა, შეეძლო თუ არა მოსამართლეს სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ საჩივრის განხილვა მას შემდეგ, რაც იმავე საქმეზე მანამდე მიღებული მისი დადგენილება გაუქმდა. პალატამ დაადგინა, რომ მოსამართლის მონაწილეობა საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევა იყო და დადგენილების გაუქმებას იწვევდა. კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და საქმე იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს ხელახალი განხილვისათვის გადაეცა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი ან სასამართლო სხდომის მდივანი მონაწილეობას ვერ მიიღებს სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში, თუ:ა) იგი არ იყო თანამდებობაზე დანიშნული ან არჩეული კანონით დადგენილი წესით;ბ) საქმე არ არის ამ პროკურორის ან გამომძიებლის ქვემდებარე ანდა ამ სასამართლოს განსჯადი;გ) იგი მონაწილეობს ან წინათ მონაწილეობდა იმავე საქმეში, როგორც ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დამცველი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე, ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი, დამსწრე, მოწმე, ანდა ბრალდებულის, ეჭვმიტანილის, დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის ან სამოქალაქო მოპასუხის კანონიერი წარმომადგენელი;დ) მას ამ საქმის მწარმოებელ თანამდებობის პირთან ან ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ სხვა პირებთან ნათესაური, მეგობრული ან სხვა ახლობლური ურთიერთობა აქვს;ე) ამ ნაწილში აღნიშნულ პირებს ნათესაური ან სხვა ახლობლური ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან;ვ) არის სხვა გარემოებები, რომლებიც ეჭვს ბადებს მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში.2. მოსამართლე მონაწილეობას ვერ მიიღებს საქმის განხილვაში, თუ იგი წინათ მონაწილეობდა იმავე საქმის წარმოებაში, როგორც გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო სხდომის მდივანი.3. მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოებში ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის განხილვაში, მონაწილეობას ვერ მიიღებს ამ საქმის განხილვაში.4. პროკურორის მიერ თავისი ფუნქციების განხორციელება სამართალწარმოების არც ერთ სტადიაზე არ აბრკოლებს ამ საქმეში მის შემდგომ მონაწილეობას.5. გამომძიებელი მონაწილეობას ვერ მიიღებს იმ საქმის წარმოებაში, რომელიც მის მიერ იქნა გამოძიებული და დაბრუნდა დამატებითი გამოძიებისათვის, თუ ამას განჩინებით (დადგენილებით) აუცილებლად მიიჩნევს სასამართლო (მოსამართლე), ან თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს პროკურორი.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში საქმის განხილვაში მოსამართლის მონაწილეობის გამომრიცხავ გარემოებას არ წარმოადგენს ადრე ამავე საქმის საკასაციო წესით განხილვაში მისი მონაწილეობა.საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48საქართველოს 2001 წლის 8 ივნისის კანონი №920 - სსმ I, №18, 28.06.2001 წ., მუხ.57საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №64 · ძალაშია 1 იან. 2007-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 6
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2006
105-ე მუხლის მე-3 ნაწილში მოსამართლის მიერ ამ საქმის განხილვაში მონაწილეობის აკრძალვა ახლა უკავშირდება მხოლოდ პირველი და მეორე ინსტანციის ან ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის განხილვას; საჩივრებისა და 140-ე, 292-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება ამოღებულია.
· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
მე-3 პუნქტში „ახლად აღმოჩენილ“-ს დაემატა „გარემოებათა“, რის გამოც ახლად აღმოჩენილი და ახლად გამოვლენილი გარემოებები ტექსტში ცალ-ცალკეა დასახელებული.
105-ე მუხლს დაემატა მე-6 ნაწილი: მოსამართლის ადრინდელი მონაწილეობა ამავე საქმის საკასაციო განხილვაში არ გამორიცხავს მის მონაწილეობას საქმის განხილვაში უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2000
105-ე მუხლის მე-3 ნაწილში 65-ე მუხლის მითითება შეიცვალა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონის მე-7 მუხლისა და კოდექსის მითითებით.
105-ე მუხლის მე-3 ნაწილში მოსამართლის მონაწილეობის აკრძალვა აღარ არის დაკავშირებული მისი მონაწილეობით გამოტანილი აქტის გაუქმებასთან.
მე-3 ნაწილში ზედამხედველობის წესით განხილვა შეიცვალა ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებებით; მე-5 ნაწილში გამომძიებლის მონაწილეობის აკრძალვა დამოკიდებულია სასამართლოს ან პროკურორის გადაწყვეტილებაზე.
მითითებამნიშვნელობით ახლოსდანაშაულის პრევენციის,…საქართველოს სისხლის სა…დნმ-ის მონაცემთა ბაზის…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…არასრულწლოვანთა მართლმ…