საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 165. უკანონო ან დაუსაბუთებელი დაპატიმრების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

გურანდა გრიგოლიაირაკლი ღლონტისულხან კაპანაძე

1.ქონებრივი ზიანი პირს სრული მოცულობით უნაზღაურდება, თუ დადგინდა, რომ მისი დაკავება ან დაპატიმრება უკანონო ან დაუსაბუთებელი იყო. ქონებრივი ზიანი ანაზღაურდება, თუ გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი ან საქმე შეწყდა ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლებით.

2.ფიზიკური ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ თანხის გადახდით, მკურნალობის ხარჯების, შრომისუნარიანობის დაკარგვის ან დაქვეითების საკომპენსაციოდ, თუ დაავადება გამოიწვია საპატიმრო ადგილებში დაპატიმრებულის ყოფნის რეჟიმის დარღვევამ. (არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი) [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/3/423  – სსმ IV, №86, 07.12.2009წ., გვ.1] 3. მორალური ზიანის ანაზღაურება ხდება პრესაში ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებით ბოდიშის მოხდის გზით, აგრეთვე ფულადი კომპენსაციით. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/3/423  – სსმ IV, №86, 07.12.2009წ., გვ.1

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

2

საკონსტიტუციო სასამართლომ ამ მუხლის ნორმა ან ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურად ცნო

  • №2/3/42307.12.2009გადაწყვეტილება(2)
    ტექსტი ძალადაკარგულია

    საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

    ძალის დაკარგვის თარიღი: 07.12.2009საქმის გადასინჯვის საფუძველი§53§58
  • №2/4/42306.12.2007საოქმო ჩანაწერი(2)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 24

ყველა გადაწყვეტილება
  • №111-062009-06-2329
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    რეაბილიტაციის საფუძველი

    რეაბილიტირებულმა პირმა მოითხოვა სისხლის სამართალწარმოების შედეგად მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურება. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ უკანონო ან დაუსაბუთებელი დაკავების ან დაპატიმრების შედეგად მორალური ზიანის ფულადი კომპენსაციის საკითხის გადასაწყვეტად აუცილებელია დაპატიმრების კანონიერების გამოკვლევა; სისხლისსამართლებრივი დევნის მარეაბილიტირებელი საფუძვლით შეწყვეტა ხელახალ რეაბილიტირებულად ცნობას არ საჭიროებს. პალატამ პროკურორის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სააპელაციო განჩინება გააუქმა და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა.

  • №361-082009-05-0422
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    რეაბილიტირებული პირის მორალური ზიანის ანაზღაურება

    საკასაციო პალატამ განიხილა რეაბილიტირებული პირისათვის დაკავების ან დაპატიმრების შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ფულადი ანაზღაურების საფუძველი. პალატის განმარტებით, ანაზღაურება დასაშვებია მხოლოდ უკანონო ან დაუსაბუთებელი დაკავების ან დაპატიმრებისას და სასამართლომ ეს გარემოება უნდა დაასაბუთოს. ორივე კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაუქმდა და ზიანის ანაზღაურების საკითხი ხელახლა განსახილველად დაბრუნდა. მსჯავრდება არ დამდგარა და სასჯელი არ დანიშნულა.

  • №2კ-11-I-062009-06-2329
    საკასაციო არსებითი (T2)

    რეაბილიტაციის საფუძველი

    საკასაციო პალატამ განიხილა რეაბილიტირებული პირისათვის სისხლის სამართალწარმოების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი. პალატის თანახმად, მორალური ზიანის ფულადი კომპენსაციის საკითხის გადასაწყვეტად უნდა გამოკვლეულიყო დაპატიმრების კანონიერება, რაც ქვედა ინსტანციებმა არ გააკეთეს. პალატამ პროკურორის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, დანარჩენი საჩივრები არ დააკმაყოფილა, სააპელაციო განჩინება გააუქმა და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა.

  • №2კ-2-I-092009-04-0325
    საკასაციო არსებითი (T2)

    რეაბილიტირებული პირის მორალური ზიანის ანაზღაურება

    საკასაციო პალატამ განიხილა რეაბილიტირებული პირისთვის მორალური ზიანის ფულადი კომპენსაციის დაკისრების კანონიერება. პალატის თანახმად, ასეთი კომპენსაცია დასაშვებია უკანონო ან დაუსაბუთებელი დაკავების ან დაპატიმრების შემთხვევაში და სასამართლომ ეს გარემოება უნდა დაასაბუთოს. რადგან ქვედა ინსტანციების გადაწყვეტილებებში დაპატიმრების უკანონობა ან დაუსაბუთებლობა დასაბუთებული არ იყო, პალატამ გააუქმა სააპელაციო განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა.

  • №380032008-10-1128
    საკასაციო არსებითი (T2)

    რეაბილიტირებული პირის მორალური ზიანის ფულადი ანაზღაურება

    საკასაციო პალატამ განიხილა შეწყვეტილ სისხლის სამართლის საქმეზე პირის მოთხოვნა ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ. პალატის დასკვნით, პირი დაკავებული ან დაპატიმრებული არ ყოფილა, ხოლო საზღვარგარეთ ცხოვრების ხარჯებსა და შემდგომ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს შორის მიზეზობრივი კავშირი ვერ იარსებებდა. კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო განჩინება უცვლელად დარჩა; სასჯელი არ დანიშნულა.

  • №8I2008-05-1916
    საკასაციო არსებითი (T2)

    გამამართლებელი განაჩენის საფუძველზე რეაბილიტაცია

    საკასაციო პალატამ განიხილა გამართლებულის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ზიანის ანაზღაურებისა და სამუშაოზე აღდგენის საკითხები. მან განმარტა, რომ ადმინისტრაციული აქტით დათხოვნის გამო დასაქმებასა და განაცდურ შემოსავლებთან დაკავშირებული მოთხოვნები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა განხილულიყო, ხოლო დაუსაბუთებელი დაპატიმრებით გამოწვეული მორალური ზიანის ფულადი ანაზღაურება დასაშვები იყო. პალატამ საჩივრები ნაწილობრივ დააკმაყოფილა, შესაბამის ნაწილებში გააუქმა სააპელაციო განჩინება და უცვლელად დატოვა მორალური ზიანისათვის 2000 ლარისა და იურიდიული მომსახურებისათვის 1400 ლარის ანაზღაურება.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ქონებრივი ზიანი პირს სრული მოცულობით უნაზღაურდება, თუ დადგინდა, რომ მისი დაკავება ან დაპატიმრება უკანონო ან დაუსაბუთებელი იყო. ქონებრივი ზიანი ანაზღაურდება, თუ გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი ან საქმე შეწყდა ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლებით. 2. ფიზიკური ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ თანხის გადახდით, მკურნალობის ხარჯების, შრომისუნარიანობის დაკარგვის ან დაქვეითების საკომპენსაციოდ, თუ დაავადება გამოიწვია საპატიმრო ადგილებში დაპატიმრებულის ყოფნის რეჟიმის დარღვევამ. (არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი) [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/3/423  – სსმ IV, №86, 07.12.2009წ., გვ.1] 3. მორალური ზიანის ანაზღაურება ხდება პრესაში ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებით ბოდიშის მოხდის გზით, აგრეთვე ფულადი კომპენსაციით. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/3/423  – სსმ IV, №86, 07.12.2009წ., გვ.1

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №102 · ძალაშია 12 იან. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 165-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატა აღნიშვნა, რომ იგი არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, ხოლო მე-3 ნაწილის ბოლოს დაემატა მითითება „გვ.1“; მორალური ზიანის ანაზღაურების წესის ძირითად ტექსტში სხვა ცვლილება ნაჩვენები არ არის.

  2. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    165-ე მუხლის პირველ ნაწილში ანაზღაურება ეხება ქონებრივ ზიანს, ხოლო შეწყვეტის საფუძვლები გადაკეთდა: 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტები.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1918512190¹²4040¹311309¹⁷41340828924165
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის საერ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…