საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 323. ამოღებისა და ჩხრეკის წესი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 4 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾250-დან

გიორგი ფანცულაიალექსო სვიმონიშვილითორნიკე ჩიქოვანი

1.ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) საფუძველზე გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვთ ბინაში შევიდნენ (ან სხვა მფლობელობაში) საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნისა თუ დოკუმენტის აღმოსაჩენად და ამოსაღებად. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ბინაში (ან სხვა მფლობელობაში) შესვლა ხდება იძულების წესით.

2.ამოღების ან ჩხრეკის დაწყებისას გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია ხელმოწერით გააცნოს სასამართლო ბრძანება ან განჩინება (დადგენილება) პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა, ხოლო მისი არყოფნისას – 321-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ ერთ-ერთ პირს.

3.გამომძიებელი და პროკურორი ვალდებულნი არიან მიიღონ ზომები, რათა არ გახმაურდეს ამოღების ან ჩხრეკის, აგრეთვე ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას გამოვლენილი პირადი ცხოვრების გარემოებანი.

4.გამომძიებელს და პროკურორს უფლება აქვთ ამოღების ან ჩხრეკის ადგილზე მყოფ ან იქ მისულ პირს აუკრძალონ წასვლა, ერთმანეთთან ან სხვა პირთან ურთიერთობა ამოღებისა თუ ჩხრეკის დამთავრებამდე.

5.ამოღებისას მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) წარდგენის შემდეგ გამომძიებელი ან პროკურორი წინადადებას იძლევა ნებაყოფლობით გადასცეს ჩამოსართმევი საგანი ან დოკუმენტი. უარის შემთხვევაში ამოღება ხდება იძულებით. თუ ამოსაღები საგანი ან დოკუმენტი არ აღმოჩნდა იმ ადგილას, რომელიც მითითებულია ბრძანებაში ან განჩინებაში (დადგენილებაში), ჩხრეკა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ იმავე სადგომში ამ კოდექსით დადგენილი წესით.

6.ჩხრეკის დაწყების წინ გამომძიებელი ან პროკურორი წინადადებას იძლევა ნებაყოფლობით გადასცენ ჩამოსართმევი საგანი ან დოკუმენტი. გადაცემის შემთხვევაში უნდა შედგეს ამოღების ოქმი, ხოლო თუ არ გადასცემენ ან არასრულად გადასცემენ, უნდა ჩატარდეს ჩხრეკა.

7.ჩხრეკისას იძებნება და ამოიღება ის საგანი თუ დოკუმენტი, რომელიც აღნიშნულია მოსამართლის ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში). ამოღებულ უნდა იქნეს აგრეთვე სხვა საგანი, დოკუმენტი ან ნივთი, რომელსაც მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს ამ საქმისათვის, ან აშკარად მიუთითებს სხვა დანაშაულის ჩადენაზე, აგრეთვე ნივთი, რომლის შენახვაც აკრძალულია კანონით. ჩხრეკის ოქმში გამომძიებელმა ან პროკურორმა უნდა აღნიშნონ, რატომ ამოიღეს აღნიშნული საგანი ან დოკუმენტი.

8.ჩხრეკის ან ამოღების დროს აღმოჩენილი ყველა საგანი ან დოკუმენტი, მათ ამოღებამდე უნდა წარედგინოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს და დაწვრილებით აღიწეროს ოქმში, შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა შეიფუთოს და დაილუქოს. შეფუთულ ნივთზე ლუქის გარდა აღინიშნება თარიღი და იმ პირთა ხელმოწერები, ვინც მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებაში.

9.ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვთ გააღონ დაკეტილი სათავსი და საცავი, თუ გასაჩხრეკი უარს ამბობს ნებაყოფლობით გააღოს ისინი. ამასთან, შეძლებისდაგვარად უნდა მოერიდონ საკეტის, კარის, სხვა საგნის დაზიანებას და ბინაში ან სხვა გასაჩხრეკ სადგომში წესრიგის დარღვევას. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 7

ყველა გადაწყვეტილება
  • №178აპ-102010-07-0514
    საკასაციო არსებითი (T2)

    ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა და ტარება

    საკასაციო პალატამ განიხილა ყაჩაღობისა და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარებისათვის მსჯავრდების კანონიერება. პალატამ განმარტა, რომ იარაღის შენახვა და ტარება ერთიანი დენადი დანაშაულია და რამდენიმე იარაღის ფლობა თავისთავად არ ამართლებს იმავე მუხლით ცალკე მსჯავრდებას; ასევე, დასჯადია მხოლოდ გამოსაყენებლად ვარგისი საგნის შეძენა, შენახვა ან ტარება. საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა განაჩენი შეიცვალა და საბოლოოდ მსჯავრდებულს მიესაჯა ოცდაერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა და სამი ათასი ლარის ჯარიმა.

  • №148აპ2009-01-2122
    საკასაციო არსებითი (T2)

    ქმედების დროს მოქმედი სისხლის სამართლის კანონი

    საკასაციო პალატამ განიხილა ყაჩაღობის, მისი მომზადების, იარაღისა და ნარკოტიკული დანაშაულების საქმეზე მტკიცებულებათა დასაშვებობა და ქმედების დროს მოქმედი კანონის გამოყენება. მან საჩივრები არ დააკმაყოფილა, თუმცა სამი მსჯავრდებულის მიმართ მძიმე დანაშაულის მომზადების ერთ ნაწილში სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა, ორი მსჯავრდებულის სასჯელი გადაანგარიშა და ერთს ნარკოტიკული დანაშაულებისთვის სასჯელი ამნისტიით გაუნახევრა. საბოლოოდ სამ მსჯავრდებულს, რომელთაგან პირველს ნარკოტიკული დანაშაულებიც ედებოდა ბრალად, მიესაჯა შესაბამისად 13 წელი და 3 თვე, 12 წელი და 12 წელი თავისუფლების აღკვეთა.

  • №5-კოლ2006-09-1315
    საკასაციო არსებითი (T2)

    პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის მტკიცებულებითი შეფასება

    საკასაციო პალატამ განიხილა დაცვის მტკიცება, რომ მსჯავრდებულს ნარკოტიკული საშუალება და იარაღი ჩაუდეს და ჩხრეკისას საპროცესო წესები დაირღვა. პალატამ ჩხრეკის ოქმების, მოწმეთა ჩვენებებისა და ექსპერტიზების საფუძველზე მიიჩნია, რომ საქმის გარემოებები დადგენილი იყო და საპროცესო კანონი არსებითად არ დარღვეულა. საჩივარი არ დაკმაყოფილდა, განაჩენი უცვლელად დარჩა და საბოლოო სასჯელად რვა წლით თავისუფლების აღკვეთა შენარჩუნდა.

  • №1-კოლ2006-06-0711
    საკასაციო არსებითი (T2)

    საბაჟო კონტროლისას პირადი გასინჯვა

    საკასაციო პალატამ შეამოწმა საბაჟო პირადი გასინჯვის, დაცვის უფლების, ექსპერტის უფლებამოსილებისა და ნივთმტკიცების შენახვის კანონიერება. პალატამ არსებითი საპროცესო დარღვევა ვერ დაადგინა და მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაცია სწორად მიიჩნია. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა განაჩენი, რომლითაც მსჯავრდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

  • №114-კოლ2003-03-0629
    საკასაციო არსებითი (T2)

    ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა და გადაზიდვა

    საკასაციო პალატამ განიხილა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის უკანონო შენახვისა და გადაზიდვის საქმეში მტკიცებულებებისა და საპროცესო დარღვევების შესახებ დაცვის საჩივარი. პალატამ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისად მიიჩნია და დაასკვნა, რომ მითითებული გარემოებები განაჩენის გაუქმების საფუძველს არ ქმნიდა. საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის განაჩენი უცვლელად დარჩა; საქმის მეტამონაცემებით სასჯელია ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა.

  • №43-აპ2003-03-0419
    საკასაციო არსებითი (T2)

    პირადი ჩხრეკის საპროცესო გაფორმება

    საკასაციო პალატამ შეაფასა პირადი ჩხრეკისა და დაკავების დარღვევები, აღიარების სარწმუნოობა და სასამართლო გამოძიების შეკვეცის კანონიერება. მან დაადგინა, რომ არსებულ წინააღმდეგობებსა და უხეშ საპროცესო დარღვევებს სასამართლო განხილვით ვეღარ გამოასწორებდნენ და ბრალეულობის საკითხის გადასაწყვეტად დამატებითი გამოძიება იყო საჭირო. პალატამ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სააპელაციო განაჩენი გააუქმა, საქმე დამატებითი გამოძიებისთვის დააბრუნა და მსჯავრდებული პატიმრობიდან გაათავისუფლა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) საფუძველზე გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვთ ბინაში შევიდნენ (ან სხვა მფლობელობაში) საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნისა თუ დოკუმენტის აღმოსაჩენად და ამოსაღებად. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ბინაში (ან სხვა მფლობელობაში) შესვლა ხდება იძულების წესით. 2. ამოღების ან ჩხრეკის დაწყებისას გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია ხელმოწერით გააცნოს სასამართლო ბრძანება ან განჩინება (დადგენილება) პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა, ხოლო მისი არყოფნისას – 321-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ ერთ-ერთ პირს. 3. გამომძიებელი და პროკურორი ვალდებულნი არიან მიიღონ ზომები, რათა არ გახმაურდეს ამოღების ან ჩხრეკის, აგრეთვე ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას გამოვლენილი პირადი ცხოვრების გარემოებანი. 4. გამომძიებელს და პროკურორს უფლება აქვთ ამოღების ან ჩხრეკის ადგილზე მყოფ ან იქ მისულ პირს აუკრძალონ წასვლა, ერთმანეთთან ან სხვა პირთან ურთიერთობა ამოღებისა თუ ჩხრეკის დამთავრებამდე. 5. ამოღებისას მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) წარდგენის შემდეგ გამომძიებელი ან პროკურორი წინადადებას იძლევა ნებაყოფლობით გადასცეს ჩამოსართმევი საგანი ან დოკუმენტი. უარის შემთხვევაში ამოღება ხდება იძულებით. თუ ამოსაღები საგანი ან დოკუმენტი არ აღმოჩნდა იმ ადგილას, რომელიც მითითებულია ბრძანებაში ან განჩინებაში (დადგენილებაში), ჩხრეკა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ იმავე სადგომში ამ კოდექსით დადგენილი წესით. 6. ჩხრეკის დაწყების წინ გამომძიებელი ან პროკურორი წინადადებას იძლევა ნებაყოფლობით გადასცენ ჩამოსართმევი საგანი ან დოკუმენტი. გადაცემის შემთხვევაში უნდა შედგეს ამოღების ოქმი, ხოლო თუ არ გადასცემენ ან არასრულად გადასცემენ, უნდა ჩატარდეს ჩხრეკა. 7. ჩხრეკისას იძებნება და ამოიღება ის საგანი თუ დოკუმენტი, რომელიც აღნიშნულია მოსამართლის ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში). ამოღებულ უნდა იქნეს აგრეთვე სხვა საგანი, დოკუმენტი ან ნივთი, რომელსაც მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს ამ საქმისათვის, ან აშკარად მიუთითებს სხვა დანაშაულის ჩადენაზე, აგრეთვე ნივთი, რომლის შენახვაც აკრძალულია კანონით. ჩხრეკის ოქმში გამომძიებელმა ან პროკურორმა უნდა აღნიშნონ, რატომ ამოიღეს აღნიშნული საგანი ან დოკუმენტი. 8. ჩხრეკის ან ამოღების დროს აღმოჩენილი ყველა საგანი ან დოკუმენტი, მათ ამოღებამდე უნდა წარედგინოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს და დაწვრილებით აღიწეროს ოქმში, შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა შეიფუთოს და დაილუქოს. შეფუთულ ნივთზე ლუქის გარდა აღინიშნება თარიღი და იმ პირთა ხელმოწერები, ვინც მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებაში. 9. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვთ გააღონ დაკეტილი სათავსი და საცავი, თუ გასაჩხრეკი უარს ამბობს ნებაყოფლობით გააღოს ისინი. ამასთან, შეძლებისდაგვარად უნდა მოერიდონ საკეტის, კარის, სხვა საგნის დაზიანებას და ბინაში ან სხვა გასაჩხრეკ სადგომში წესრიგის დარღვევას. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    323-ე მუხლის მე-7–მე-9 პუნქტებში ჩხრეკისა და ამოღების მონაწილე სუბიექტებიდან ამოღებულია მომკვლევი, ჩხრეკის საფუძვლად დასახელებულია მოსამართლის ბრძანება ან სასამართლო განჩინება, ხოლო მე-8 პუნქტში ნივთების წარდგენის, აღწერის, შეფუთვისა და დალუქვის წესი ახლებურად ჩამოყალიბდა. მე-9 პუნქტში დაზიანებისგან თავის არიდება შეძლებისდაგვარად არის დადგენილი.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7253211201211195377¹ (დ…47263416323
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…პროკურატურის შესახებსაქართველოს გარემოს და…დანაშაულის პრევენციის,…