საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 359. ექსპერტად დანიშნული პირი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 5 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾250-დან

გიორგი ფანცულაიანინი ჩახუნაშვილილაშა სოზაშვილი

1.ექსპერტიზას ატარებს საექსპერტო ან სხვა დაწესებულების, საწარმოს, ორგანიზაციის სპეციალისტი ან სხვა მცოდნე პირი, რომელსაც ნიშნავს გამომძიებელი ან პროკურორი, ანდა ანაზღაურებით იწვევენ მხარეები.

2.სასამართლო-სამედიცინო და კრიმინალისტიკურ ექსპერტიზას ატარებს საექსპერტო დაწესებულების, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი – სხვა დაწესებულების სპეციალისტი ან კერძო პირი.

2¹.საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტიზას ატარებს საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტი.

3.სასამართლოს, გამომძიებლის ან პროკურორის მოთხოვნა ექსპერტად დანიშნული პირის გამოძახებისა და მის მიერ ექსპერტიზის ჩატარების შესახებ სავალდებულოა შესასრულებლად სპეციალური ცოდნის მქონე პირისათვის, აგრეთვე იმ დაწესებულების, საწარმოსა თუ ორგანიზაციის ხელმძღვანელისათვის, სადაც ეს პირი მუშაობს.

4.მხარის მოთხოვნით, ექსპერტიზა ტარდება სპეციალური ცოდნის მქონე პირთან და იმ დაწესებულებასთან შეთანხმებით, სადაც იგი მუშაობს. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2543 - სსმ I, № 1, 04.01.2006წ., მუხ.9

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №18საზ2009-02-209
    საკასაციო არსებითი (T2)

    კანონიერ ძალაში შესული განჩინების დაზუსტება

    საკასაციო პალატამ განიხილა, საჭიროებდა თუ არა დაზუსტებას 2000 წლის განჩინება, რომლითაც გამამტყუნებელი განაჩენი გაუქმდა და სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა. პალატამ მიიჩნია, რომ განჩინება ბუნდოვანებას ან უზუსტობას არ შეიცავდა და დაზუსტების ფარგლებში ზიანის ანაზღაურების საკითხზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების კანონიერების, დასაბუთებულობისა და სამართლიანობის შეფასების უფლებამოსილება არ ჰქონდა. საჩივრები არ დაკმაყოფილდა და საქმის შეწყვეტის შესახებ განჩინება უცვლელად დარჩა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ექსპერტიზას ატარებს საექსპერტო ან სხვა დაწესებულების, საწარმოს, ორგანიზაციის სპეციალისტი ან სხვა მცოდნე პირი, რომელსაც ნიშნავს გამომძიებელი ან პროკურორი, ანდა ანაზღაურებით იწვევენ მხარეები. 2. სასამართლო-სამედიცინო და კრიმინალისტიკურ ექსპერტიზას ატარებს საექსპერტო დაწესებულების, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი – სხვა დაწესებულების სპეციალისტი ან კერძო პირი. 2 1 . საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტიზას ატარებს საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტი. 3. სასამართლოს, გამომძიებლის ან პროკურორის მოთხოვნა ექსპერტად დანიშნული პირის გამოძახებისა და მის მიერ ექსპერტიზის ჩატარების შესახებ სავალდებულოა შესასრულებლად სპეციალური ცოდნის მქონე პირისათვის, აგრეთვე იმ დაწესებულების, საწარმოსა თუ ორგანიზაციის ხელმძღვანელისათვის, სადაც ეს პირი მუშაობს. 4. მხარის მოთხოვნით, ექსპერტიზა ტარდება სპეციალური ცოდნის მქონე პირთან და იმ დაწესებულებასთან შეთანხმებით, სადაც იგი მუშაობს. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2543 - სსმ I, № 1, 04.01.2006წ., მუხ.9

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №61 · ძალაშია 18 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 4 იან. 2006

    359-ე მუხლს დაემატა 2¹ ნაწილი, რომელიც საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტიზის ჩატარებას აკისრებს საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტს.

  2. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    359-ე მუხლის პირველ პუნქტში ამოღებულია მომკვლევი, ხოლო მე-3 პუნქტში მომკვლევის ადგილას სასამართლოს მოთხოვნა სავალდებულო გახდა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლაშა სოზაშვილი

ლაშა სოზაშვილი

ფინანსური ასისტენტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
862121257167166168521441464215359
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს სამოქალაქო…გარემოსდაცვითი შეფასებ…საქართველოს ადმინისტრა…სახელმწიფო აუდიტის სამ…სამრეწველო ემისიების შ…