საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 370. ექსპერტიზის ჩატარება არასაექსპერტო დაწესებულებაში

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 3 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾250-დან

გიორგი ფანცულაიალექსო სვიმონიშვილიმარიამ ჯორბენაძე

1.თუ ექსპერტიზა ტარდება არასაექსპერტო დაწესებულებაში, გამომძიებელი ან პროკურორი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ გამოიძახებს პირს, რომელსაც ევალება ექსპერტიზა, რწმუნდება ამ პიროვნების კომპეტენტურობაში, ადგენს ექსპერტის დამოკიდებულებას ეჭვმიტანილთან, ბრალდებულთან თუ დაზარალებულთან, პროცესის სხვა მონაწილეებთან და ამოწმებს, ხომ არ არსებობს ექსპერტის აცილების საფუძველი.

2.ექსპერტიზის დამნიშვნელი პირი ექსპერტს გადასცემს დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, განუმარტავს 364-ე მუხლით გათვალისწინებულ მის უფლება-მოვალეობებს და აფრთხილებს ყალბი დასკვნისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ. ამ გაფრთხილებას ექსპერტი ადასტურებს ხელმოწერით. ამგვარადვე ფიქსირდება ექსპერტის განცხადება და შუამდგომლობა. ექსპერტის შუამდგომლობის უარყოფის შესახებ ექსპერტიზის დამნიშვნელ პირს გამოაქვს მოტივირებული დადგენილება.

3.ექსპერტიზის დამნიშვნელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, დაზარალებულისა და მოწმის ექსპერტთან მიყვანა, თუ აუცილებელი გახდა მათი სხეულის ან ფსიქიკის გამოკვლევა, ან თუ შესაძლებლადაა მიჩნეული ექსპერტიზაზე აღნიშნულ პირთა (მოწმის გარდა) დასწრება. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2

ყველა გადაწყვეტილება
  • №32I2001-09-0412
    საკასაციო არსებითი (T2)

    სამართალში მიცემის სტადიის ფარგლები

    საკასაციო პალატამ განიხილა, შეიძლებოდა თუ არა საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნება მტკიცებულებათა მოპოვებისას სავარაუდოდ დაშვებული საპროცესო დარღვევების საფუძველზე. პალატამ განმარტა, რომ სამართალში მიცემის სტადიაზე ბრალეულობის საკითხი წინასწარ არ წყდება და მხოლოდ მტკიცებულებათა ნაწილის საპროცესო დარღვევით მოპოვება საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებას არ ამართლებს. პროკურორისა და დაზარალებულის კერძო საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, ხოლო საქმე იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას სამართალში მიცემის სტადიიდან ხელახლა განსახილველად გადაეცა.

  • №4აგ-202020-06-0817
    გადასინჯვა / ცნობა (T3)

    ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა

    საკასაციო პალატამ განიხილა, წარმოადგენდა თუ არა მტკიცებულებათა დაუშვებლობის შესახებ მსჯავრდებულის პრეტენზია ახლად გამოვლენილ გარემოებას. პალატამ დაადგინა, რომ სადავო ინფორმაცია დაცვის მხარისათვის საქმის არსებითი განხილვისას უკვე ცნობილი იყო და მისი დასაშვებლობა ქვედა ინსტანციებს შეფასებული ჰქონდათ. მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გადასინჯვის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება უცვლელად დარჩა; ძალაში დარჩენილი საბოლოო სასჯელია რვა წლით თავისუფლების აღკვეთა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თუ ექსპერტიზა ტარდება არასაექსპერტო დაწესებულებაში, გამომძიებელი ან პროკურორი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ გამოიძახებს პირს, რომელსაც ევალება ექსპერტიზა, რწმუნდება ამ პიროვნების კომპეტენტურობაში, ადგენს ექსპერტის დამოკიდებულებას ეჭვმიტანილთან, ბრალდებულთან თუ დაზარალებულთან, პროცესის სხვა მონაწილეებთან და ამოწმებს, ხომ არ არსებობს ექსპერტის აცილების საფუძველი. 2. ექსპერტიზის დამნიშვნელი პირი ექსპერტს გადასცემს დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, განუმარტავს 364-ე მუხლით გათვალისწინებულ მის უფლება-მოვალეობებს და აფრთხილებს ყალბი დასკვნისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ. ამ გაფრთხილებას ექსპერტი ადასტურებს ხელმოწერით. ამგვარადვე ფიქსირდება ექსპერტის განცხადება და შუამდგომლობა. ექსპერტის შუამდგომლობის უარყოფის შესახებ ექსპერტიზის დამნიშვნელ პირს გამოაქვს მოტივირებული დადგენილება. 3. ექსპერტიზის დამნიშვნელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, დაზარალებულისა და მოწმის ექსპერტთან მიყვანა, თუ აუცილებელი გახდა მათი სხეულის ან ფსიქიკის გამოკვლევა, ან თუ შესაძლებლადაა მიჩნეული ექსპერტიზაზე აღნიშნულ პირთა (მოწმის გარდა) დასწრება. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    370-ე მუხლის პირველ პუნქტში ამოღებულია მომკვლევი.

  2. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    370-ე მუხლის მე-2 ნაწილში ექსპერტისთვის გასაფრთხილებელი პასუხისმგებლობის საფუძველი ახლა „ყალბი დასკვნაა“ და არა „განზრახ არასწორი დასკვნა“.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
86212571671661683641019737234144146527370
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…საექიმო საქმიანობის შე…სისხლის სამართლის სფერ…