საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 97. ექსპერტის უფლება-მოვალეობანი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ექსპერტი ვალდებულია: ა) გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით; ბ) მისცეს ჩვენება ჩატარებულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიებისას ან სასამართლო განხილვის დროს; გ) მისცეს დასაბუთებული და ობიექტური წერილობითი დასკვნა დასმულ საკითხებზე; დ) კანონით დადგენილი წესით დაიცვას და დააბრუნოს კვლევის ობიექტები; ე) პროცესის მწარმოებელი ორგანოს ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს წინასწარი გამოძიების მასალები და ცნობები მოქალაქეთა პირადი ცხოვრების შესახებ, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა; ვ) განაცხადოს თვითაცილება, თუ არსებობს 106-ე მუხლში მითითებული საფუძველი.

2.ყალბი დასკვნისათვის ექსპერტი პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით.

3.ექსპერტს უფლება აქვს: ა) გაეცნოს ექსპერტიზისათვის საჭირო საქმის მასალებს და ამოიწეროს საჭირო ცნობები ან გადაიღოს ასლები ; ბ) მოითხოვოს დამატებითი მასალების წარდგენა; გ) უარი თქვას დასკვნის მიცემაზე ან ექსპერტიზის შემდგომ გაგრძელებაზე , თუ დასმული საკითხები სცილდება მისი სპეციალური ცოდნის ფარგლებს ან თუ მისთვის წარდგენილი მასალები საკმარისი არ არის დასკვნის მისაცემად; დ) გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს (მოსამართლის) ნებართვით დაესწროს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას და დასაკითხ პირებს დაუსვას შეკითხვები, რომლებიც ექსპერტიზის საგანს განეკუთვნება; ე) სასამართლო სხდომაზე მონაწილეობა მიიღოს ექსპერტიზის საგანს მიკუთვნებულ მტკიცებულებათა კვლევაში და სასამართლოს ნებართვით შეკითხვები დაუსვას დასაკითხ პირებს; ვ) ჩამოაყალიბოს დასკვნა არა მარტო დასმულ საკითხებზე, არამედ ექსპერტიზის საგანს მიკუთვნებულ სხვა საკითხებზედაც, რომელთა გამოც მისთვის არ დაუსვამთ კითხვები ; ზ) შეადგინოს დასკვნა და მისცეს ჩვენება მშობლიურ ენაზე, თუ მან არ იცის სამართალწარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; თ) გამომძიებლის მოქმედებები და დადგენილებები გაასაჩივროს პროკურორთან, ხოლო პროკურორის მოქმედება – ზემდგომ პროკურორთან; ი) გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმის იმ ნაწილს, რომელიც მის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას ეხება, და მოითხოვოს მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა; კ) გააკეთოს განცხადება მისი დასკვნის არასწორი ინტერპრეტაციის შესახებ. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ექსპერტი ვალდებულია: ა) გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით; ბ) მისცეს ჩვენება ჩატარებულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიებისას ან სასამართლო განხილვის დროს; გ) მისცეს დასაბუთებული და ობიექტური წერილობითი დასკვნა დასმულ საკითხებზე; დ) კანონით დადგენილი წესით დაიცვას და დააბრუნოს კვლევის ობიექტები; ე) პროცესის მწარმოებელი ორგანოს ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს წინასწარი გამოძიების მასალები და ცნობები მოქალაქეთა პირადი ცხოვრების შესახებ, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა; ვ) განაცხადოს თვითაცილება, თუ არსებობს 106-ე მუხლში მითითებული საფუძველი. 2. ყალბი დასკვნისათვის ექსპერტი პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით. 3. ექსპერტს უფლება აქვს: ა) გაეცნოს ექსპერტიზისათვის საჭირო საქმის მასალებს და ამოიწეროს საჭირო ცნობები ან გადაიღოს ასლები ; ბ) მოითხოვოს დამატებითი მასალების წარდგენა; გ) უარი თქვას დასკვნის მიცემაზე ან ექსპერტიზის შემდგომ გაგრძელებაზე , თუ დასმული საკითხები სცილდება მისი სპეციალური ცოდნის ფარგლებს ან თუ მისთვის წარდგენილი მასალები საკმარისი არ არის დასკვნის მისაცემად; დ) გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს (მოსამართლის) ნებართვით დაესწროს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას და დასაკითხ პირებს დაუსვას შეკითხვები, რომლებიც ექსპერტიზის საგანს განეკუთვნება; ე) სასამართლო სხდომაზე მონაწილეობა მიიღოს ექსპერტიზის საგანს მიკუთვნებულ მტკიცებულებათა კვლევაში და სასამართლოს ნებართვით შეკითხვები დაუსვას დასაკითხ პირებს; ვ) ჩამოაყალიბოს დასკვნა არა მარტო დასმულ საკითხებზე, არამედ ექსპერტიზის საგანს მიკუთვნებულ სხვა საკითხებზედაც, რომელთა გამოც მისთვის არ დაუსვამთ კითხვები ; ზ) შეადგინოს დასკვნა და მისცეს ჩვენება მშობლიურ ენაზე, თუ მან არ იცის სამართალწარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; თ) გამომძიებლის მოქმედებები და დადგენილებები გაასაჩივროს პროკურორთან, ხოლო პროკურორის მოქმედება – ზემდგომ პროკურორთან; ი) გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმის იმ ნაწილს, რომელიც მის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას ეხება, და მოითხოვოს მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა; კ) გააკეთოს განცხადება მისი დასკვნის არასწორი ინტერპრეტაციის შესახებ. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    97-ე მუხლის პირველ ნაწილში „ა“, „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებიდან ამოღებულია მომკვლევისა და მოკვლევის ორგანოს მითითება; „თ“ ქვეპუნქტი გასაჩივრების წესს გამომძიებლისა და პროკურორის მიმართ ახლებურად აყალიბებს.

  2. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    97-ე მუხლის მე-2 ნაწილში ექსპერტის პასუხისმგებლობა შემოიფარგლა ყალბი დასკვნით და მითითება 370-ე მუხლზე გადავიდა.

  3. 97-ე მუხლში შეიცვალა ექსპერტის მოვალეობები („ბ“, „გ“, „ვ“ ქვეპუნქტები) და უფლებები („ა“, „გ“, „ვ“, „თ“ ქვეპუნქტები): ჩვენების მიცემა, თვითაცილება, ასლების გადაღება, ექსპერტიზის გაგრძელებაზე უარი და გასაჩივრების ახალი წესი.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8621223702571681661671063703452146511597
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…არბიტრაჟის შესახებ