საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 594. საჩივრის შეტანა ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 3 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾250-დან

გიორგი ფანცულაიალექსო სვიმონიშვილიმარიამ ჯორბენაძე

1.ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ საჩივარი შეაქვთ: ა) საქართველოს მთავარ პროკურორთან – საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე; ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებთან – შესაბამისად ამ რესპუბლიკების სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე.

2.ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ საჩივარი უშუალოდ შეაქვთ: ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში – საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე; ბ) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმში შესაბამისად ამ რესპუბლიკის სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე.

3.ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადწყვეტილების გადასინჯვის შესახებ საჩივრის შეტანის უფლება აქვთ მხარეებს, ხოლო მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში – მის ნათესავს, დამცველს ან სხვა დაინტერესებულ პირს.

4.სასამართლო და პროკურატურა ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ დაინტერესებულ პირებს იმ დოკუმენტების ასლების მიღებაში, რომლებიც ადასტურებენ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა არსებობას. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

1
  • №1/16/40914.12.2006განჩინება(3)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს მოქალაქე- იოსებ პაქსაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 6

ყველა გადაწყვეტილება
  • №18საზ-062009-02-1114
    საკასაციო არსებითი (T2)

    კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვა

    პალატამ განიხილა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის მოთხოვნა. მან დაასკვნა, რომ მსჯავრდებულის მიერ მითითებული გარემოებები არ შეესაბამებოდა კანონით განსაზღვრულ სამართლებრივ საფუძვლებს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის სადავო დადგენილებები არ საჩივრდებოდა. საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა განჩინება, რომლითაც მსჯავრდებულისათვის შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით იყო შენარჩუნებული.

  • №167საზ2008-11-1225
    საკასაციო არსებითი (T2)

    კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვა

    პალატამ განიხილა მსჯავრდებულის საჩივარი ახლად გამოვლენილ სამართლებრივ გარემოებათა გამო სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის თაობაზე. მან დაასკვნა, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები კანონით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ სამართლებრივ გარემოებებს არ წარმოადგენდა. საჩივარი არ დაკმაყოფილდა და 2006 წლის 28 ნოემბრის განჩინება უცვლელად დარჩა; საჩივრის ავტორის მიმართ საბოლოოდ ძალაში დარჩა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და საჯარო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების 3 წლით აკრძალვა.

  • №412საზ2007-12-0453
    საკასაციო არსებითი (T2)

    უფრო მსუბუქი სისხლის სამართლის კანონის უკუძალა

    საკასაციო პალატამ განიხილა კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შეცვლა მსჯავრდებულთათვის უფრო ხელსაყრელი სისხლის სამართლის კანონის მიღების გამო. პალატამ სამი მსჯავრდებულის ქმედება ძველი რედაქციის სსკ-ის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან მოქმედი რედაქციის სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილზე გადააკვალიფიცირა, ხოლო სამი მსჯავრდებულის მიმართ ძველი სსკ-ის 236-ე მუხლით მსჯავრი გააუქმა და ამ ნაწილში საქმე შეწყვიტა. საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თუმცა დანარჩენ ნაწილში, მათ შორის საბოლოო სასჯელების დანიშვნის ნაწილში, განაჩენი უცვლელად დარჩა.

  • №91საზ2007-06-2519
    საკასაციო არსებითი (T2)

    ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება

    უზენაესმა სასამართლომ განიხილა საჩივარი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ახლად გამოვლენილი გარემოების გამო გადასინჯვის მოთხოვნით. პალატამ დაადგინა, რომ საქმეში კანონით გათვალისწინებული ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობდა, საჩივარი არ დააკმაყოფილა და საკასაციო საჩივრის დაუშვებლობის შესახებ ადრე მიღებული განჩინება უცვლელად დატოვა. ორივე მსჯავრდებულისათვის ძალაში დარჩა შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა; ერთ-ერთს ასევე დაენიშნა იძულებითი მკურნალობა.

  • №75საზ2008-12-3016
    დაუშვებლობა (T5)

    ახლად გამოვლენილ სამართლებრივ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვა

    პალატამ განიხილა, წარმოადგენდა თუ არა დაცვის მიერ მითითებული გარემოებები ახლად გამოვლენილ სამართლებრივ საფუძველს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასასინჯად. მან დაასკვნა, რომ ეს გარემოებები ასეთი საფუძველი არ იყო, საჩივარი არ დააკმაყოფილა და წინა განჩინება უცვლელად დატოვა. მსჯავრდებულს საბოლოოდ განსაზღვრული ჰქონდა 20 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

  • №75საზ2008-12-3016
    დაუშვებლობა (T5)

    კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვა

    პალატამ განიხილა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის მოთხოვნა, რომელიც საზღვრის გადაკვეთის შესახებ მონაცემებს ეფუძნებოდა. მან მიიჩნია, რომ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდა მაშინ მოქმედი სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ სამართლებრივ გარემოებებს და საჩივარი არ დააკმაყოფილა. უცვლელად დარჩა წინა საკასაციო განჩინება და საბოლოო სასჯელი — 20 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ საჩივარი შეაქვთ: ა) საქართველოს მთავარ პროკურორთან – საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე; ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებთან – შესაბამისად ამ რესპუბლიკების სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე. 2. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ საჩივარი უშუალოდ შეაქვთ: ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში – საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე; ბ) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმში შესაბამისად ამ რესპუბლიკის სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე. 3. ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადწყვეტილების გადასინჯვის შესახებ საჩივრის შეტანის უფლება აქვთ მხარეებს, ხოლო მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში – მის ნათესავს, დამცველს ან სხვა დაინტერესებულ პირს. 4. სასამართლო და პროკურატურა ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ დაინტერესებულ პირებს იმ დოკუმენტების ასლების მიღებაში, რომლებიც ადასტურებენ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა არსებობას. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №86 · ძალაშია 1 იან. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 მარ. 2001 – 15 მაი. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 7 ნოე. 2008
  2. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    594-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ახლა ეხება ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმს და ამ რესპუბლიკის სასამართლოთა გადაწყვეტილებებს, კონკრეტული რესპუბლიკების დასახელების გარეშე.

  3. · გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999

    594-ე მუხლის მე-3 ნაწილში საჩივრის შეტანის უფლება მიენიჭა მხარეებს, ხოლო მსჯავრდებულის გარდაცვალებისას — მის ნათესავს, დამცველს ან სხვა დაინტერესებულ პირს; ერთი სიტყვის მართლწერაც შეიცვალა.

  4. 594-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტში საჩივრის შესატანი პალატა შეიცვალა სისხლის სამართლის საქმეთა პალატით.

  5. 594-ე მუხლში იცვლება საჩივრის შეტანის ადრესატი: ახლად აღმოჩენილ გარემოებებზე — გენერალური პროკურორი და ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები (პირველი ნაწილი), ახლად გამოვლენილ გარემოებებზე — უშუალოდ უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატა ან ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების პრეზიდიუმები (მე-2 ნაწილი); მე-3 და მე-4 ნაწილებში ტერმინები გადანაწილდა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2792714234242193123103115504953594
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…პროკურატურის შესახებსისხლის სამართლის სფერ…