საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 71. დაზარალებულის წარმომადგენელი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 4 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილიგიორგი ფანცულაიალექსო სვიმონიშვილი

1.დაზარალებულის ინტერესებს წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში წარმოადგენს და იცავს ადვოკატი (ადვოკატები).

2.თუ დაზარალებული არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დაიცვას თავისი ინტერესები ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 1 ან/და 143 2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებულია, ადვოკატის მონაწილეობა სავალდებულოა. ამ შემთხვევაში პროცესის მწარმოებელი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს ამ პირის საქმეში ადვოკატის მონაწილეობა, რომლის ხარჯებსაც სახელმწიფო აანაზღაურებს დადგენილი წესით. დაზარალებულის ინტერესები შეიძლება დაიცვას აგრეთვე მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა.

3.გადახდისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, რომელსაც გასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანო, სახელმწიფო უზრუნველყოფს არასმქონე დაზარალებულის ინტერესების წარმომადგენლად ადვოკატის მოწვევას სახელმწიფოს ხარჯზე. გადახდისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში დაზარალებულისათვის სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროცესის მწარმოებელი ორგანო.

4.კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მოიწვიოს ადვოკატ-წარმომადგენელი.

5.დაზარალებულს შეუძლია უარი თქვას წარმომადგენელზე, მაგრამ ორგანომ, რომელიც პროცესს აწარმოებს, შეიძლება არ მიიღოს უარი, თუ დაზარალებული არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დაიცვას თავისი ინტერესები ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 1 ან/და 143 2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებულია.

6.დაზარალებულის წარმომადგენელს აქვს 69-ე მუხლში აღნიშნული უფლებები, გარდა იმავე მუხლის „ო“, „პ“, „ს“, „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულისა.

7.დაზარალებულის წარმომადგენელს ეკისრება 70-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული დაზარალებულის მოვალეობები.

8.დაზარალებულის წარმომადგენელს უფლება არა აქვს იმოქმედოს დაზარალებულის ინტერესების საზიანოდ.

9.დაზარალებულის წარმომადგენელს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წარმომადგენლობა ხორციელდება დაზარალებულის ნებისაგან დამოუკიდებლად, არა აქვს უფლება, მისი თანხმობის გარეშე დაეთანმოს უარს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტაზე, პროკურორის უარს ბრალდებაზე ან ბრალდების შეცვლაზე, უარი თქვას სარჩელზე, შეამციროს სარჩელის თანხა, მოურიგდეს ან შეურიგდეს ბრალდებულს კერძო ბრალდების საქმეთა გამო, გაასაჩივროს განაჩენი და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილება ან უარი თქვას მათ გასაჩივრებაზე. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2006 წლის 20 ივნისის კანონი №3310 - სსმ I, №25, 13.07.2006წ., მუხ.197 თავი XI ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დამცველი

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 5

ყველა გადაწყვეტილება
  • №174-დად2004-07-1916
    საკასაციო არსებითი (T2)

    სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის გასაჩივრება

    საკასაციო პალატამ შეამოწმა პრივატიზაციის საქმეზე სისხლის სამართლის საქმისა და დევნის შეწყვეტის კანონიერება. მან მიუთითა ახალ გარემოებაზე, რომელიც დამატებით გამოძიებას საჭიროებდა, და გამოავლინა სასამართლოში მხარეთა შეტყობინებისა და ერთი საკითხის განმეორებით გადაწყვეტის ხარვეზები. პალატამ დააკმაყოფილა კერძო საკასაციო საჩივრები, გააუქმა სასამართლოსა და პროკურორის დადგენილებები და მასალები წინასწარი გამოძიების განსაახლებლად პროკურატურას გადასცა.

  • №113-აპ2004-04-0115
    საკასაციო არსებითი (T2)

    ჯგუფურად ჩადენილი გაუპატიურება

    საკასაციო პალატამ განიხილა ჯგუფური გაუპატიურებისთვის მსჯავრდებული ორი პირის საჩივრები, რომლებიც ბრალდებას უარყოფდნენ და მტკიცებულებების უკანონოდ მოპოვებაზე მიუთითებდნენ. პალატამ ბრალდება დაზარალებულის, მოწმეების ჩვენებებისა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ერთობლიობით დადასტურებულად მიიჩნია, ხოლო მტკიცებულებების უკანონობის პრეტენზია დაუსაბუთებლად შეაფასა. საჩივრები არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო განაჩენი უცვლელად დარჩა: ერთ მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, მეორეს კი 5 წლითა და 6 თვით.

  • №344992003-11-1316
    საკასაციო არსებითი (T2)

    დაზარალებულის უფლებამონაცვლის წარმომადგენლის ყოლის უფლება

    უზენაესმა სასამართლომ განიხილა, შეიზღუდა თუ არა დაზარალებულის უფლებამონაცვლის წარმომადგენლის ყოლის უფლება, როდესაც სააპელაციო სასამართლომ ადვოკატის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად სხდომა არ გადადო. პალატამ დარღვევა დაადგინა, კერძო საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სააპელაციო განჩინება გააუქმა. საქმე ხელახლა სააპელაციო წესით განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას გადაეცა; საბოლოო სასჯელი არ განსაზღვრულა.

  • №42I2002-09-2410
    საკასაციო არსებითი (T2)

    დაზარალებულის ადვოკატით სავალდებულო უზრუნველყოფა

    უზენაესმა სასამართლომ განიხილა, საკმარისად შეაფასა თუ არა სააპელაციო სასამართლომ დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადვოკატით სავალდებულო უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას. პალატამ დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს არ გაურკვევია, გამორიცხავდა თუ არა დაზარალებულის დაავადებები მის მიერ საკუთარი ინტერესების სრულყოფილად დაცვას. დაზარალებულისა და პროკურორის კერძო საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას გადაეცა.

  • №10დად2001-03-0624
    საკასაციო არსებითი (T2)

    სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის სასამართლო კონტროლი

    საკასაციო პალატამ განიხილა საჩივარი სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის კანონიერებისა და მომჩივნის წარმომადგენლის სასამართლო განხილვაში მონაწილეობის შესახებ. პალატამ დაადგინა, რომ წარმომადგენლის დაშვებით კანონი არ დარღვეულა, ხოლო საქმის შეწყვეტის დადგენილება დასაბუთებული იყო. კერძო საკასაციო საჩივარი უარყოფილია და რაიონული სასამართლოს დადგენილება უცვლელად დარჩა; სასჯელი არ დანიშნულა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. დაზარალებულის ინტერესებს წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში წარმოადგენს და იცავს ადვოკატი (ადვოკატები). 2. თუ დაზარალებული არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დაიცვას თავისი ინტერესები ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 1 ან/და 143 2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებულია, ადვოკატის მონაწილეობა სავალდებულოა. ამ შემთხვევაში პროცესის მწარმოებელი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს ამ პირის საქმეში ადვოკატის მონაწილეობა, რომლის ხარჯებსაც სახელმწიფო აანაზღაურებს დადგენილი წესით. დაზარალებულის ინტერესები შეიძლება დაიცვას აგრეთვე მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა. 3. გადახდისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, რომელსაც გასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანო, სახელმწიფო უზრუნველყოფს არასმქონე დაზარალებულის ინტერესების წარმომადგენლად ადვოკატის მოწვევას სახელმწიფოს ხარჯზე. გადახდისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში დაზარალებულისათვის სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროცესის მწარმოებელი ორგანო. 4. კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მოიწვიოს ადვოკატ-წარმომადგენელი. 5. დაზარალებულს შეუძლია უარი თქვას წარმომადგენელზე, მაგრამ ორგანომ, რომელიც პროცესს აწარმოებს, შეიძლება არ მიიღოს უარი, თუ დაზარალებული არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დაიცვას თავისი ინტერესები ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 1 ან/და 143 2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებულია. 6. დაზარალებულის წარმომადგენელს აქვს 69-ე მუხლში აღნიშნული უფლებები, გარდა იმავე მუხლის „ო“, „პ“, „ს“, „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულისა. 7. დაზარალებულის წარმომადგენელს ეკისრება 70-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული დაზარალებულის მოვალეობები. 8. დაზარალებულის წარმომადგენელს უფლება არა აქვს იმოქმედოს დაზარალებულის ინტერესების საზიანოდ. 9. დაზარალებულის წარმომადგენელს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წარმომადგენლობა ხორციელდება დაზარალებულის ნებისაგან დამოუკიდებლად, არა აქვს უფლება, მისი თანხმობის გარეშე დაეთანმოს უარს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტაზე, პროკურორის უარს ბრალდებაზე ან ბრალდების შეცვლაზე, უარი თქვას სარჩელზე, შეამციროს სარჩელის თანხა, მოურიგდეს ან შეურიგდეს ბრალდებულს კერძო ბრალდების საქმეთა გამო, გაასაჩივროს განაჩენი და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილება ან უარი თქვას მათ გასაჩივრებაზე. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2006 წლის 20 ივნისის კანონი №3310 - სსმ I, №25, 13.07.2006წ., მუხ.197 თავი XI ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დამცველი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №65 · ძალაშია 12 აგვ. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 13 ივლ. 2006

    71-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებში ადვოკატის სავალდებულო მონაწილეობის და წარმომადგენლის უარის არმიღების საფუძვლებს დაემატა 143¹ ან/და 143² მუხლის დანაშაულში დაზარალებულობა; ადვოკატის უზრუნველყოფა ორგანოს პირდაპირ ვალდებულებად ჩამოყალიბდა.

  2. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    პირველ პუნქტში წარმომადგენლობის სტადიებიდან ამოღებულია მოკვლევა და ადვოკატთა რაოდენობის ზღვარი შეიცვალა ფორმულირებით „ადვოკატები“; მე-9 პუნქტში თანხმობის გარეშე უარზე დათანხმების აკრძალვა ახლა ეხება სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტას, ხოლო დანარჩენი ცვლილებები ფორმულირებითია.

  3. · გამოქვეყნდა 30 მაი. 2000

    71-ე მუხლის მე-2 ნაწილში ხანდაზმულობის ათვლის დასასრული გადატანილია განაჩენის ძალაში შესვლიდან ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის მომენტზე.

  4. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    71-ე მუხლში პირველი ნაწილიდან ამოღებულია დაზარალებულის მიერ მოწვეული პირის მიერ წარმომადგენლობა, მე-2 ნაწილიდან კანონიერ წარმომადგენელთა ჩამოთვლა (მშობელი, მეურვე, მზრუნველი), ხოლო მე-4 ნაწილიდან — რამდენიმე წარმომადგენლის შესახებ წინადადება.

  5. 71-ე მუხლის პირველ პუნქტში დაზარალებულის ადვოკატთა რაოდენობა შეიზღუდა სამით, ხოლო მე-2 პუნქტში ადვოკატის მონაწილეობის უზრუნველყოფის ვალდებულება სასამართლოდან გადავიდა პროცესის მწარმოებელ ორგანოზე.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
425425394101695657444128231571
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…არასრულწლოვანთა მართლმ…ადვოკატთა შესახებსაქართველოს ადმინისტრა…