დაზარალებულს ან მის უფლებამონაცვლეს აქვს უფლება: ა) მიიღოს განმარტება თავის უფლება-მოვალეობათა შესახებ; ბ) მისცეს ჩვენება და განმარტება; გ) განაცხადოს აცილება; დ) განაცხადოს შუამდგომლობანი მტკიცებულებათა გამოთხოვის, სასამართლო და საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, საქმის გარემოებათა შემოწმებისა და სამართალწარმოების დროს წამოჭრილი სხვა საკითხების შესახებ; ე) წარმოადგინოს მტკიცებულებანი; ვ) საწინააღმდეგო აზრი გამოთქვას პროცესის მწარმოებელი ორგანოს მოქმედებაზე და მოითხოვოს მისი შეტანა საგამოძიებო მოქმედების ოქმში ან სასამართლო სხდომის ოქმში; ზ) გაასაჩივროს პროკურორთან, საჩივრის უარყოფის შემთხვევაში – ზემდგომ პროკურორთან გამომძიებლის და პროკურორის მოქმედება და გადაწყვეტილება, ხოლო ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევაში – სასამართლოში; თ) პირისთვის ბრალდების წაყენების შემდეგ იცოდეს მისი არსი; ი) მონაწილეობა მიიღოს თავისი შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში; კ) საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოში გადაგზავნის შემდეგ გაეცნოს საქმის მთელი მასალის ასლს და ნივთიერ მტკიცებულებებს; ლ) მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში სამართალში მიცემის სტადიაზე; მ) მონაწილეობა მიიღოს სასამართლო განხილვაში: წარმოადგინოს მტკიცებულებანი და გამოიკვლიოს პროცესის სხვა მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი; გამოვიდეს კამათში და გამოთქვას აზრი ბრალდების დასაბუთებულობის, ქმედების კვალიფიკაციის, სასჯელის სახისა და ზომის, სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ; გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმს და გამოთქვას მასზე შენიშვნები; ნ) გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი თუ სხვა გადაწყვეტილება სააპელაციო ან საკასაციო წესით, ხოლო კანონით დადგენილ შემთხვევებში – ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, და გამოთქვას საწინააღმდეგო აზრი პროცესის სხვა მონაწილეთა საჩივრებზე; ო) უფასოდ მიიღოს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების (განჩინების), საბრალდებო დასკვნის, განაჩენის, სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ასლები, თარგმნილი მისთვის გასაგებ ენაზე, თუ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა; პ) მისცეს ჩვენება და განმარტება მშობლიურ ან მისთვის გასაგებ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით; ჟ) მონაწილეობა მიიღოს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოთა სხდომებში და დაიცვას იქ თავისი უფლებები და კანონიერი ინტერესები; რ) მიიღოს პროცესში მონაწილეობის შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურება; ს) დაიბრუნოს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს საქმის საჭიროებისათვის დროებით ჩამორთმეული კუთვნილი ქონება; ტ) იყოლიოს წარმომადგენელი დაზარალებულად ცნობის მომენტიდან და სამართალწარმოების ნებისმიერ მომენტში უარი თქვას მის მომსახურებაზე; უ) განთავისუფლდეს ადვოკატ-წარმომადგენლის შრომის ანაზღაურებისაგან 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ფ) პროცესის მწარმოებელ პირს მოსთხოვოს დაცვის ღონისძიებათა გატარება, თუ საფრთხე ემუქრება როგორც მის, ისე მისი ახლო ნათესავების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და საკუთრებას. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
მუხლი 69. დაზარალებულისა და მისი უფლებამონაცვლის უფლებები
ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის
ძალის დაკარგვის თარიღი: .
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №58 · ძალაშია 10 იან. 2006-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 4
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
- · გამოქვეყნდა 27 დეკ. 2005
69-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტში დაზარალებულის გაცნობის უფლება მიბმულია საქმის სასამართლოში გადაგზავნაზე და ეხება საქმის მასალის ასლს და ნივთიერ მტკიცებულებებს.
- · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
„ზ“ ქვეპუნქტში გასაჩივრების ობიექტებიდან მომკვლევი და მოკვლევის ორგანო ამოღებულია; „ო“ ქვეპუნქტში უფასო ასლების უფლება ახლა ეხება დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის დადგენილებას (განჩინებას) და უკავშირდება სისხლის სამართლის პროცესის ენას.
- · გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999
69-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტში დაზარალებული საჩივრის უარყოფისას ზემდგომ პროკურორს ასაჩივრებს, სასამართლოში კი მხოლოდ კოდექსით დადგენილ შემთხვევაში; „კ“ ქვეპუნქტში ასლების გადაღება თავისი ხარჯით ხდება.
69-ე მუხლში „ნ“ ქვეპუნქტის გასაჩივრების საფუძვლებიდან რევიზიის წესი ამოღებულია და მითითებულია ახლად აღმოჩენილი და ახლად გამოვლენილი გარემოებები, „ჟ“ ქვეპუნქტში სარევიზიო ინსტანცია ამოღებულია, ხოლო „ფ“ ქვეპუნქტში დაცვის ღონისძიებებს ახლა პროცესის მწარმოებელ პირს ეთხოვება.
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი
იურისტი
კონსულტაცია: ₾300

გიორგი ფანცულაია
ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი
ადვოკატი
კონსულტაცია: ₾250

სალომე კობერიძე
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
მარიამ ჯორბენაძე
ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნიკა ზოიძე
სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

