საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 243. წინასწარი გამოძიების სტადიაზე აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების, ასევე პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) გასაჩივრების წესი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.წინასწარი გამოძიების სტადიაზე აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების, ასევე პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) მისი გაცემიდან (გამოტანიდან) 48 საათის ვადაში შეიძლება ერთჯერადად გაასაჩივროს ბრალდებულმა, მისმა დამცველმა, პროკურორმა სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.

1¹.დამცველის (წარმომადგენლის) მიერ საგამოძიებო კოლეგიისათვის საჩივრით მიმართვა დასაშვებია მხოლოდ მისი დაცვის ქვეშ მყოფის თანხმობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი არასრულწლოვანია, ან აქვს ისეთი ფსიქიკური ან ფიზიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის მისგან თანხმობის მიღებას.

1².საჩივარში უნდა აღინიშნოს, თუ რა მოთხოვნები იქნა დარღვეული გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას, რაში გამოიხატება გასაჩივრებული გადაწყვეტილების დებულებათა მცდარობა. აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ საჩივარში ასევე მითითებული უნდა იყოს, თუ რა არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხები და მტკიცებულებები არ გამოიკვლია პირველი ინსტანციის სასამართლომ, რომლებსაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა პირისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მართლზომიერებაზე. საჩივარს უნდა დაერთოს მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებანი (მასალები) იმ ახალ გარემოებათა შესახებ, რომლებიც უცნობი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის.

2.საჩივარი შეიტანება ბრძანების (დადგენილების) გამცემ (გამომტან) მოსამართლესთან, რომელიც ამ საჩივარსა და საქმის მასალებს დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სასამართლოს განსჯადობის მიხედვით. გასაჩივრება არ აჩერებს ბრძანების (დადგენილების) აღსრულებასა და საქმის გამოძიებას.

3.საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე საჩივარს განიხილავს საქმის მასალების მიღებიდან არა უგვიანეს 72 საათისა.

4.საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე საჩივარს განიხილავს ერთპიროვნულად, პროკურორისა და მხარეთა მონაწილეობით. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. საჩივრის განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვთ ბრალდებულს, მის დამცველსა და კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე დაზარალებულსა და მის წარმომადგენელს. საჩივრის განმხილველ მოსამართლეს უფლება აქვს გამოიძახოს და დაკითხოს პირი, რომლის ჩვენებასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საჩივრის გადაწყვეტისათვის, წინადადება მისცეს მხარეებს, წარმოადგინონ საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებანი. მოსამართლე ხსნის სასამართლო სხდომას და აცხადებს, რა საჩივარი განიხილება, ასახელებს მხარეებს, არკვევს, არის თუ არა აცილებები. აცილების საკითხი წყდება ამ კოდექსით დადგენილი წესით. თუ სასამართლო სხდომაში მონაწილეობენ მხარეები, მათ შესაძლებლობა ეძლევათ, განმარტებანი მისცენ სასამართლოს და ჩამოაყალიბონ თავიანთი საწინააღმდეგო მოსაზრებანი.

5.საჩივრის განხილვისას მოსამართლე ამოწმებს, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ ბრძანების (დადგენილების) გაცემისას (გამოტანისას) დაიცვა თუ არა მოსამართლემ ამ კოდექსის 151-ე–172-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

6.საჩივრის განხილვის შემდეგ მოსამართლე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) გასაჩივრებული ბრძანების (დადგენილების) ძალაში დატოვების და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ბ) გასაჩივრებული ბრძანების (დადგენილების) გაუქმების (შეცვლის) და საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.

7.საჩივრის შემტან მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მისი განხილვისას უკან გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელია.

8.საჩივრის განხილვის შედეგად გამოტანილი დადგენილების ასლები გადაეცემა მხარეებს, ეგზავნება ბრძანების (დადგენილების) გამცემ მოსამართლეს და ამ გადაწყვეტილების აღმსრულებელ ორგანოს.

9.ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად გამოტანილი გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

10.მოსამართლე ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული საჩივრის დასაშვებობის საკითხს, კერძოდ, აკმაყოფილებს თუ არა საჩივარი ამ მუხლის 1 1 და 1 2 ნაწილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. საჩივრის დასაშვებობის თაობაზე მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება. საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში მოსამართლე ატარებს ზეპირ მოსმენას ამ კოდექსით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით.

11.ამ კოდექსის 140-ე მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული წესით შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დადგენილებაზე შეტანილ საჩივარს მოსამართლე განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე.

12.მოსამართლე უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივრები, გარდა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული საჩივრისა, განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. ზეპირი მოსმენის შემთხვევაში მოსამართლე აცხადებს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 17 მარტის  გადაწყვეტილება №2/3/286 – სსმ IV, №8, 23.03.2005 წ., გვ.2 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15 საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. წინასწარი გამოძიების სტადიაზე აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების, ასევე პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) მისი გაცემიდან (გამოტანიდან) 48 საათის ვადაში შეიძლება ერთჯერადად გაასაჩივროს ბრალდებულმა, მისმა დამცველმა, პროკურორმა სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. 1 1 . დამცველის (წარმომადგენლის) მიერ საგამოძიებო კოლეგიისათვის საჩივრით მიმართვა დასაშვებია მხოლოდ მისი დაცვის ქვეშ მყოფის თანხმობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი არასრულწლოვანია, ან აქვს ისეთი ფსიქიკური ან ფიზიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის მისგან თანხმობის მიღებას. 1 2 . საჩივარში უნდა აღინიშნოს, თუ რა მოთხოვნები იქნა დარღვეული გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას, რაში გამოიხატება გასაჩივრებული გადაწყვეტილების დებულებათა მცდარობა. აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ საჩივარში ასევე მითითებული უნდა იყოს, თუ რა არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხები და მტკიცებულებები არ გამოიკვლია პირველი ინსტანციის სასამართლომ, რომლებსაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა პირისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მართლზომიერებაზე. საჩივარს უნდა დაერთოს მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებანი (მასალები) იმ ახალ გარემოებათა შესახებ, რომლებიც უცნობი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის. 2. საჩივარი შეიტანება ბრძანების (დადგენილების) გამცემ (გამომტან) მოსამართლესთან, რომელიც ამ საჩივარსა და საქმის მასალებს დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სასამართლოს განსჯადობის მიხედვით. გასაჩივრება არ აჩერებს ბრძანების (დადგენილების) აღსრულებასა და საქმის გამოძიებას. 3. საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე საჩივარს განიხილავს საქმის მასალების მიღებიდან არა უგვიანეს 72 საათისა. 4. საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე საჩივარს განიხილავს ერთპიროვნულად, პროკურორისა და მხარეთა მონაწილეობით. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. საჩივრის განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვთ ბრალდებულს, მის დამცველსა და კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე დაზარალებულსა და მის წარმომადგენელს. საჩივრის განმხილველ მოსამართლეს უფლება აქვს გამოიძახოს და დაკითხოს პირი, რომლის ჩვენებასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საჩივრის გადაწყვეტისათვის, წინადადება მისცეს მხარეებს, წარმოადგინონ საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებანი. მოსამართლე ხსნის სასამართლო სხდომას და აცხადებს, რა საჩივარი განიხილება, ასახელებს მხარეებს, არკვევს, არის თუ არა აცილებები. აცილების საკითხი წყდება ამ კოდექსით დადგენილი წესით. თუ სასამართლო სხდომაში მონაწილეობენ მხარეები, მათ შესაძლებლობა ეძლევათ, განმარტებანი მისცენ სასამართლოს და ჩამოაყალიბონ თავიანთი საწინააღმდეგო მოსაზრებანი. 5. საჩივრის განხილვისას მოსამართლე ამოწმებს, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ ბრძანების (დადგენილების) გაცემისას (გამოტანისას) დაიცვა თუ არა მოსამართლემ ამ კოდექსის 151-ე–172-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები. 6. საჩივრის განხილვის შემდეგ მოსამართლე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) გასაჩივრებული ბრძანების (დადგენილების) ძალაში დატოვების და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ბ) გასაჩივრებული ბრძანების (დადგენილების) გაუქმების (შეცვლის) და საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ. 7. საჩივრის შემტან მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მისი განხილვისას უკან გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელია. 8. საჩივრის განხილვის შედეგად გამოტანილი დადგენილების ასლები გადაეცემა მხარეებს, ეგზავნება ბრძანების (დადგენილების) გამცემ მოსამართლეს და ამ გადაწყვეტილების აღმსრულებელ ორგანოს. 9. ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად გამოტანილი გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. 10. მოსამართლე ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული საჩივრის დასაშვებობის საკითხს, კერძოდ, აკმაყოფილებს თუ არა საჩივარი ამ მუხლის 1 1 და 1 2 ნაწილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. საჩივრის დასაშვებობის თაობაზე მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება. საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში მოსამართლე ატარებს ზეპირ მოსმენას ამ კოდექსით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით. 11. ამ კოდექსის 140-ე მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული წესით შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დადგენილებაზე შეტანილ საჩივარს მოსამართლე განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. 12. მოსამართლე უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივრები, გარდა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული საჩივრისა, განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. ზეპირი მოსმენის შემთხვევაში მოსამართლე აცხადებს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 17 მარტის  გადაწყვეტილება №2/3/286 – სსმ IV, №8, 23.03.2005 წ., გვ.2 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15 საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №77 · ძალაშია 1 აგვ. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ნოე. 2005 – 1 იან. 2007 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 11

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 11 ივლ. 2007

    243-ე მუხლში დაემატა დამცველის თანხმობის მოთხოვნა და საჩივრის შინაარსობრივი მოთხოვნები (1¹, 1²), ახლებურად ჩამოყალიბდა დასაშვებობის შემოწმების წესი (მე-10 ნაწილი) და დაემატა მე-11, მე-12 ნაწილები; მე-7 ნაწილში უკან გაწვევის დროითი შეზღუდვა ამოღებულია.

  2. · გამოქვეყნდა 3 იან. 2007

    243-ე მუხლში საჩივრების ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის უფლებამოსილება შეიცვალა საჩივრის დასაშვებობის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტით; დასაშვებ საჩივარზე ტარდება ზეპირი მოსმენა.

  3. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    მე-3 და მე-4 პუნქტებიდან ამოღებულია მხარეთა დაუყოვნებლივ შეტყობინების წინადადება და „სათათბირო ოთახში“; მე-7–მე-9 პუნქტებში ნორმები გადანაწილდა: საჩივრის გამოხმობა, დადგენილების ასლების გაგზავნა და დადგენილების საბოლოოობა. მე-10 პუნქტი ახლა ითვალისწინებს ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას და სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, პატიმრობის გაგრძელების ბრძანების გასაჩივრების ტექსტი კი აღარ შეიცავს.

  4. · გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005

    243-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულია; მე-11 ნაწილში განისაზღვრა ავტონომიური რესპუბლიკის საგამოძიებო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო პალატაში და საჩივრის განხილვის ვადა 48 საათია.

  5. · გამოქვეყნდა 27 დეკ. 2005

    პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის ბოლო წინადადებაში დაემატა სიტყვა „მისი“, ამიტომ სასამართლო მხარეთა საჩივარს იხილავს „მისი მიღებიდან 48 საათში“.

  6. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    243-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში აღკვეთის ღონისძიების ბრძანების გასაჩივრების ინსტანციები ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს და საოლქო სასამართლოებზე გადანაწილდა; მე-11 პუნქტით გაგრძელების ბრძანება 24 საათში გასაჩივრდება.

  7. · გამოქვეყნდა 11 ივლ. 2005

    243-ე მუხლის მე-7–მე-10 ნაწილებში ამოღებულია „სასამართლოს“ და „განჩინების“ ალტერნატივები, ამიტომ ტექსტი მხოლოდ მოსამართლესა და დადგენილებას მიმართავს; მე-9 ნაწილში აღმსრულებელი ორგანო განისაზღვრება როგორც „ამ გადაწყვეტილების“ აღმსრულებელი, ხოლო მე-10 ნაწილის საბოლოობის წესი ახლებურადაა ფორმულირებული.

  8. 243-ე მუხლის პირველ ნაწილში წინასწარი გამოძიების სტადიაზე აღკვეთის ღონისძიების შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუსაჩივრებლობის დებულებას დაემატა არაკონსტიტუციურად ცნობის აღნიშვნა.

  9. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    243-ე მუხლის მე-9 ნაწილში ასლების გადაცემის წესი ახლა ბრძანებასაც მოიცავს, არა მხოლოდ დადგენილებას (განჩინებას).

  10. 243-ე მუხლში გასაჩივრების აკრძალვა შეიცვალა დეტალური წესით: აღკვეთის ღონისძიების შესახებ ბრძანება ერთჯერადად საჩივრდება 48 საათში და განიხილება 72 საათში. პატიმრობის ან შინაპატიმრობის გაგრძელების ბრძანების კანონიერება და დასაბუთებულობა არ საჩივრდება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁸²21²⁰21¹²⁶281²281¹1852934062072066678605412 (დ…243
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…პროკურატურის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ადმინისტრა…არასრულწლოვანთა მართლმ…