საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 29. სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების საფუძვლები და ვადები

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სისხლისსამართლებრივი დევნა ჩერდება: ა) (ამოღებულია); ბ) (ამოღებულია); გ) თუ ბრალდებული მძიმე ავადმყოფობით დაავადდა, რაც დადასტურებულია სახელმწიფო სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით – დაუყოვნებლივ ამ ფაქტის დადგენიდან ბრალდებულის გამოჯანმრთელებამდე; დ) თუ სასამართლომ მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კანონის კონსტიტუციურობის თაობაზე – მიმართვის დღიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე; ე) თუ დაისვა საკითხი პირისათვის იმუნიტეტის ჩამორთმევის ან პირის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ – საკითხის დასმის დღიდან მის ოფიციალურად გადაწყვეტამდე; ვ) საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ თანხმობა არ მისცეს შესაბამისად საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე იმ ვადით, რა ვადაშიც პირს იცავს იმუნიტეტი; ზ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 1 ან/და 143 2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებული პირის მიმართ – მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში.

2.ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობის შემთხვევაში მოსამართლეს ან პროკურორს გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების შესახებ. თუ ამ საქმეში ჩაბმულია ორი ან რამდენიმე ბრალდებული, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების საფუძველი ყველა ბრალდებულს არ შეეხება, პროკურორს შეუძლია გამოყოს და შეაჩეროს სისხლისსამართლებრივი დევნა ცალკეული ბრალდებულის მიმართ.

3.(ამოღებულია). საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2006 წლის 20 ივნისის კანონი №3310 - სსმ I, №25, 13.07.2006წ., მუხ.197 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4579 - სსმ I, №12, 13.04.2007წ., მუხ.110 საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279 თავი IV სამოქალაქო სარჩელი სისხლის სამართლის საქმეში

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სისხლისსამართლებრივი დევნა ჩერდება: ა) (ამოღებულია); ბ) (ამოღებულია); გ) თუ ბრალდებული მძიმე ავადმყოფობით დაავადდა, რაც დადასტურებულია სახელმწიფო სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით – დაუყოვნებლივ ამ ფაქტის დადგენიდან ბრალდებულის გამოჯანმრთელებამდე; დ) თუ სასამართლომ მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კანონის კონსტიტუციურობის თაობაზე – მიმართვის დღიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე; ე) თუ დაისვა საკითხი პირისათვის იმუნიტეტის ჩამორთმევის ან პირის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ – საკითხის დასმის დღიდან მის ოფიციალურად გადაწყვეტამდე; ვ) საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ თანხმობა არ მისცეს შესაბამისად საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე იმ ვადით, რა ვადაშიც პირს იცავს იმუნიტეტი; ზ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 1 ან/და 143 2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებული პირის მიმართ – მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში. 2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობის შემთხვევაში მოსამართლეს ან პროკურორს გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების შესახებ. თუ ამ საქმეში ჩაბმულია ორი ან რამდენიმე ბრალდებული, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების საფუძველი ყველა ბრალდებულს არ შეეხება, პროკურორს შეუძლია გამოყოს და შეაჩეროს სისხლისსამართლებრივი დევნა ცალკეული ბრალდებულის მიმართ. 3. (ამოღებულია). საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2006 წლის 20 ივნისის კანონი №3310 - სსმ I, №25, 13.07.2006წ., მუხ.197 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4579 - სსმ I, №12, 13.04.2007წ., მუხ.110 საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279 თავი IV სამოქალაქო სარჩელი სისხლის სამართლის საქმეში

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №79 · ძალაშია 1 აგვ. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 10

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 ივლ. 2007

    მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში დევნის შეჩერების საფუძველი ახლა მხოლოდ მძიმე ავადმყოფობაა, დადასტურებული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზით; ფსიქიკური დაავადებისა და იძულებითი მკურნალობის ალტერნატივა ამოღებულია.

  2. 29-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა („თუ“-ს გარეშე, „მისცეს“ ფორმით), და მისგან ამოღებულია პარლამენტის წევრი იმ პირთა ჩამონათვალიდან, ვისი პასუხისგებაში მიცემის თანხმობის არმიცემისას დევნა ჩერდება.

  3. · გამოქვეყნდა 3 იან. 2007

    29-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულია დევნის შეჩერების „ა“ (მიმალვა) და „ბ“ (უცნობი ადგილსამყოფელი) საფუძვლები, ხოლო თანამდებობის პირის შესახებ გამონაკლისის მე-3 ნაწილი ამოღებულია.

  4. · გამოქვეყნდა 13 ივლ. 2006

    29-ე მუხლის პირველი ნაწილი ახლებურად ჩამოყალიბდა და დაემატა „ზ“ ქვეპუნქტი: დევნა ჩერდება 143¹ ან/და 143² მუხლის დანაშაულში დაზარალებული პირის მიმართ მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში.

  5. · გამოქვეყნდა 27 დეკ. 2005

    29-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში მძიმე ავადმყოფობა და ფსიქიკური დაავადება გაიმიჯნა, დასკვნის წყაროდ სახელმწიფო ექსპერტიზა განისაზღვრა, ხოლო 6-თვიანი ვადისა და წარმოების აღძვრის ნაცვლად ფსიქიკური დაავადებისას დევნის შეჩერება იძულებით მკურნალობას უკავშირდება.

  6. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    29-ე მუხლი ეხება სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერებას: პირველ ნაწილში შეიცვალა საფუძვლები და იმუნიტეტის მქონე პირთა წრე, მე-2 ნაწილში შეჩერების გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლე ან პროკურორი, ხოლო მე-3 და მე-4 ნაწილები ამოღებულია.

  7. · გამოქვეყნდა 9 ივლ. 2004

    29-ე მუხლის მე-5 ნაწილში სისხლის სამართალწარმოების შეჩერების გამონაკლისი რეკეტირზეც გავრცელდა.

  8. · გამოქვეყნდა 9 მარ. 2004

    პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი ორგანოები და დეპუტატი; დაემატა შეჩერების ახალი საფუძველი (გადაულახავი გარემოებები) და გამონაკლისი გამოცხადებისგან თავის მარიდებელი თანამდებობის პირისთვის.

  9. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    29-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატა „ზ“ ქვეპუნქტი, რომელიც სამართალწარმოების შეჩერების ახალ საფუძვლად ადგენს თანხმობის არმიცემას პარლამენტის წევრის, დეპუტატის, სახალხო დამცველისა და მოსამართლის პასუხისგებაში მიცემაზე, იმუნიტეტის მოქმედების ვადით.

  10. 29-ე მუხლს დაემატა მე-2 ნაწილი, რომელიც აწესებს გამომძიებლის დასაბუთებული დადგენილებით გამოძიების შეჩერებას და მრავალბრალდებულიან საქმეზე გამოყოფის ან მთელი საქმის შეჩერების შესაძლებლობას 391-ე მუხლის შემთხვევაში, და მე-3 ნაწილი, რომელიც „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების შემთხვევებში შეჩერებას უკავშირებს გამოძიების ვადის გასვლას.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13143²71763344390392394167105191115429
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებაჭარის ავტონომიური რეს…