Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიმუხლი 167

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 167. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და სასამართლო განხილვის არდაწყება და შეჩერება

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:რელიგიური და ეთნიკური დანაშაულებიმართლმსაჯულების და სამხედრო დანაშაულებისაარჩევნო და პოლიტიკური უფლებების დარღვევაგატაცება და თავისუფლების წინააღმდეგ დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება პირის დაკავებისთანავე ან ბრალდებულად ცნობისთანავე (თუ ის არ დაუკავებიათ).

2.სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და სასამართლო განხილვა არ უნდა დაიწყოს ან უნდა შეჩერდეს: ა) თუ საქართველოს პარლამენტმა/საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ/საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანხმობა არ მისცა გენერალური აუდიტორის/მოსამართლის იმ ვადით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე, რა ვადაშიც აღნიშნულ პირს იმუნიტეტი იცავს; ბ) თუ დაისვა უცხოელისათვის იმუნიტეტის ჩამორთმევის საკითხი – საკითხის დასმის დღიდან მის ოფიციალურად გადაწყვეტამდე; გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 1 ან/და 143 2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებული პირის მიმართ – მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში; დ) თუ კანონის კონსტიტუციურობის თაობაზე სასამართლომ მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს – მიმართვის დღიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე; ე) თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხაობის გამო პროცესუუნარო გახდა.

3.ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობის შემთხვევაში გამოძიებისას პროკურორი, ხოლო საქმის სასამართლო განხილვისას – სასამართლო მხარის შუამდგომლობით იღებს გადაწყვეტილებას სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და სასამართლო განხილვის შეჩერების შესახებ.

4.თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული შეჩერების საფუძველი აღარ არსებობს, სასამართლო განხილვა/სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს/განახლდეს.

5.საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის, საქართველოს საერთო სასამართლოს სხვა მოსამართლის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს სახალხო დამცველის, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ წარმომადგენლის, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების შესაბამისად სარგებლობს იმუნიტეტით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაპატიმრებისა და მათ მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულების სხვა ღონისძიების გამოყენების განსაკუთრებული წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 საქართველოს 2012 წლის 2 2 ივნისის კანონი №6 550 – ვებგვერდი, 29 .0 6 .2012წ. საქართველოს 2014 წლის 4 აპრილის კანონი №2209 – ვებგვერდი, 08.04.2014წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634– ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი № 3276 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3373 – ვებგვერდი, 21.09.2018წ. საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4604 - ვებგვერდი, 08.05.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1314 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №697 – ვებგვერდი, 25.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1300 – ვებგვერდი, 23.12.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1339 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

რედაქციების შედარება

1. სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება პირის დაკავებისთანავე ან ბრალდებულად ცნობისთანავე (თუ ის არ დაუკავებიათ). 2. სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და სასამართლო განხილვა არ უნდა დაიწყოს ან უნდა შეჩერდეს: ა) თუ საქართველოს პარლამენტმა/საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ/საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანხმობა არ მისცა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის, გენერალური აუდიტორის/მოსამართლის იმ ვადით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე, რა ვადაშიც აღნიშნულ პირს იმუნიტეტი იცავს; [ ა) თუ საქართველოს პარლამენტმა/საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ/საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანხმობა არ მისცა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის, გენერალური აუდიტორის/მოსამართლის იმ ვადით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე, რა ვადაშიც აღნიშნულ პირს იმუნიტეტი იცავს; (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან)] ბ) თუ დაისვა უცხოელისათვის იმუნიტეტის ჩამორთმევის საკითხი – საკითხის დასმის დღიდან მის ოფიციალურად გადაწყვეტამდე; გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 1 ან/და 143 2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებული პირის მიმართ – მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში; დ) თუ კანონის კონსტიტუციურობის თაობაზე სასამართლომ მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს – მიმართვის დღიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობის შემთხვევაში გამოძიებისას პროკურორი, ხოლო საქმის სასამართლო განხილვისას – სასამართლო მხარის შუამდგომლობით იღებს გადაწყვეტილებას სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და სასამართლო განხილვის შეჩერების შესახებ. 4. თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული შეჩერების საფუძველი აღარ არსებობს, სასამართლო განხილვა/სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს/განახლდეს. 5. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის, საქართველოს საერთო სასამართლოს სხვა მოსამართლის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს სახალხო დამცველის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ წარმომადგენლის, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების შესაბამისად სარგებლობს იმუნიტეტით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაპატიმრებისა და მათ მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულების სხვა ღონისძიების გამოყენების განსაკუთრებულ წესს განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კოდექსი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები. [ 5. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის, საქართველოს საერთო სასამართლოს სხვა მოსამართლის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს სახალხო დამცველის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ წარმომადგენლის, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების შესაბამისად სარგებლობს იმუნიტეტით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაპატიმრებისა და მათ მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულების სხვა ღონისძიების გამოყენების განსაკუთრებული წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან)] საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 საქართველოს 2012 წლის 2 2 ივნისის კანონი №6 550 – ვებგვერდი, 29 .0 6 .2012წ. საქართველოს 2014 წლის 4 აპრილის კანონი №2209 – ვებგვერდი, 08.04.2014წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634– ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი № 3276 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3373 – ვებგვერდი, 21.09.2018წ. საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4604 - ვებგვერდი, 08.05.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1314 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №697 – ვებგვერდი, 25.06.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 2 მარ. 2026· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2025
  2. 23 დეკ. 2025
  3. 1 ივლ. 2025· გამოქვეყნდა 25 ივნ. 2025
წინა მუხლი 166შემდეგი მუხლი 168

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ადევნება (მუხლი 151¹) - ადვოკატი საქართველოში6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • არჩევნებში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლა (მუხლი 162)6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სასამართლოს უპატივცემულობა (მუხლი 366) - ადვოკატი4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • რელიგიური სიძულვილის აღცევება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №178

0
ციტირებულია მუხლი
3
ცვლილება
ბოლო 2025-12-23
6
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სისხლი… 143²

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 105გამოძიების შეწყვეტის ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყებისან შეწყვეტის საფუძვლები
  • 168დისკრეციული დევნა
  • 108შეწყვეტილი სისხლისსამართლებრივი დევნის განახლება

ამნისტიის შესახებ

  • 4—

ამნისტიის შესახებ

  • 3—

ამნისტიის შესახებ

  • 4—

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 13იმუნიტეტებთან დაკავშირებული საკითხები

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 41დაუსწრებელი სასამართლო განხილვის აკრძალვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 11უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეჩერება

პროკურატურის შესახებ

  • 22სისხლისსამართლებრივი დევნა

ამნისტიის შესახებ

  • 14—

ამნისტიის შესახებ

  • 6—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13143²410516810841221114436167
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებსისხლის სამართლის საერ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026